კონფიდენციალობის პოლიტიკა
მომსახურების პირობები
ზოგადი წესები და პირობები
წინამდებარე ვებსაიტით/აპლიკაციით სარგებლობის ზოგადი წესები და პირობები და მოცემული სამართლებრივი მნიშვნელობის ინფორმაცია განთავსებულია სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204426674, იურიდიული მისამართი: კოსტავას ქ. №67, ქ. თბილისი 0171, საქართველო) (შემდგომში “კომპანია“/“ჯიპიაი“) მიერ კუთვნილ ვებსაიტზე დომეინით: http://www.mygpi.ge და http://www.gpih.ge (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული როგორც „ვებსაიტი“)/აპლიკაციაში და არეგულირებს ვებსაიტის/აპლიკაციის გამოყენებისგან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.
მომხმარებელს “ჯიპიაი“ სთხოვს ყურადღებით გაეცნოს ვებსაიტით/აპლიკაციით სარგებლობის ზოგად წესებსა და პირობებს. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ ეთანხმება წარმოდგენილ პირობებს, მაშინ „ჯიპიაი“ სთხოვს დატოვოს ვებსაიტი/არ გამოიყენოს აპლიკაცია.
I ტერმინები
აპლიკაცია – მობილური აპლიკაცია/პროგრამა „MyGPI”, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად მცირე, უკაბელო გამოთვლით მოწყობილობებზე, როგორიცაა სმარტფონები და ტაბლეტები, და რომელსაც ფლობს კომპანია.
ვებსაიტი – ვებგვერდების ერთობლიობა, დომეინით http://www.mygpi.ge და http://www.gpih.ge.
კომპანია/“ჯიპიაი“ – აღნიშნავს სადაზღვევო მომსახურების გამწევ პირს – სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204426674, იურიდიული მისამართი: კოსტავას ქ. №67, ქ. თბილისი 0171, საქართველო), რომელიც ფლობს ვებსაიტს დომეინით http://www.mygpi.ge/, http://www.gpih.ge და აპლიკაციას „MyGPI”.
მომხმარებელი – აღნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც შედის ვებსაიტზე დომეინით – http://www.mygpi.ge/ http://www.gpih.ge/აპლიკაციაში და იყენებს მას ინფორმაციის ან მომსახურების მიღების მიზნით ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით კონტაქტ ცენტრის გამოყენებით.
წესები და პირობები – გულისხმობს ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთვასებულ ვებსაიტით/აპლიკაციით სარგებლობის ზოგად წესებსა და პირობებს.
II საქმიანობის ფორმა, შინაარსი და მიზნები
სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“ (ს/კ 204426674) წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ სადაზღვევო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დისტანციურად მიიღოს სხვადასხვა სახის სადაზღვევო მომსახურება („მომსახურება“). კლიენტებისთვის მომსახურების გაწევა ხორციელდება მომსახურების შეძენის მსურველ პირებთან დადებული სადაზღვევო ხელშეკრულების, ციფრული პლატფორმის ან/და კონტაქტ ცენტრის მეშვეობით გაკეთებული განაცხადის საფუძველზე.
III ვებსაიტით/აპლიკაციით სარგებლობის წინაპირობები და წესები
ვებსაიტით/აპლიკაციით სარგებლობისთვის აკმაყოფილებდეს შემდეგ წინაპირობებს:
- მომხმარებელი უნდა იყოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სრულწლოვანი (18 წელი და ზევით), ქმედუნარიანი პირი.
- მომხმარებელი უნდა იყოს ავტომობილის მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი/უფლებამოსილი წარმომადგენელი (საჭიროების შემთხვევაში).
- მომხმარებელმა თანხმობა უნდა განაცხადოს ვებსაიტზე/აპლიკაციაში მომხმარებლის პროფილის შექმნისას და/ან განაცხადის გაკეთებისას ვებსაიტით/აპლიკაციით სარგებლობის ზოგად წესებსა და პირობებზე.
IV ვებსაიტის/აპლიკაციის გამოყენება
- ვებსაიტზე/აპლიკაციაში შესვლით და გამოყენებით მომხმარებელი აცნობიერებს და აცხადებს თანხმობას ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებზე, ამასთანავე, თანხმობას აცხადებს ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთავსებულ სხვადასხვა სახის პოლიტიკებზე.
- კომპანიის შეხედულებისამებრ, მომხმარებლის გაფრთხილების გარეშე შესაძლებელია პერიოდულად შეიცვალოს წესები და პირობები.
- წესებსა და პირობებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ მომხმარებელს ეცნობება მათი ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთავსების საშულებით. მომხმარებლის მიერ ვებსაიტზე/აპლიკაციაში შემდგომი შესვლა ან ვებსაიტის/აპლიკაციის შემდგომი გამოყენება ადასტურებს, რომ მომხმარებელი ეთანხმება აღნიშნულ ცვლილებებს.
- ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლების პირადი გამოყენებისთვის.
- დაუშვებელია ვებსაიტზე/აპლიკაციაში გამოყენებული ნებისმიერი ინფორმაციის, მათ შორის გამოსახულების, გამოყენება, გავრცელება, ასლების დამზადება და/ან რეპროდუცირება კომერციული მიზნებისთვის.
- მოხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მოიპოვოს და შეინარჩუნოს სატელეფონო, კომპიუტერული, პროგრამული და სხვა სახის აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა ვებსაიტის/აპლიკაციის წვდომისა და გამოყენებისათვის.
- მოხმარებელი სრულად არის პასუხისმგებელი აღჭურვილობისა ან/და მონაცემების დაცვასა და შენახვაზე, ასევე სათანადო ზომების მიღებაზე კომპიუტერული ვირუსების ან სხვა ზიანის მომტანი ფაქტორებისაგან თავდასაცავად.
- მომხმარებელს მკაცრად ეკრძალება „ჯიპიაის“ სისტემების ან ვებსაიტის/აპლიკაციის არასანქცირებული გამოყენება, მათ შორის, სისტემებში არასანქცირებული შესვლა, პაროლების ბოროტად გამოყენება ან ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაციის ბოროტად გამოყენება.
- ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის, თუ „ჯიპიაი“ ჩათვლის, რომ მომხმარებლის მიერ ვებსაიტის/აპლიკაციის გამოყენება არ შეესაბამება წინამდებარე წესებსა და პირობებს, კომპანია უფლებას იტოვებს ერთპიროვნულად, თავისი შეხედულებისამებრ, შეწყვიტოს მომხმარებლის დაშვება ვებსაიტზე/აპლიკაციაში ან მომხმარებლის მიერ ვებსაიტის/აპლიკაციის გამოყენება და გაატაროს ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს.
- ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთავსებული წესები და პირობები არეგულირებს კომპანიის მიერ შემოთავაზებულ ელექტრონულ სერვისებთან, პროდუქტებთან და ინფორმაციასთან დაშვების საკითხებს.
- თუ პირი უკვე არის „ჯიპიაის“ მომხმარებელი, წესები და პირობები იმოქმედებს „ჯიპიაის“ და მოხმარებელს შორის უკვე არსებული შეთანხმების/კონტრაქტის წესებთან და პირობებთან ერთად და წინამდებარე წესები არ აუქმებს ნებისმიერ სხვა შეთანხმებას.
- თუ ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთავსებული რომელიმე პოლიტიკის დებულება ეწინააღმდეგება წესებსა და პირობებს, მაშინ უპირატესობა ენიჭება წესებსა და პირობებს.
V ანგარიშით სარგებლობის წესები, პირობები და პასუხისმგებლობა
- მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას და არ გადასცეს „ჯიპიაის“ ვებსაიტზე/აპლიკაციაში რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი და პაროლი ნებისმიერ მესამე პირს.
- „ჯიპიაის“ ვებსაიტზე/აპლიკაციაში რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული მომხმარებელი უფლებამოსილია შეცვალოს პირადი მონაცემები (მობილურის ნომერი, ელ-ფოსტა, მისამართი) მისი სურვილისამებრ.
- მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის/წესებისა და პირობების შესაბამისად.
- მომხმარებელი სრულად არის პასუხისმგებელი მის მიერ ვებსაიტის/აპლიკაციის საშუალებით განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობის/წესებისა და პირობების შესაბამისად.
- მომხმარებელი სრულად პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, მათ შორის პროფილის ინფორმაციაზე, ბმულებზე, სურათებზე, განცხადების შინაარსზე, ანგარიშწორებაზე და სხვა.
VI უსაფრთხოება
- ინტერნეტკომუნიკაციები არაა უსაფრთხო, თუ გაგზავნილი მონაცემები არ არის დაშიფრული.
- “ჯიპიაის“ არ შეუძლია აიღოს რამე სახის პასუხისმგებლობა კომპანიაში გაგზავნილ მონაცემებზე მესამე პირების მიერ არასანქცირებულ წვდომაზე ან/და ინფორმაციის დაზიანებაზე.
- მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ ისეთ გარემოებებში, როდესაც წინამდებარე ვებსაიტზე/აპლიკაციაში წვდომისთვის აუცილებელია იდენტიფიკაცია, კომერციულად გონივრული უსაფრთხოების პროცედურებისა და კონტროლის გამოყენებით შეზღუდავს პაროლის ან სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციის წვდომას ავტორიზებული პირებით.
- მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ „ჯიპიაის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არ გამოიყენებს რობოტს, სხვა ავტომატურ მოწყობილობებს ან ფიზიკურ საშუალებებს, „ჯიპიაის“ ვებსაიტის/აპლიკაციის მონაცემების ან მათი შინაარსის მონიტორინგისა და კოპირებისათვის ან სხვა არასანქცირებული მიზნებისთვის.
- „ჯიპიაი“ არ იძლევა გარანტიას ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების სრულ უსაფრთხოებაზე, რადგან ისინი შეიძლება დაექვემდებაროს ჩარევას ან დაკარგვას, ან შეცვლას.
VII საავტორო უფლება
- ვებსაიტის/აპლიკაციის შინაარსზე სრულად დაცულია “ჯიპიაის“ საავტორო უფლება განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლის პირადი სარგებლობისათვის.
- საავტორო უფლებას ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთავსებულ ნამუშევრებზე, მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ტექსტზე, ხმოვან ჩანაწერებსა და გამოსახულებებზე (კომპანიის/ბრენდის დასახელებები, სასაქონლო ნიშნები, ლოგოტიპები), ფლობს სს „სადაზღვევო კომპანი ჯი პი აი ჰოლდინგი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204426674) და წარმოადგენს მის საკუთრებას.
- ნებისმიერი პროდუქტი, პროცესი ან ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია ვებსაიტზე/აპლიკაციაში, შეიძლება იყოს „ჯიპიაის“ ინტელექტუალური საკუთრების საგანი.
- აკრძალულია ვებსაიტის/აპლიკაციის შინაარსის ნებისმიერი საშუალებით ან ფორმით წარმოდგენა, გავრცელება ან გაუვრცელებლობა, რეპროდუცირება, მთლიანად ან ნაწილობრივ, გარდა ამისა, ნებისმიერი გაყიდვა, გადაყიდვა, ხელახალი გადაცემა ან ხელმისაწვდომობა მესამე პირებისათვის.
- ვებსაიტზე/აპლიკაციაში არსებული საავტორო უფლებების ნებისმიერი ფორმით დარღვევა/ხელყოფა გამოიწვევს დამრღვევის სამოქალაქო და/ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
- ვებსაიტის/აპლიკაციის შინაარსის გაცნობის, ასლის გადაღების და გავრცელების ნებართვა დაიშვება მხოლოდ შემდეგი პირობებით:
• მონაცემების გამოყენება არაკომერციული, საინფორმაციო მიზნებისთვის;
• მონაცემების ნებისმიერი ასლის ან ნაწილის გამოყენებისას უნდა იყოს დატანილი საავტორო უფლების დაცვის ნიშანს ©.
VIII გარანტიები
- ყველა ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ვებსაიტი/აპლიკაცია (შემდგომში – „ინფორმაცია“), მოწმდება და ახლდება “ჯიპიაის“ მიერ სათანადო გულისხმიერებით, სისტემატურად.
- ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთავსებული ან ვებსაიტის/აპლიკაციის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია წარმოდგენილია ყოველგვარი გარანტიის გარეშე, მათ შორის, კომერციული, კონკრეტული მიზნით ვარგისიანობის ან სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის გარანტიის გარეშე.
- ნებისმიერი დათარიღებული ინფორმაცია გამოქვეყნებულად ჩაითვლება მასზე მითითებული თარიღიდან, ხოლო, თუ თარიღი არ არის მითითებული – ვებსაიტზე/აპლიკაციაში პირველად განთავსების თარიღიდან.
- ინფორმაცია შესაძლოა გახდეს არასაიმედო მისი გამოქვეყნების შეცვლილი საკანონმდებლო ან ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით.
- „ჯიპიაი“ არ არის ვალდებული განაახლოს ვებსაიტზე/აპლიკაციაში მოცემული ინფორმაცია ან მოსაზრებები ან განაგრძოს ინფორმაციის შეთავაზება.
- „ჯიპიაი“ არ იძლევა გარანტიას, შემდეგ საკითხებზე:
• ინფორმაციის სიზუსტის, დროულობის, სისრულის ან თანამიმდევრულობის;
• ინფორმაციის გამოყენებით მიღებულ შედეგებზე;
• ვებსაიტის/აპლიკაციის უწყვეტად, შეცდომების გარეშე და ვირუსებისგან დაცული მუშაობის შესახებ. - ნებისმიერი ინფორმაციის უზუსტობაზე, რომელიც განთავსებული ან ხელმისაწვდომია „ჯიპიაის“ ვებსაიტზე/აპლიკაციაში ან გამომდინარეობს ნებისმიერი ინფორმაციიდან, რომელიც განთავსებული ან ხელმისაწვდომია ვებსაიტზე/აპლიკაციაში, მისი მმართველები, დირექტორები, უფლებამოსილი პირები და თანამშრომლები, ან სხვა ინფორმაციის გამავრცელებელი პირები არ აგებენ პასუხს.
- „ჯიპაისი“ და მისი ნებისმიერი თანამშრომლის პასუხისმგებლობა გამორიცხულია სპეციალურ, შემთხვევით, პირდაპირ, არაპირდაპირ, ან შედეგობრივ ზარალზე, ასევე ნებისმიერი სახის ზარალზე, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ვებსაიტის/აპლიკაციის და ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაციის გამოყენებასთან, მიუხედავად ზარალის შესაძლებლობის შესახებ მითითებისა, რომელიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია ვებსაიტის/აპლიკაციის მიუწვდომლობასთან. გამოყენებასთან ან
- „ჯიპიაი“ არ არის პასუხისმგებელი კომპიუტერული ვირუსის და/ან ვებსაიტის/აპლიკაციის გაუმართაობის შემთხვევაში გამოწვეულ შეფერხებაზე, ოპერაციის გაუქმებაზე/შეჩერებაზე/დეფექტზე და/ან ვებსაიტის/აპლიკაციის გამოყენებისას გამოწვეულ რამე ზიანზე ან დანაკარგზე.
- მომხმარებელი ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ კომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის სრული, სწორი და ნამდვილი.
- მომხმარებელი იღებს ვალდებულებას ვებსაიტით/აპლიკაციით სარგებლობისას, შეზღუდვის გარეშე, მომხმარებლის პროფილის შექმნისას ან/და განაცხადის გაკეთებისას ან ასეთი განაცხადის შემდგომ მიწოდებულ მონაცემთა ცვლილებების შემთხვევაში დროულად შეიტანოს ცვლილებები მომხმარებლის პროფილში რედაქტირების გზით.
IX მესამე მხარის პროდუქტები და მომსახურება
- ვებსაიტზე/აპლიკაციაში “ჯიპიაის“ მიერ განთავსებული მესამე პირების ინტერნეტ-გვერდების ბმულები განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ მესამე პირების ინტერნეტგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია ან მომსახურება შეიძლება სასარგებლო იყოს მომხმარებლისათვის.
- ბმულების განთავსება არ გულისხმობს ასეთ გვერდებზე განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციისა და მომსახურების მხარდაჭერას ან მათზე პასუხისმგებლობის აღებას და „ჯიპიაი“ უარს აცხადებს ამგვარ მხარდაჭერაზე ან წარმომადგენლობაზე.
- მომხმარებელი სარგებლობს ბმულებით მხოლოდ თავისი პირადი რისკით და „ჯიპიაი“ არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას მესამე პირთა ინტერნეტგვერდების შინაარსთან, გამოყენებასთან ან ხელმისაწვდომობასთან მიმართებით.
- „ჯიპიაის“ მიერ არ არის გადამოწმებული მესამე პირების ინტერნეტგვერდების შინაარსის სისწორე ან სიზუსტე და არ იძლევა გარანტიას, რომ დაცულია საავტორო, სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებული ან მესამე პირების სხვა უფლებები და რომ ინტერნეტგვერდები ან მათი შინაარსი დაცულია ვირუსებისგან ან სხვა ზიანის მომტანი ფაქტორებისაგან.
- „ჯიპიაი“ არ იძლევა არანაირ გარანტიას ან მტკიცებულებას და პასუხს არ აგებს მესამე მხარის მიერ მიღებულ ელექტრონულ მონაცემებზე, მათ შორის, ელექტრონული მონაცემების სიზუსტეზე, შინაარსზე, ხარისხზე ან დროულობაზე.
