იმოქმედე, ჩვენ დაგაზღვევთ!

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 2001 წლიდან

ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი

სიახლეები

კომპანიის ისტორია

დაარსების ისტორია

„ჯიპიაი ჰოლდინგი“  2001 წელს დაარსდა და   სადაზღვევო ბაზარზე გამოჩნდა როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი საქართველოში. კომპანიის მთავარი მისია თავიდანვე იყო სოციალური დაზღვევის — ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის — განვითარება და პოპულარიზაცია ქვეყანაში. საქმიანობის პირველივე წელს კომპანიამ მოიპოვა მომხმარებლების ნდობა და მალევე დაიკავა ლიდერის პოზიცია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე.

დაარსების დღიდან „ჯიპიაი ჰოლდინგი“ გამოირჩეოდა ინოვაციური ხედვითა და განვითარებისკენ მიმართულებით. კომპანია მუდმივად ისწრაფოდა ახალი მიდგომებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვისკენ, რითაც ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ინოვაციების ერთ-ერთ პიონერად ჩამოყალიბდა.

ლიდერი საცალო ბაზარზე

2005 წელს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტები შესთავაზა. ამ  ნაბიჯმა საფუძველი ჩაუყარა ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის განვითარების ახალ ეტაპს ქვეყანაში. დღეს კომპანია ამ მიმართულებით უპირობო ლიდერია და ფლობს ბაზრის დაახლოებით 55%-ს.

"ვენის სადაზღვევო ჯგუფის" წევრი

2006 წელს ჯიპიაის ისტორიაში გარდამტეხი წელი იყო. კომპანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი სადაზღვევო ჯგუფის – „ვენის სადაზღვევო ჯგუფის „ – წევრი გახდა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელმაც კომპანია ახალი ეტაპზე გადაიყვანა — არა მხოლოდ ფინანსური სტაბილურობის გამყარების, არამედ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებითაც.

 

2006 წლიდან დღემდე „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ აქტიურად მონაწილეობს „ჯიპიაის“ განვითარებაში, მხარს უჭერს ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტს და წარმოადგენს კომპანიის ფინანსური სანდოობისა და სტაბილურობის გარანტს.

დღეს „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ A კლასის რეიტინგის  ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფი აერთიანებს 50 კომპანიას და ოპერირებს ევროპის 25 ქვეყანაში, რაც მას ხდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და საიმედო სადაზღვევო ჰოლდინგად რეგიონში.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ოფისები მთელ საქართველოში

“ჯიპიაი ჰოლდინგი“ სადაზღვევო ბაზარზე იწყებს საქმიანობას, როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი საქართველოში. კომპანიისთვის თავიდანვე პრიორიტეტად იქცა საქართველოში ე.წ სოციალური დაზღვევის: ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის პოპულარიზება და განვითარება. კომპანიამ საქმიანობის პირველსავე წელს მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია დაზღვევის სხვადასხვა სფეროში, მომხმარებლების ნდობა მოიპოვა და მალე სადაზღვევო ბაზარზე ლიდერის პოზიციაც დაიკავა.
 2006 TEXT

ჰოსპიტალურ სექტორში ჩართვა

 2010 წელს  საფუძველი ჩაეყარა „კურაციოს“ რეგიონული ქსელის შექმნას. მომდევნო წლებში კომპანიამ გახსნა კიდევ ერთი კლინიკა, რომელიც პაციენტებს ამბულატორიული მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობდა და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის ახალ სტანდარტს ამკვიდრებდა.

იმავე წელს „ჯიპიაი“ აქტიურად ჩაერთო ჰოსპიტალური სექტორის განვითარების ეროვნულ პროგრამაში და დაამტკიცა 25-მილიონიანი საინვესტიციო პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს 10 რეგიონულ ცენტრში ზოგადი პროფილის კლინიკების აშენებასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას.

2019 წელს კი, ევროპელი აქციონერების სტრატეგიული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომპანია სრულად დაემიჯნა ჰოსპიტალურ სექტორს და საქმიანობა მთლიანად სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ სერვისებზე გადაამისამართა.

