თანამედროვე, სტრესითა და სწრაფი ტემპით სავსე ცხოვრებაში, ხშირად გვავიწყდება, რომ ჯანმრთელობა მხოლოდ ფიზიკური კეთილდღეობა არ არის. ჩვენი ყოველდღიური განწყობა, ენერგია, ურთიერთობები, გადაწყვეტილებები და, ზოგადად, ცხოვრების ხარისხი პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორ ვგრძნობთ თავს შინაგანად.
ჯიპიაიში გვჯერა, რომ დაზღვევა იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ გვერდში დგომა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს. ეს არის ყოველდღიური ზრუნვა იმაზე, რაც ჩვენი დაზღვეულებისთვის ყველაზე ძვირფასია. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა თითოეული თქვენგანისთვის უფრო ხელმისაწვდომი, მარტივი და ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი გავხადოთ.
მენტალური მხარდაჭერა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის
მენტალურ კეთილდღეობაზე ფიქრი ფუფუნება არაა — ეს საბაზისო საჭიროებაა. თუმცა, ხშირად პროფესიონალთან მისვლა ან შესაბამისი ციფრული ხელსაწყოების გამოყენება სხვადასხვა ბარიერებთანაა დაკავშირებული.
ამ ბარიერების შესამსუბუქებლად, ჯიპიაიმ მენტალური ჯანმრთელობის წამყვან პლატფორმებსა და კლინიკებთან ექსკლუზიური პარტნიორობა დაიწყო. ჩვენს დაზღვეულებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური პირობებითა და ფასდაკლებებით იქ, სადაც მათზე პროფესიონალები იზრუნებენ:
- ინერი (Inner): ფსიქიკური ჯანმრთელობის ციფრული ჰაბი მობილური აპლიკაციის სახით, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ანონიმური მხარდაჭერა და გაციფრულებული პრაქტიკები. ჯიპიაის დაზღვეულებს აპლიკაციის გამოწერაზე 80%-იანი, ხოლო თერაპიებზე 15%-იანი დაფინანსება ელოდებათ.
- Healo: მენტალური ჯანმრთელობის თანამედროვე ციფრული პლატფორმა, რომელიც გეხმარებათ სტრესის მართვასა და ემოციური ბალანსის აღდგენაში. ჩვენი მომხმარებლები პლატფორმის სერვისებზე 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ.
- მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი „გამმა“: ადგილი, რომელიც აერთიანებს წამყვან სპეციალისტებს. ჯიპიაის დაზღვეულებისთვის აქ მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება ზრდასრულთა და ბავშვთა კონსულტაციებზე, სადიაგნოსტიკო კვლევებსა და თერაპიებზე (CBT).
იცხოვრე, ჩვენ დაგაზღვევთ!
მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც პირველი ნაბიჯის გადადგმით იწყება. იქნება ეს ციფრული აპლიკაციის გადმოწერა, თერაპევტთან კონსულტაცია თუ საყვარელ ადამიანებთან გატარებული მშვიდი კვირა დღე – ჯიპიაი მზადაა იყოს თქვენი საიმედო დასაყრდენი ამ გზაზე.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ახალი სერვისებისა და შესაძლებლობების შექმნაზე, რადგან თქვენი შინაგანი სიმშვიდე და კეთილდღეობა ჩვენი მთავარი მოტივაციაა.
იზრუნე საკუთარ თავზე, იცხოვრე მშვიდად და გახსოვდეს – ჩვენ შენს გვერდით ვართ.
👉 გაიგე მეტი მენტალური ჯანმრთელობის პარტნიორული შეთავაზებების შესახებ.