- მესამე პირების ინტერენეტ-გვერდს შესაძლოა გააჩნდეს კონფიდენციალურობის ან უსაფრთხოების ვებგვერდისაგან განსხვავებული პირობები, შესაბამისად მომხმარებელი პირადი ინფორმაციის გაზიარებამდე მნიშვნელოვანია გაეცნოს აღნიშნულ პირობებს.
- მესამე პირები არ არიან უფლებამოსილნი განახორციელონ სხვა ნებისმიერი ინტერნეტ-გვერდის დაკავშირება/მიბმა ვებგვერდთან „ჯიპიაის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
X ინფორმაციის შეგროვება, კონფიდენციალობა და პერსონალური ინფორმაციის დაცვა
- ვებსაიტის/აპლიკაციის გამოსაყენებლად და/ან „ჯიპიაის“ მომსახურების მისაღებად მოითხოვება ვებსაიტზე/აპლიკაციაში ერთჯერადი რეგისტრაცია და/ან განაცხადის გაკეთება სატელეფონო საშუალებით და/ან ხელშეკრულების გაფორმება „ჯიპიაისა“ და მომხმარებელს შორის.
- მომხმარებლის რეგისტრაცია „ჯიპიაის“ მომსახურების მისაღებად ვებსაიტის/აპლიკაციის/სატელეფონო კომუნიკაციის გზით არის მომხმარებლის არჩევანი. მომხმარებელი ნებაყოფლობით აწვდის „ჯიპიაის“ შემდეგი სახის ინფორმაციას (საჭიროების შემთხვევაში):
• სახელი, გვარი
• პირადი ნომერი
• მისამართი
• ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომერი
• ავტოსატრანსპორტო საშუალების VIN კოდი
• ელექტრონული ფოსტა
• ტელეფონის ნომერი - ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაცია რეგისტრაციის პროცესში ან რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს ან წაშალოს ნებისმიერ დროს.
- მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს პაროლი.
- „ჯიპიაი“ უფლებას იტოვებს ჩაიწეროს და/ან მონიტორინგი გაუწიოს „ჯიპიაის“ და მომხმარებელს შორის განხორციელებულ სატელეფონო ზარებს, იმისათვის რომ მოხდეს ინსტრუქციების გადამოწმება და დაზუსტება, რომ „ჯიპიაი“ აკმაყოფილებს მომსახურების სტანდარტებს.
- „ჯიპიაიმ“ შესაძლოა გამოიყენოს მცირე ზომის ფაილები, რომელიც ინახება მომხმარებლის მყარ დისკზე, როგორც მომსახურების შემადგენელი ნაწილი, რათა უზრუნველყოს კლიენტების შესახებ ინფორმაციის მიღება და კლიენტების დაცვა ონლაინრეჟიმში მათი ანგარიშების არასანქცირებული გამოყენებისაგან.
- „ჯიპიაი“ არ იყენებს კლიენტის კომპიუტერში არსებულ ფაილებს პირის მიერ ინტერნეტით სარგებლობის მონიტორინგისათვის.
- „ჯიპიაისთვის“ მნიშვნელოვანია მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება და დაცვა, შესაბამისად „ჯიპიაის“ მხრიდან გარანტირებულია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა.
- „ჯიპიაის“ მხრიდან არ განხორციელდება მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენება ან მესამე პირებისთვის გადაცემა.
- „ჯიპიაი“ უზრუნველყოფს მისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მომხმარებლის პერსონალურ მონაცემების დაცვასა და მის კონფიდენციალურობას.
- მომხმარებელი ვალდებულია კანონმდებლობით გათვალისიწინებული სავალდებულო შემთხვევების გარდა, არ გაამჟღავნოს, არ გადასცეს მესამე პირს ან სხვა სახით არ დაუშვას წინამდებარე სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მისთვის გადაცემული კონფიდენციალური ინფორმაცია.
- მომხმარებლის მიმართვის შემთხვევაში „ჯიპიაი“ უზრუნველყოფს სრული და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
- მომხმარებლის მიერ „ჯიპიაისთვის“ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება დამუშავდეს და შენახულ იქნეს „ჯიპიაის“ კომპიუტერებში ან სხვა საშუალებით.
- „მომხმარებლის ინფორმაციაში“ იგულისხმება პერსონალური ინფორმაცია რომელსაც „ჯიპიაი“ (ა) იღებს მომხმარებლისგან ან (ბ) იღებს მომხმარებლის მიერ ბარათით გადახდის განხორციელებისას;
- მომხმარებლისთვის მომსახურების გამარტივების და „ჯიპიაის“ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მომხმარებლის მიერ „ჯიპიაის“ სისტემაში დაფიქსირებული ინფორმაცია შეიძლება გადამოწმდეს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
- მომხმარებელი წესებსა და პირობებზე თანხმობით, ეთანხმება და უფლებას აძლევს „ჯიპიაის“ რომ მომხმარებლის მიერ „ჯიპიაის“ სისტემაში დაფიქსირებული ინფორმაცია გადამოწმდეს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში და სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოში.
- „ჯიპიაის“ მიერ მომხმარებლის ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნეს მომსახურების გაწევისთვის, შეფასებისა და ანალიზისთვის და „ჯიპიაის“ სერვისების განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის. მაგალითად მომხმარებლის ინფორმირება მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქტების და მომსახურების შესახებ.
- „ჯიპიაის“ მიერ არ მოხდება მომხმარებლის ინფორმაციის გაცემა „ჯიპიაის“ გარეთ, გარდა შემდეგი ორგანიზაციებისა/პირებისა:
- ნებისმიერი პირი, ვისაც შეიძლება გადაეცეს „ჯიპიაის“ უფლებები და მოვალეობები, მომხმარებელსა და „ჯიპიაის“ შორის გაფორმებული შეთანხმების/ხელშეკრულების საფუძველზე ან/და როცა ეს აუცილებელია „ჯიპიაის“ მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად;
- ნებისმიერი პირი კანონით ან სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
- მომხმარებელი „ჯიპიაის“ ანიჭებს უფლებამოსილებას სხვადასხვა პირდაპირი მარკეტინგული შეთავაზებების განხორციელების მიზნით, მომხმარებლისთვის სატელეფონო ზარის, SMS შეტყობინების, ელექტრონული ფოსტის, სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებებით ან მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციით განახორციელოს მომსახურების ან საქონლის შეთავაზება.
- მომხმარებელს უფლება აქვს „ჯიპიაის“ ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა.
- მომხმარებელი „ჯიპიაის“ ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ მისი პერსონალური მონაცემები გადასცეს მესამე პირებს სხვადასხვა მომსახურების ან საქონლის პირდაპირი მარკეტინგული შეთავაზებების განხორციელების მიზნით, რომელიც მომხმარებელს შეიძლება მიეწოდოს სატელეფონო ზარის, SMS შეტყობინების, ელექტრონული ფოსტის, სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებებით ან მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციის გზით.
- მესამე პირებისთვის პირდაპირ მარკეტინგის მიზნებისთვის მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გადაცემის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელი არის მესამე პირი და მის მიმართ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელია მესამე პირი.
- მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა დეტალურად განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://www.gpih.ge/files/pdf/1677757680.pdf
XI მომხმარებლის დაცვა და პრეტენზიის წარდგენის წესი
- მომხმარებელს შეუძლია პრეტენზია დააფიქსიროს შემდეგი გზებით:
• „ჯიპიაის“ სატელეფონო სერვის ცენტრში დაკავშირებით: +995 32 2 505 111;
• „ჯიპიაის“ იურიდიულ/ფაქტობრივ შეტყობინების გაგზავნის გზით. მისამართზე წერილობითი
• „ჯიპიაის“ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით: info@gpih.ge. - მომხმარებლის პრეტენზიას „ჯიპიაის“ შესაბამისი სამსახური განიხილავს მომხმარებლის მომართვიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.
- პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მომხმარებელს გაეგზავნება წერილობითი/ელექტრონული ფორმით/სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით პრეტენზიის მომართვის ფორმის იდენტურად.
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი უკმაყოფილოა „ჯიპიაის“ მომსახურებით მომხმარებელს უფლება აქვს „ჯიპიაის“ გაუგზავნოს პრეტენზია.
- მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დეტალურად მიუთითოს გაწეული მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები (მაგალითად სამედიცინო დიაგნოზი, ასეთის საჭიროების შემთხვევაში).
- „ჯიპიაი“ არ იღებს პასუხისმგებლობას ზიანზე, რომელიც მომხმარებელს მიადგა უფლებამოსილების შეცდომით/არასწორად გადაცემის შედეგად.
- „ჯიპიაი“ არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლისთვის გაწეულ მომსახურებაზე.