დაზღვევის გაციფრულება

 საქართველოში პირველად, „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ სადაზღვევო ბაზარზე ციფრული მომსახურება დანერგა და  ინტერნეტ-პორტალი  და მობილური აპლიკაცია (Mygpi.ge და mygpi.ge) ჩაუშვა. პორტალის საშუალებით შესაძლებელი გახდა, როგორც დაზღვევის შეძენა, ასევე ანაზღაურების მიღება დისტანციურად.

მომდევნო წლებში ჯიპიაის ციფრული სერვისები კიდევ უფრო დაიხვეწა და კომპანიამ მომხმარებელს სადაზღვევო მომსახურებების თითქმის სრული სპექტრი ონლაინ შესთავაზა. შესაძლებელი გახდა ექიმთან ონლაინ ჩაწერა, სატელეფონო კონსულტაცია ოჯახის ექიმთან, მიმართვის გაკეთება ამბულატორიული სერვისების მისაღებად ან მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად.

სრული სადაზღვევო მომსახურება ონლაინ

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“  კიდევ უფრო დახვეწა და გააუმჯობესა ციფრული პლატფორმები და სრული სადაზღვევო მომსახურების მიღება ონლაინ გახდა შესაძლებელი. პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ, ჯიპიაი ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო საქართველოში, რომელიც  სრულად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა და დაზღვეულები ყველა სერვისს დისტანციურად, სწრაფად და მარტივად შესთავაზა.

დაზღვევის პირველი სრულყოფილი აპლიკაციით MyGPI  და ონლაინ პორტალით Mygpi.ge, 2020 წლიდან ჯიპიაის ყველა დაზღვეულს ყველა სადაზღვევო  ოპერაციის განხორციელება სახლიდან გაუსვლელად, 2 წუთში შეუძლია. მობილური აპლიკაციითა და პირადი კაბინეტის დახმარებით, შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობის თანხის ანაზღაურება ონლაინ, მათ შორის ჰოსპიტალიზაციისა და მშობიარობის ხარჯების.

ჯიპიაის ციფრული სერვისების გამოყენებით შესაძლებელია საგარანტიო წერილის მოთხოვნაც, რომელიც დაზღვეულებს ოპერაციის თანხის ან შემდგომი მკურნალობის დასაფინანსებლად სჭირდებათ. დაზღვეულები ონლაინ, თავად აკეთებენ მიმართვას ნებისმიერი პროფილის ექიმთან ვიზიტისას, სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად, ანალიზების ასაღებად და მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად.

მხარდაჭერის გუნდი მომხმარებლის მხარდამხარ

სრულად განახლებული მობილური აპლიკაცია

Diagnose.me

2025 წელს „ჯიპიაის ჯანმრთელობის დაზღვევამ“ ქართველ დაზღვეულებს, ტელემედიცინის დახმარებით  ევროპის წამყვან სპეციალისტებთან მკურნალობის საშუალება მისცა. მომხმარებელს,  „ჯიპიაის“ ჯანმრთელობის დაზღვევით, საშუალება აქვს ნებისმიერი საეჭვო ან დადასტურებული დიაგნოზი ევროპელ ექიმებთან გადაამოწმოს და გაიაროს მათთან კონსულტაცია.


 ინოვაციური სერვისი „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ხელშეწყობით დაინერგა და მოიცავს საერთაშორისო მედიცინის პლატფორმა Diagnose.me-ს ინტეგრირებას „ჯიპიაი“-ს მომსახურების სისტემებში.


Diagnose.me არის ციფრული სამედიცინო პლატფორმა, რომელიც 29 ქვეყნის საუკეთესო ექიმებს აერთიანებს და პაციენტებს  სხვადასხვა ქვეყნიდან, საშუალებას აძლევს ონლაინ კონსულტაცია გაიარონ მსოფლიოში სხვადასხვა პროფილის წამყვან სპეციალისტთან, გაუზიარონ მათ   სიმპტომები, უკვე ჩატარებული კვლევები და  რამდენიმე დღეში  მიიღონ ამომწურავი დასკვნა- დადასტურებული ან შეცვლილი დიაგნოზი, ან მკურნალობის გეგმა.  კომუნიკაცია წარმოებს პაციენტისთვის სასურველ ენაზე (ქართული ან ინგლისური) მათ შორის, უზრუნველყოფილია სამედიცინო დოკუმენტების თარგმნაც.  

