„ჯიპიაი ჰოლდინგი“: სეტყვით მიყენებული ზარალის ანაზღაურება უკვე დავიწყეთ

გამოქვეყნდა

ივნისი 23, 2026

თბილისში მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელებისთვის „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ზარალის ანაზღაურება უკვე დაიწყო.

 ამ დროისთვის მიღებულია დაახლოებით 1 500-მდე განაცხადი როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორატიული ავტომობილის დაზღვევის მომხმარებლებისგან.

დიმიტრი ძირტკბილაშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საოპერაციო დირექტორი:

„ჩვენი გუნდი გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს, რათა ყველა შემთხვევა მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად განიხილოს. შედარებით მარტივი დაზიანებების მქონე შემთხვევებს ვანაზღაურებთ დისტანციურად, რაც პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კომპენსაცია მოკლე დროში მიიღონ. დღის განმავლობაში უკვე არაერთი შემთხვევა ავანაზღაურეთ და ანაზღაურების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ცხადია, გვაქვს უფრო რთული დაზიანებების შემთხვევებიც, რომელთა შეფასებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, თუმცა ყველა დაზღვეული მომხმარებელი, რომლის ავტომობილიც სეტყვის შედეგად დაზიანდა, შესაბამის ანაზღაურებას სრულად მიიღებს. წინასწარი შეფასებით, სეტყვით გამოწვეული ზარალი  3 მილიონ ლარს აღწევს.“

კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებლების მხარდაჭერა და მათთვის სწრაფი სერვისის უზრუნველყოფა მიმდინარე პროცესში მთავარი პრიორიტეტია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული დაზღვეული. გვესმის, რამდენად დიდი დისკომფორტისა და ფინანსური გამოწვევის წინაშე შეიძლება დააყენოს ადამიანებს მსგავსი სტიქიური მოვლენა. სწორედ ამიტომ, ყველა რესურსს ვიყენებთ, რათა ზარალის შეფასებისა და ანაზღაურების პროცესი იყოს მაქსიმალურად სწრაფი, მარტივი და მომხმარებელზე მორგებული.“

კომპანია აგრძელებს ყველა შემოსული განაცხადის ეტაპობრივ დამუშავებას და დაზღვეულების მხარდაჭერას, რათა დაზარალებულმა ავტომფლობელებმა ანაზღაურება უმოკლეს ვადაში მიიღონ.

Scroll to Top

სამუშაო საათები

ორშაბათი-პარაკევი: 9:30 - 18:30
info@gpih.ge
ბოჭორიშვილის ქ.88/15, 0171, თბილისი

    ჩვენ დაგიკავშირდებით

    დაგვირეკე

    032 2 505 111