XII კომუნიკაციის წესი
- „ჯიპიაისთან“ კომუნიკაციისთვის გამოიყენება ვებსაიტზე/აპლიკაციაში არსებული პლატფორმა, მითითებული საკონტაქტო ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა ან/და წერილობითი შეტყობინება იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართზე გაგზავნის გზით.
- მომხმარებლის შეტყობინების განხილვის მაქსიმალურ ვადად განისაზღვრება განმცხადებლის მომართვიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვე.
- ვებსაიტთან/აპლიკაციასთან დაკავშირებით მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი შეკითხვა ან კომენტარი გაუგზავნოს „ჯიპიაის“ წესებითა და პირობებით განსაზღვრული კომუნიკაციის გზების გამოყენებით.
XIII ფორს-მაჟორი
- ,,ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებას, რომელიც წარმოშობილია მხარისგან დამოუკიდებლად, არის გაუთვალისწინებელი და რომლის საფუძველზეც მხარისთვის შეუძლებელია ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
- წესებისა და პირობების მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც წესებისა და პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა.
- ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში მხარე, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი/ელექტრონული შეტყობინება ფორსმაჟორული გარემოების დადგომის და გამომწვევი მიზეზების შესახებ.
- მხარემ უნდა უზრუნველყოს და განახორციელოს ყველა მოქმედება, რათა თავიდან აიცილოს ფორს-მაჟორული გარემოება. მხარემს უნდა გამოიყენოს ვალდებულებების შესრულების ალტერნატიული ხერხები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოების ზეგავლენისაგან.
- ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების 1 (ერთი) თვეზე მეტი ვადით მოქმედების შემთხვევაში, მხარეს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახელშეკრულებლო ურთიერთობა მეორე წერილობითი/ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით.
XIV გამოსაყენებული სამართალი და დავის გადაწყვეტის წესი
- წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა, მომხმარებელი ცხოვრობს ან საქმიან ურთიერთობა აქვთ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.
- მომხმარებელი, თანხმობას აცხადებს, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებს ექსკლუზიური იურისდიქცია ექნებათ ნებისმიერი საქმეზე ან დავასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ვებსაიტიდან/აპლიკაციიდან და „ჯიპიაის“ მიერ მომსახურების გაწევიდან.
- მხარეთა მიერ ერთმანეთისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
- ვებსაიტი/აპლიკაცია არ არის მიმართული და არც განკუთვნილი ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ იმ იურისდიქციის ფარგლებში ან ქვეყანაში გავრცელების ან გამოყენებისთვის, სადაც ვებსაიტის/აპლიკაციის განთავსება ან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე ამგვარი გავრცელება ან გამოყენება ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონმდებლობას ან სხვა რეგულაციებს.
- ვებსაიტის/აპლიკაციის გაცნობისას მომხმარებელი თავად იღებს პასუხისმგებლობას გამოყენების შესაბამისობაზე ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო კანონებთან და მსგავსი იურისდიქციის პირობებში ვებსაიტის/აპლიკაციის გამოყენება ხდება სრულად მომხმარებლის რისკით.
- „ჯიპიაი“ მომხმარებელს ურჩევს დაუკავშირდეს თავის მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში.
- „ჯიპიაი“ იტოვებს უფლებას, რომ ერთპიროვნულად, შეხედულებისამებრ, შეცვალოს წესები და პირობები ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
XV დასკვნითი დებულებები
- ვებსაიტით/აპლიკაციით სარგებლობის წესებისა და პირობების რომელიმე მუხლის/პირობის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანი დოკუმენტის ბათილობას და ასეთი ბათილი მუხლი/პირობა უნდა ჩანაცვლდეს მსგავსი შინაარსის კანონიერი მუხლით/პირობით. თუ ამ წესებისა და პირობების რომელიმე დებულება ძალადაკარგულია ან ბათილია, დანარჩენი დებულებები მოქმედებს სრულად.
- ვებსაიტით/აპლიკაციით სარგებლობის წესებისა და პირობების მოქმედება იწყება მომხმარებლის მიერ ვებსაიტის/აპლიკაციის გამოყენებისას.
პერსონალური მონაცემების დაცვა
1. შესავალი
წინამდებარე დოკუმენტი განმარტავს სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204426674, იურიდიული მისამართი: კოსტავას ქ. No67, ქ. თბილისი 0160, საქართველო) მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების პრინციპებს, მიზანსა და წესებს.
„ჯიპიაის“ ვებსაიტზე/აპლიკაციაში წესებისა და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ამავდროულად ეთანხმება წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკას, მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა მომხმარებლის საკუთარი სურვილით და ამისათვის მას გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
ვებსაიტის/აპლიკაციის წესებსა და პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ უფლებამოსილებას ანიჭებს „ჯიპიაის“ მასზედ, რომ „კომპანიის“ მიერ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მომხმარებლის იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის გამოთხოვილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია მის შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები.
2. ტერმინთა განმარტება
აპლიკაცია – მობილური აპლიკაცია/პროგრამა “MyGPI”, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად მცირე, უკაბელო გამოთვლით მოწყობილობებზე, როგორიცაა სმარტფონები და ტაბლეტები.
ვებსაიტი – ვებგვერდების ერთობლიობა, დომეინით https://www.mygpi.ge/ https://www.gpih.ge
ჯიპიაი/კომპანია/მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული სააქციო საზოგადოება „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204426674, იურიდიული მისამართი: კოსტავას ქ. No67, ქ. თბილისი 0160, საქართველო), რომელიც განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
მომხმარებელი – აღნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც შედის ვებსაიტზე/აპლიკაციაში და იყენებს მას ინფორმაციის ან მომსახურების მიღების მიზნით;
მონაცემთა სუბიექტი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება;
პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.
3. პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა და მიზანი
3.1. კომპანია ყურადღებას ამახვილებს პერსონალური მონაცემების დაცვასა და ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების, ისე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული შესაბამისობით.
3.2. მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს სანდო, კეთილსინდისიერი ბიზნეს ურთიერთობებისა და მიმზიდველი პარტნიორის რეპუტაციის მნიშვნელოვან საფუძველს.
3.3. „ჯიპიაი“ პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.
4. მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მოქმედების სფერო
4.1. წინამდებარე პოლიტიკა სრულად ვრცელდება „ჯიპიაის“ მიერ პერსონალური მონაცემების ავტომატური, ნახევრად ავტომატური, ან არაავტომატური საშუალებებით მონაცემთა დამუშავებაზე და გამოიყენება პერსონალური მონაცემების დაცვის პროცესში.
4.2 აღნიშნული პოლიტიკა ვრცელდება „ჯიპიაის“ მომხმარებლებზე, კომპანიის თანამშრომლებზე, კონტრაქტორებზე, ყველა იმ პირზე, რომელთა მონაცემებიც მუშავდება კომპანიის მიერ, ასევე, მონაცემთა მიმღებზე და იმ უფლებამოსილ პირებზე, რომლებიც კომპანიის სახელით ან მისთვის ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს.
5. პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები და საფუძვლეგი
5.1. „ჯიპიაში“ პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ კანონით გავალისწინებული შემდეგი პრინციპების დაცვით:
5.1.1. მონაცემები მუშავდება კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭირვალედ და მისი ღირსების შეულახავად;
5.1.2 მონაცემები გროვდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის. დაუშვებელია მონაცემთა დამუშავება მონაცემების დამუშავების თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით;
5.1.3. მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;
5.1.4. მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი, ზუსტი და საჭიროების შემთხვევაში განახლებული მონაცემთა დამუშავების მიზნის გათვალისწინებით არაზუსტი მონაცემები უნდა გასწორდეს, წაიშალოს, წაიშალოს ან განადგურდეს გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე;
5.1.5. მონაცემები შენახულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;
5.1.6. მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებული უნდა იყოს ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის უნებართვო ან უკანონო
დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან;
5.1.7. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების საფუძველზე მისთვის მომსახურების გაწევის მიზნით;
5.1.8. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
5.2. მონაცემთა დამუშავება დაშვებულია, თუ არსებობს ერთ–ერთი შემდეგი საფუძველი:
5.2.1. მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე;
5.2.2. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
5.2.3. მონაცემთა დამუშავება კანონმდებლობით; გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კომპანიის მიერ საქართველოს
5.2.4. მონაცემთა დამუშავება საჭიროა კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
5.2.5. კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა თავად გახადა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი;
5.2.6. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, მათ შორის, ეპიდემიის მონიტორინგის ან/და მისი გავრცელების აღკვეთის, ჰუმანიტარული კრიზისების, ბუნებრივი და ადამიანის მოქმედებით გამოწვეული კატასტროფების სამართავად;
5.2.7. მონაცემთა დამუშვება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
5.2.8. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი.
5.2.9. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).
5.3. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით. კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს.
6. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება
6.1. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს ჯიპიაი ამუშავებს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინტერესების დაცვით და იმ შემთხვევაში, თუ დამუშავებისთვის არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:
ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა წერილობითი თანხმობა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე;
ბ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში;
გ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არ აქვს, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე განაცხადოს თანხმობა;
დ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პრევენციული, პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პალიატიური მზრუნველობის, მომსახურების, სამედიცინო მოწყობილობების და პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვის მიზნებით საქართველოს კანონმდებლობის ან ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტთან დადებული ხელშეკრულების (თუ ამ მონაცემებს ამუშავებს პირი, რომელსაც პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება ეკისრება) შესაბამისად;
ე) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის სფეროში, მათ შორის, სოციალური უზრუნველყოფის სისტემისა და მომსახურების მართვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის კონკრეტული უფლებების განსახორციელებლად;
ვ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
ზ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ან დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად;
თ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
ი) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფუნქციონირების მიზნით;
კ) მონაცემთა სუბიექტმა გამოყენების აშკარა აკრძალვის დათქმის გარეშე საჯარო გახადა თავისი მონაცემები;
ლ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში.
7. პერსონალურ მონაცემთა პატეგორია და მისი დამუშავება
7.1. „ჯიპიაი“ ახდენს ძირითადად რამდენიმე კატეგორიის პერსონალური მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას. კერძოდ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი, საბანკო ანგარიშის მონაცემები, საბანკო ბარათის მონაცემები, ასევე მომხმარებლის კანონიერ მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონების – ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი, ტიპი, გამოშვების წელი, ვინ კოდი, სახელმწიფო ნომერი, საჭე, გარბენი, ძრავის მოცულობა, საწვავის ტიპი, ტექნიკური პასპორტი, IP მისამართი, რომლის გამოყენებითაც ხორციელდება „ჯიპიაის“ კუთვნილ ვებსაიტზე/აპლიკაციაში შესვლა, მომხმარებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მახასიათებლები.
7.2. პერსონალური მონაცემების დამუშავება გულისხმობს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით პირის პერსონალური მონაცემების შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას.
7.3. პერსონალური მონაცემები ძირითადად მუშავდება „ჯიპიაის“ მიერ მომხმარებლისთვის დაზღვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სერვისის გაწევის დროს, მომხმარებლის განაცხადის განხილვის დროს, სხვადასხვა სახის შინაარსის სახელშეკრულებო ურთიერთობების შესრულების, დასაქმების, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით;
7.4. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით და/ან მონაცემთა დამუშავება საჭიროა „ჯიპიაის“ მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
7.5. თანხმობას მონაცემთა სუბიექტი გამოხატავს ზეპირად, წერილობით, სატელეკომუნიკაციო, ელექტრონული ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული წესით, რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება და გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი.
7.6. კომპანიამ შეიძლება დაამუშავოს მონაცემები მომსახურების საჭიროებიდან გამომდინარე ან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის დახმარებით და მასთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „ჯიპიაის“ მკაცრად დადგენილ სტანდარტებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
8. პირდაპირი მარპეტინგი
8.1. კომპანიის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა სუბიექტის მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ მისი თანხმობის საფუძველზე.
8.2. მონაცემთა სუბიექტის სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით კომპანიის მიერ სხვა მონაცემთა დამუშავება ხდება მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
8.3. კომპანია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის მიღებამდე მომხმარებელს მარტივ და გასაგებ ენაზე აწვდის თანხმობის ნებისმიერ დროს გამოხმობის უფლების და ამ უფლების განხორციელების მექნიზმის/წესის შესახებ ინფორმაციას. “ჯიპიაი“
8.4. “ჯიპიაი“ ვალდებულია უსასყიდლოდ შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება ან/და უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტა გონივრულ ვადაში, მაგრამ მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.
8.5. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემების დამუშავების შეწყვეტაზე უარი თქვას იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება ან დაუკავშირდეს „ჯიპიაის“ შემდეგ ელელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@gpih.ge ან „ჯიპიაის“ მხარდაჭერის სამსახურის ნომერზე: +995 (32) 2 505 111.
9. ვიდეო/აუდიომონიტორინგი
9.1. „ჯიპიაში“ უსაფრთხოების და საკუთრების დაცვის, ასევე მომსახურების ხარისხის კონტროლის უზრუნველსაყოფად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მიმდინარეობს შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელების, სამუშაო ადგილების მონიტორინგი ვიდეოთვალთვალისა _ სისტემის მეშვეობით, ხოლო აუდიო ჩაწერა მიმდინარეობს ჯიპიაისთან სატელეფონო კომუნიკაციისას.
9.2. მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით „ჯიპიაის“ მომსახურების ადგილებში ვიდეოთვალთვალის და აუდიოჩაწერის მიმდინარეობის შესახებ, ასევე, „ჯიპიაისთან“ სატელეფონო კომუნიკაციისას სატელეფონო ზარების ჩაწერის შესახებ მონაცემთა სუბიექტი ინფორმირებულია კანონით გათვალისწინებული ფორმით.
9.3. „ჯიპიაიში“ აუდიომონიტორინგი ხორცილედება მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. აუდიომონიტორინგზე მონაცემთა სუბიექტის ავტომატურ თანხმობად მიიჩნევა სატელეფონო საუბრის გაგრძელება.
9.4. ვიდეოჩანაწერების შენახვა ხდება მყარი დისკის მოცულობის შესაბამისად და არაუმეტეს 6 თვისა. ვიდოჩამწერი მყარი დისკი მუშაობს გადაწერის რეჟიმში და ძველი მონაცემების წაშლა ხდება ახალი მონაცემების გადაწერის გზით.
9.5. ჯიპიაიში ნებისმიერი სატელეფონო ზარის ჩანაწერის შენახვის ვადად განსაზღვრულია არაუმეტეს 5 (ხუთი) წელი, გარდა იმ შემთხვევვებისა, როდესაც მიმდინარე სასამართლო დავისთვის საჭიროა ასეთი ჩანაწერების დადგენილ ვადაზე მეტი ხნით შენახვა.
9.6. ვიდეო/აუდიო ჩანაწერებზე წვდომა აქვთ ორგანიზაციის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, ვისაც აღნიშნული ესაჭიროებათ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად.
10. პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა
10.1. „ჯიპიაიმ“ მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები შესაძლოა მესამე პირებს გადასცეს შემდეგი მიზნებისათვის: მონაცემთა სუბიექტის სრულყოფილი მომსახურებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით „ჯიპიაისთვის“ დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, ასევე სხვა კომპანიებთან, სახელმწიფო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე „ჯიპიაის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის.
10.2. „ჯიპიაიმ“ მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები შესაძლოა მესამე პირებს გადასცეს შემდეგი მიზნებისათვის: მონაცემთა სუბიექტის სრულყოფილი მომსახურებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით „ჯიპიაისთვის“ დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, ასევე სხვა კომპანიებთან, სახელმწიფო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე „ჯიპიაის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის.
10.3. „ჯიპიაის“ მიერ პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემის უფლებამოსილება კომპანიას გააჩნია კანონმდებლობით ან მონაცემთა სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.
10.4. „ჯიპიაის“ მიერ პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემის უფლებამოსილება კომპანიას გააჩნია კანონმდებლობით ან მონაცემთა სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.
11. პერსონალური მონაცემების მესამე პირებისგან მოპოვება
11.1. „ჯიპიაიმ“ მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები შესაძლოა მესამე პირებისგან მოიპოვოს შემდეგი მიზნებისათვის: მონაცემთა სუბიექტის სრულყოფილი მომსახურებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით კომპანიაზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, ასევე სხვა კომპანიებთან, სახელმწიფო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის.
11.2. „ჯიპიაიმ“ მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები შესაძლოა მესამე პირებისგან მოიპოვოს შემდეგი მიზნებისათვის: მონაცემთა სუბიექტის სრულყოფილი მომსახურებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით კომპანიაზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, ასევე სხვა კომპანიებთან, სახელმწიფო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის.
11.3. „ჯიპიაიმ“ მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები შესაძლოა მესამე პირებისგან მოიპოვოს შემდეგი მიზნებისათვის: მონაცემთა სუბიექტის სრულყოფილი მომსახურებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით კომპანიაზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, ასევე სხვა კომპანიებთან, სახელმწიფო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის.
11.4. „ჯიპიაიმ“ მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები შესაძლოა მესამე პირებისგან მოიპოვოს შემდეგი მიზნებისათვის: მონაცემთა სუბიექტის სრულყოფილი მომსახურებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით კომპანიაზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, ასევე სხვა კომპანიებთან, სახელმწიფო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის.