ჩვენი ხედვა

ზოგიერთი ადამიანისთვის დაზღვევა ზრუნვის გამოხატულებაა, ზოგისთვის უსაფრთხოების განცდის გარანტი… რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჩვენც ვიზიარებთ მაგრამ, ჩვენთვის ,უპირველეს ყოვლისა, დაზღვევა არის აუცილებელი კომპონენტი წინსვლისა და განვითარების პროცესში.

ჩვენი მიზანი

საქართველოს მოსახლეობასა და კომპანიებს შევთავაზოთ თანამედროვე და მაღალი ხარისხის მომსახურება, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ ახალგაზრდა და საშუალო ასაკის კერძო სექტორში დასაქმებულებზე, რომლებიც საკუთარ სოციალური გარანტიებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ; ქართულ საწარმოებს, მათ მენეჯმენტსა და თანამშრომლებს კი საიმედო დაზღვევა უზრუნველვყოთ ბიზნესის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სფეროში, რაც კომპანიების სტაბილურ ზრდასა და მომგებიანობას შეუწყობს ხელს.

ჩვენი ღირებულებები

თანადგომა

თქვენ გვერდში ვართ, როგორც მეგობრები და პარტნიორები

პროგრესი

მუდმივი განვითარება არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა. გვჯერა ჩვენი და ჩვენი კლიენტების წინსვლის.

სამართლიანობა

საზოგადოებასთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში წამყვანი პრინციპია სამართლიანობა და გამჭირვალობა.

პროფესიონალიზმი

ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ და ვზრუნავთ, რომ გვქონდეს ფინანსური სტაბილურობის უმარლესი სტანდარტი, როგორც ჩვენი კლიენტების და თანამშრომლების კეტილდღეობის საფუძველი.

პარტნიორი გადამზღვევი კომპანიები

წამყვანი გლობალური ორგანიზაციები

პარტნიორი გადამზღვევი კომპანიები

ჯიპიაი ჰოლდინგის სოციალური პასუხისმგებლობა ფოკუსირებულია საიმედო და მდგრადი მომავლის შექმნაზე ჩვენი პარტნიორების, თანამშრომლებისა და დაზღვეულებისთვის.

პარტნიორი გადამზღვევი კომპანიები

ჯიპიაი ჰოლდინგის სოციალური პასუხისმგებლობა ფოკუსირებულია საიმედო და მდგრადი მომავლის შექმნაზე ჩვენი პარტნიორების, თანამშრომლებისა და დაზღვეულებისთვის.

ჯილდოები

Meliora 2019

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი „Meliora 2019“ „მოქმედების დღე „ – გამორჩეული CSR პროექტი

GLOBAL COMPACT AWARD

GLOBAL COMPACT AWARD ეკოისტი – საუკეთესო CSR პროექტი

Günter Geyer Award 2018

Günter Geyer Award 2018 – საპატიო ჯილდო საუკეთესო CSR პროექტისთვის

Ad Black Sea 2018

საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2018 – ანტისაოკუპაციო კამპანია , ვენის სადაზღვევო ჯგუფის სპეციალური ჯილდო

Meliora 2019

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო 2019 – „მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდაჭერის პროგრამა“ – საუკეთესო პროექტი

Meliora 2018

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი „Meliora 2018“ – „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა” – საუკეთესო CSR პროექტი

Meliora 2019

საქართველოს პასუხისმგებლიანი ბიზნესის კონკურსი „Meliora 2019“ – „ეკოისტი“ – საუკეთესო CSR პროექტ

United Global Nations Award 2019

United Global Nations Award 2019 – სუფთა ჰაერის ჩემპიონი

 

Scroll to Top

სამუშაო საათები

ორშაბათი-პარაკევი: 9:30 - 18:30
info@gpih.ge
ბოჭორიშვილის ქ.88/15, 0171, თბილისი

ყურადღება

განახლებული ჯიპიაის საიტი დროებით მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ ბმულს

    ჩვენ დაგიკავშირდებით

    დაგვირეკე

    032 2 505 111