12. მონაცემთა დამუშავება უფლებამოსილი პირის მეშვეობით
წინამდებარე პოლიტიკის პირობებიდან გამომდინარე, „ჯიპიაის“ სახელით მონაცემების დამუშავება შეიძლება ხდებოდეს უფლებამოსილი პირის მიერ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „კომპანიას“ გაფორმებული აქვს უფლებამოსილ პირთან შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმებამდე „ჯიპიაი“ ყოველთვის წინასწარ რწმუნდება მხარის სანდოობაში და ხელშეკრულებით ითვალისწინებს უფლებამოსილი პირის ვალდებულებას, მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების დაცვას კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
13. მონაცემთა უსაფრთხოება
13.1. „ჯიპიაიში“ მიღებულია მონაცემთა დამუშავების შესაძლო და თანამდევი საფრთხეების შესაბამისი ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს კომპანიაში მონაცემთა დაცვას მათი დაკარგვისგან, უკანონო დამუშავებისგან, მათ შორის განადგურებისგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისგან ან გამოყენებისგან.
13.2. „კომპანიაში“ მკაცრად არის დაცული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა. სუბიექტის მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, ვისაც მონაცემების დამუშავება სჭირდებათ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
13.3. „კომპანიაში“ პერსონალური მონაცემების დაცვას, მათი დამუშავების პროცესის წინამდებარე პოლიტიკასთან, კანონმდებლობასთან და კომპანიის შიდა პროცედურებთან შესაბამისობის კონტროლს უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი/პერსონალური მონაცემების დაცვაზე პასუხისმგებელი პირი.
14. მონაცემთა სუბიექტის უფლებები და ვალდებულებები
14.1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოსთხოვოს „ჯიპიაის“ იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მის შესახებ იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;
ბ) მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;
გ) მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია , ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
დ) მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ;
ე) მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
ვ) მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე , თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
ზ) ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი /სავარაუდო შედეგის თაობაზე.
14.2. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.
14.3. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თავად აირჩიოს წინამდებარე პოლიტიკის 12.1. პუნქტით ინფორმაციის მიწოდების ფორმა. ამასთანავე , თუ მონაცემთა სუბიექტი სხვა ფორმით არ მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მას ინფორმაცია მიეწოდება იმავე ფორმით, რომლითაც მოხდა ინფორმაციის მოთხოვნა.
14.4. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
14.5. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, „ჯიპიაის“ მოსთხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან /და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან /და შევსება. ასევე, მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია კომპანიას მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა. კანონით გათვალისწინებულ გარემოებებში მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღისა.
14.6. „ჯიპიაი“ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც შესაძლოა შეეზღუდოს პერსონალურ მონაცემთა დაუყოვნებლივი წაშლის შესაძლებლობა. ზემოხსენებული ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო, სადაზღვევო საქმიანობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობებიდან და სხვა სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე.
15. თანხმობის გამოხმობის უფლება
15.1 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშალოს ან განადგურდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს .
15.2. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თანხმობა გამოიხმოს იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადა ან წინამდებარე პოლიტიკით დადგენილი ფორმით.
15.3. მონაცემთა სუბიექტს თანხმობის გამოხმობამდე უფლება აქვს, „ჯიპიაის“ მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.
16. გასაჩივრების უფლება
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან /და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.
17. საკონტაქტო ინფორმაცია
სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“ მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@gpih.ge, ან/და „ჯიპიაის“ მხარდაჭერის სამსახურის ნომერზე: (+995 32) 2 505 111.
პრეტენზიების მართვის პროცედურა
1. ზოგადი ინფორმაცია:
სს „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი“-ში წარდგენილ პრეტენზიებს განიხილავს და მართავს კომპანიაში არსებული კორპორატიული მმართველობის ორგანო – პრეტენზიების მართვის სამსახური, რომელიც უშუალო დაქვემდებარებაშია გენერალურ დირექტორთან, რაც გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჭრილში, კომპანიის რომელიმე სხვა სამსახურთან.
პრეტენზიების მართვის სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს წინამდებარე პროცედურით, კომპანიის შინაგანაწესით, შიდანორმატიული აქტებით ასევე საქართველოს საკანონმდებლო და კანონმქვემდებარე აქტებით, უფლებამოსილი სახელმწიფო სტრუქტურების გადაწყვეტილებებითა და განკარგულებებით, რომლებიც შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან. პროცედურაში ცვლილებების შეტანა ხდება პრეტენზიების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ინიციატივით ან მასთან შეთანხმებით ნებისმიერი სხვა სამსახურის ხელმძღვანელის წინადადების საფუძველზე.
2. პროცედურის მიზანი:
წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს სს „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი“-ში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების მართვის პროცედურას და წესებს, პრეტენზიების მართვის სამსახურის მიერ. პროცედურა მორგებულია კომპანიაში არსებულ ყველა პროდუქტზე, როგორც სამედიცინო ისე არასამედიცინო მიმართულებით.
3. პროცედურის მონაწილე მხარეები და პასუხისმგებელი პირები:
წინამდებარე დოკუმენტირებულ პროცედურაში მოცემული წესები სავალდებულოა სს „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის, რომელიც კვეთაში არიან მომხმარებლების უკმაყოფილებების მართვის პროცესში განსახორციელებელ ქმედებასთან პროცესის ნებისმიერ ეტაპზე.
4. პროცედურის შესრულების კონტროლი:
პროცედურის შესრულების კონტოლი ხორციელდება დირექტორთა საბჭოს მიერ, შესაბამისი ანგარიშგებების წარდგენის გზით ყოველკვარტლურად. პროცედურის შესრულების კონტროლს ახორციელებს ასევე შიდა აუდიტის სამსახური აუდიტის წლიური გეგმის შესაბამისად.
5. გამოყენებული ტერმინები და განმარტებები:
წინამდებარე პროცესის აღწერაში გამოყენებულია შემდეგი ტერმინები და განმარტებები:
მომხმარებელი – დამზღვევი ფიზიკური/იურიდიული პირი ან სადაზღვევო მომსახურების მიღების განზრახვის მქონე პირი.
პრეტენზია – დაზღვეულის ან დაინტერესებული პირის მიერ მზღვეველის მიმართ წარდგენილი ნებისმიერი განცხადება (წერილობითი ან ზეპირი), რომლითაც იგი გამოხატავს უკმაყოფილებას მზღვეველის ან/და მის მიერ გაწეული სადაზღვევო მომსახურების/სადაზღვევო პროდუქტის მიმართ.
უკმაყოფილება შესაძლოა ეხებოდეს:
- მიღებულ გადაწყვეტილებას ანაზღაურებასთან დაკავშირებით, როდესაც მომხმარებელი გადაწყვეტილებას მიიჩნევდეს უსაფუძვლოდ, გამოთქვამდეს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სადაზღვევო ხელშეკრულებას/პირობებს, თვლის რომ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა მხედველობაში მიღებული არსებითი გარემოებები და მოითხოვს განმეორებით განხილვას;
- მომსახურების მიღების პროცესში წარმოქმილ ხარვეზებს, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება ანაზღაურების გაცემას, არამედ მომსახურების ხარისხს;
- დოკუმენტაციის მიწოდებასთან/მიუწოდებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს;
- სხვა ნებისმიერ პრობლემას, რომელიც არ მოიზრებს ზემოთ ჩამოთვლილს.
უკმაყოფილება – პრეტენზია
კომპანია/მზღვეველი – სს „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი“ კომპანიის სოფტი / კომპანიის ბაზა / მონაცემთა ბაზა / SOFT – სს „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს მონაცემთა აღრიცხვის ერთიანი სისტემა/ბაზა. “პრეტენზიები/თხოვნები“-ს მოდული / “პრეტენზიები/თხოვნები“ – სს „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს სოფტში, მომხმარებლების მხრიდან შემოსული თხოვნების და უკმაყოფილებების აღრიცხვის მოდული, რომელის გამართულ ფუნქციონირებაზე და მასში ცვლილებების შეტანაზე პასუხისმგებელია პრეტენზიების მართვის სამსახური.
6. მომხმარებელთა პრეტენზიების დაფიქსირების წყაროები:
კომპანიაში მომხმარებელთა პრეტენზიების დაფიქსირების სხვადასხვა წყარო არსებობს. კერძოდ უკმაყოფილებების დაფიქსირება შესაძლებელია:
6.1. სატელეფონოდ • მხარდაჭერის ჯგუფთან დაკავშირების გზით (Сlient voice);
6.2. წერილობითი ფორმით; • პრეტენზიის წერილობითი ფორმის შევსება კომპანიის მომსახურების ცენტრებში (თბილისი, რეგიონები) წერილობითი ფორმით უკამყოფილების დაფიქსირება (დანართი#1 – პრეტენზიის ფორმა);
6.3. წერილობით ან ზეპირსიტყვიერად დაფიქსირებული პრეტენზიები • გაყიდვების თანამშრომლებთან • იურიდიული პირების მომსახურების მენეჯერებთან • მომსახურების ცენტრებში დაზღვეულთა მომსახურების მენეჯერებთან ზეპირსიტყვიერად დაფიქსირებული პრეტენზიები;
6.4. პრეტენზიების მართვის სამსახურის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე ელექტრონული წერილის გამოგზავნის გზით მეილზე Quality@gpih.ge;
6.5. კომპანიის ოფიციალურ ვებ -გვერდზე პრეტენზიების ელექტრონულად დაფიქსირება – Mygpi.ge;
6.6. კლიენტის ხმის ყუთების საშუალებით პრეტენზიის დაფიქსირება;
6.7. კომპანიის ოფიციალურ Facebook გვერდზე მომართვა. შენიშვნა: იმ შემთხვევებში როდესაც დაზღვეული ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას და არ გამოთქვამს სურვილს საკითხის განმეორებით განხილვისა და გამონაკლისის დაშვების შესახებ, განცხადების დაწერის ინიცირება არ უნდა მოხდეს მომსახურე მენეჯერის მიერ. გარდა მომხმარებლის მოთხოვნისა, დაზღვეულისთვის დაფინანსების ან ანაზღაურების თაობაზე განცხადების დაწერის ინიცირება/შეთავაზება თანამშრომლის მხრიდან ხდება შემდეგ შემთხვევაში:
- როდესაც დაზღვეულს ან დაინტერესებულ პირს ნათლად და ამომწურავად განემარტებათ ანაზღაურებაზე/დაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველი (ნებისმიერი უარი უნდა დაფიქსირდეს პროგრამულად), თუმცა მიღებული პასუხის მიუხედავად დაზღვეული ან დაინტერესებული პირი გამოთქვამს სურვილს მისი შემთხვევის განხილვა მოხდეს ინდივიდუალურად, მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით ზემდგომი ინსტანციების მიერ, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის გასაგებია მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი, ეთანხმება გადაწყვეტილების შესაბამისობას ხელშეკრულებასთან, თუმცა ითხოვს გამონაკლისის დაშვებას;
- დაზღვეული ან დაინტერესებული პირი გამოთქვამს უკმაყოფილებას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიჩნევს უსაფუძვლოდ, გამოთქვამს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სადაზღვევო ხელშეკრულებას/პირობებს, თვლის რომ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა მხედველობაში მიღებული არსებითი გარემოებები და მოითხოვს მის განმეორებით განხილვას.
7. მომხმარებელთა პრეტენზიების აღრიცხვის წესები:
კომპანიაში მომხმარებელთა მიერ ნებისმიერი წყაროებიდან დაფიქსირებული პრეტენზიები აღირიცხება კომპანიის მონაცემთა აღრიცხვის ერთიან სისტემაში (Soft), პრეტენზიების მართვის სამსახურის შესაბამის მოდულში – “პრეტენზიები/თხოვნები“. პრეტენზიის რეგისტრაციის, შესწავლის და დახურვის ეტაპებზე აღრიცხვას ექვემდებარება შემდეგი მონაცემები:
7.1. პრეტენზიის საიდენტიფიკაციო ნომერი თითეულ დარეგისტრირებულ პრეტენზიას ენიჭება შესაბამისი უნიკალური ნომერი მონაცემთა ბაზაში (Soft) ავტომატური მინიჭების გზით.
7.2. პრეტენზიის მიღების თარიღი მიუხედავად პრეტენზიის ბაზაში აღრიცხვის თარიღისა, თითეულ დარეგისტრირებულ პრეტენზიას ეთითება კომპანიაში პრეტენზიის ფაქტობრივად ჩაბარების/შემოსვლის თარიღი.
7.3. თითეულ პრეტენზიას შესაბამის ველებში ეთითება:
• პოლისის ნომერი;
• დამზღვევი;
• დაზღვეული;
• შემოსვლის წყარო (ამავე პროცედურის შესაბამისად: ლინკი);
• პროდუქტი;
• განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია;
• პრეტენზიის განხილვაზე პასუხისმგებელი პირი;
• განხორციელებული ქმედება; •პრეტენზიების მართვის სამსახურის დასკვნა; • საბოლოო გადაწყვეტილება;
• საბოლოო გადაწყვეტ. გაცნობის თარიღი;
• პრეტენზიის კატეგორია:
კატეგორია 1 – განცხადება უკავშირდება სადაზღვევო ანაზღაურების თაობაზე მზღვეველის გადაწყვეტილებას და მოთხოვნილია მისი სრულად ან ნაწილობრივ ცვლილება, შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა ან/და სხვა მიზნით გადახედვა;
კატეგორია 2 – განცხადება უკავშირდება სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში/მისი დასრულების შემდგომ, მომსახურებასთან დაკავშირებული ხარვეზის აღმოფხვრასა ან/და სხვა მასთან დაკავშირებულ საკითხთან მიმართებით უკმაყოფილებას, მათ შორის, უკმაყოფილება ცხელი ხაზის საქმიანობასთან, მზღვეველის თანამშრომლის/ წარმომადგენლის საქმიანობასა ან/და მის მიერ გაწეულ კონსულტაციასთან დაკავშირებით და სხვა;
კატეგორია 3 – განცხადება უკავშირდება მოთხოვნას ინფორმაციის/ დოკუმენტაციის მიწოდებასთან/მიუწოდებლობასთან დაკავშირებით;
კატეგორია 4 – განცხადება უკავშირდება ნებისმიერ სხვა სახელშეკრულებო მოთხოვნას (გარდა 1, 2 და 3 კატოგორიით გათვალისწინებული შემთხვევებისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე პირველადი მოთხოვნისა).
გადაწყვეტილების ტიპი/განხილვის სტატუსი:
(ა) დაკმაყოფილდა სრულად/პრეტენზია საფუძვლიანია. განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად და მომხმარებლის პრეტენზია დაკმაყოფილდა / მიღებულია გადაწყვეტილება დაკმაყოფილების შესახებ;
(ბ) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ / პრეტენზია ნაწილობრივ საფუძვლიანია. განხილვა დასრულებულია, პრეტენზია ნაწილობრივ მიჩნეულია საფუძვლიანად და მომხმარებლის პრეტენზია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ/მიღებულია გადაწყვეტილება ნაწილობრივი დაკმაყოფილების შესახებ;
(გ) არ დაკმაყოფილდა/პრეტენზია უსაფუძვლოა. განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია უსაფუძვლოდ და მომხმარებლის პრეტენზია არ დაკმაყოფილდა/მიღებულია გადაწყვეტილება დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
(დ) პრეტენზიის განხილვა არ დასრულებულა.
(ე) პრეტენზია საფუძვლიანია/საჭიროა დამატებითი ღონისძიებები პრეტენზიის დაკმაყოფილებისთვის განხილვა დასრულებულია, პრეტენზია (რომელიც არ უკავშირდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემას) მიჩნეულია საფუძვლიანად, მაგრამ საჭიროა დამატებითი ღონისძიებების გატარება მომხმარებლის პრეტენზიის დაკმაყოფილებისათვის.
7.4. შემოსული წერილობითი პრეტენზიების დაარქივება კომპანიის სოფტში
• წერილობითი და პრეტენზიების მართვის სამსახურის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე შემოსული ინფორმაცია არქივდება კომპანიის ბაზაში, მიმაგრებული დოკუმენტების ველში.
• შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ ერთი მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ერთი პრეტენზია ეხება რამდენიმე კატეგორიას პრეტენზია რეგისტრირდება დამოუკიდებლად.
• პრეტენზიების სოფტში პირველად რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირები განსაზღვრულია ამავე პროცედურაში პრეტენზიის შემოსვლის წყაროების შესაბამისად.
• აღნიშნულ მოდულში პრეტენზიების გარდა აღირიცხება მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული თხოვნები, კმაყოფილება და რეკომენდაციები, მონაცემების შემდგომი ანალიზის და პრეტენზიების პრევენციის მიზნით.
• პრეტენზიების პროგრამულ დახურვაზე/საბოლოო ავტორიზებაზე პასუხისმგებელი პირია პრეტენზიების მართვის სამსახურის უფროსი.
8. შემოსული განაცხადების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირები სხვადასხვა წყაროდან შემოსულ პრეტენზიებს კომაპნიის სოფტში აღრიცხავენ შესაბამისი პასუხისმგებელი პირები:
8.1. სატელეფონოდ / მხარდაჭერის ჯგუფში დაფიქსირებული პრეტენზიები. მხარდაჭერის სამსახურში დაფიქსირებული უკმაყოფილებები აღირიცხება მხარდაჭერის მენეჯერების მიერ კომპანიის სოფტში „პრეტენზიები/თხოვნები“ მოდულში.
8.2. წერილობითი ფორმით დაფიქსირებული პრეტენზიები.
• მომსახურების ცენტრებში მომხმარებლის მიერ ოფის მენეჯერებთან შევსებული წერილობით საპრეტენზიო განცხადებების გატარება ხდება კანცელარიაში და იმავე სამუშაო დღეს ეგზავნება პრეტენზიების მართვის სამსახურის ჯგუფურ მეილზე quality@gpih.ge; პრეტენზიების მართვის მენეჯერს ევალება უკმაყოფილების კოპანიის სოფტში აღრიცხვა იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს, წერილის შემოსვლის თარიღით და შემოსული წერილის დაარქივება კომპანიის ბაზაში (Soft). მომსახურების ცენტრებში მომხმარებლის მიერ არასამედიცინო ზარალების მენეჯერებთან დაფიქსირებული წერილობითი პრეტენზიების გატარება ხდება კანცელაციაში და იმავე სამუშაო დღეს ეგზავნება პრეტენზიების მართვის სამსახურს ჯგუფურ მეილზე quality@gpih.ge; ამავე არასამედიცინო ზარალების მართვის მენეჯერებს ევალებათ უკმაყოფილების კოპანიის სოფტში აღრიცხვა იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს, წერილის შემოსვლის თარიღით და შემოსული წერილის დაარქივება კომპანიის ბაზაში (Soft).
8.3. კომპანიის თანამშრომლებთან წერილობით ან ზეპირსიტყვიერად დაფიქსირებული პრეტენზიები.
8.3.1. გაყიდვების თანამშრომლებთან ან იურიდიული პირების მომსახურების მენეჯერებთან დაფიქსირებული პრეტენზიები. გაყიდვების თანამშრომლებთან / იურიდიული პირების მომსახურების მენეჯერთან მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებული უკმაყოფილების შემდეგ, თუ გაყიდვების თანამშრომელი / იურიდიული პირების მომსახურების მენეჯერი ვერ ახერხებ პრობლემის დამოუკიდებლად, მისი ხელმძღვანელის ან სხვა სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით მოგვარებას, იგი იმავე სამუშაო დღეს უგზავნის პრეტენზიების მართვის სამსახურს ჯგუფურ მეილზე quality@gpih.ge. პრეტენზიების მართვის სამსახურის შესაბამის პასუხისმგებელ მენეჯერს ევალება უკმაყოფილების კოპანიის სოფტში აღრიცხვა იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს, წერილის შემოსვლის თარიღით და შემოსული წერილის დაარქივება კომპანიის ბაზაში (Soft).
8.3.2. სერვის ცენტრის თანამშრომლებთან ზეპირსიტყვიერად დაფიქსირებული პრეტენზიები. სერვის ცენტრის მომსახურების მენეჯერებთან მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებული უკმაყოფილების შემდეგ, თუ ისინი ვერ ახერხებენ პრობლემის დამოუკიდებლად ან მათი ხელმძღვანელის ჩართულობით მოგვარებას, ისინი კოპანიის სოფტში მაშინვე აღრიცხავენ ამ უკმაყოფილებას და ანიჭებს შესაბამის სტატუსს (პრეტენზია).
8.4. პრეტენზიების მართვის სამსახურის ელ.ფოსტაზე quality@gpih.ge შემოსული პრეტენზიები. მომხმარებლების საშუალება აქვთ თავისი უკმაყოფილებები დააფიქსირონ პრეტენზიების მართვის სამსახურის ჯგუფურ მეილზე quality@gpih.ge პრეტენზიების მართვის სამსახურის შესაბამის პასუხისმგებელ მენეჯერს ევალება უკმაყოფილების კოპანიის სოფტში აღრიცხვა იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს, წერილის შემოსვლის თარიღით და შემოსული წერილის დაარქივება კომპანიის ბაზაში (Soft).
8.5. კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე პრეტენზიების ელექტრონულად დაფიქსირება – Mygpi.ge; მომხმარებლების საშუალება აქვთ თავისი უკმაყოფილებები დააფიქსირონ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე, თავიანთ პირად კაბინეტში პრეტენზიების მოდულში. აღნიშნული პრეტენზიები ასევე თავსი იყრის კომპანიის საერთო ბაზაში (Soft), რასაც უზრუნველყოფს სამსახურის შესაბამისი პასუხისმგებელი მენეჯერი.
8.6. კომპანიის ოფიციალურ Facebook გვერდზე პრეტენზიის დაფიქსირება. მომხმარებლებს საშუალება აქვთ თავიანთი უკმაყოფილება გამოხატონ კომპანიის ოფიციალურ Facebook გვერდის მესენჯერში მოწერის გზით, მარკეტინგის სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას პრეტენზიების მართვის სამსახურისთვის. პრეტენზიების მართვის სამსახურის შესაბამის პასუხისმგებელ მენეჯერს ევალება უკმაყოფილების კოპანიის სოფტში აღრიცხვა იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს, წერილის შემოსვლის თარიღით და შემოსული წერილის დაარქივება კომპანიის ბაზაში (Soft).
8.7. კლიენტის ხმის ყუთების საშუალებით პრეტენზიის დაფიქსირება. მომხმარებლებს სურვილის შესაბამისად საშუალება აქვთ დააფიქსირონ თავიანთი აზრი, ზოგადი შენიშვნები და რეკომენდაციები კლიენტის ხმის ყუთებში, რომლებიც განთავსებულია კომპანიის მომსახურების ცენტრებში და ბაზისურ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებში (მზღვეველის მიერ შერჩეულ ადგილებში). შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელების მხრიდან თვეში ერთელ ხდება ყუთების შემოწმება და მათში დაფიქსირებული განაცხადების მიწოდება პრეტენზიების მართვის სამსახურისთვის აღრიცხვის და შემდგომი შესწავლის მიზნით. შენიშვნა: კლიენტების ხმის ყუთი მომხმარებლების მხრიდან უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება რეკომენდაციების დასაფიქსირებლად.
9. პრეტენზიების განხილვის წესები, ეტაპები და პასუხის მიწოდების წესი და ვადები:
9.1. პრეტენზიების განხილვის წესები და ეტაპები პრეტენზიების მართვის სამსახური ახორციელებს შემოსული პრეტენზიების შესწავლას და ვალდებულია წარმოადგინოს დამოუკიდებელი დასკვნა, რისთვისაც უნდა მოიძიოს ყველა საჭირო დოკუმენტი (სამედიცინო დოკუმენტაცია, ზარის ჩანაწერები, სერვისის მიმწოდებლის/პროვაიდერების განმარტება და ა.შ.).
9.1.1. კლიენტის ან დაინტერესებული პირის მიერ შევსებული განცხადების პროგრამულად აღრიცხვის შემდეგ 2 სამუშაო დღის ვადაში იწყება პრეტენზიების მართვის სამსახურის მიერ შემოსული პრეტენზიის შესწავლა.
9.1.2. პრეტენზიების მართვის სამსახური ეცნობა საკითხთან დაკავშირებულ დეტალებს, აზუსტებს კონტრაქტის პირობებთან მიმართებაში რამდენად სამართლიანად მოხდა საკითხის გადაწყვეტა, საჭიროების შემთხვევაში ამავე ვადაში უკავშირდება მომხმარებელს და აზუსტებს უკმაყოფილების მიზეზებს.
9.1.3. საჭიროების შემთხვევაში პრეტენზიების მართვის მენეჯერი ელ.ფოსტის საშუალებით უკავშირდება პირველადი გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ მენეჯერს, შესაბამისი დეპარტამენტის უფროსს, რომლებიც ვალდებულები არიან 1 სამუშაო დღის ვადაში ელ.ფოსტაზე პასუხის საშუალებით დააფიქსირონ საკუთარი, ერთობლივი არგუმენტირებული პოზიცია და განმარტება დაფიქსირებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით;
9.1.4. პრეტენზიების მართვის სამსახური ვალდებულია არსებულ გარემოებებზე დაყრდნობით წარმოადგინოს დასკვნა 1 სამუშაო დღის ვადაში და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია:
• იმ შემთხვევაში თუ პრეტენზიის შესწავლისას არ გამოვლინდა შეუსაბამობა და პრეტენზიების მართვის სამსახური მიიჩნევს, რომ პრეტენზია უსაფუძვლოა, შემოსვლის წყაროს შესაბამისად აწვდის მომხმარებელს არგუმენტირებულ და დასაბუთებულ პასუხს არსებული გადაწყვეტილების შესახებ.
• იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა შეუსაბამობები, პრეტენზიების მართვის სამსახური მიიჩნევს, რომ დარღვეულია ხელშეკრულების პირობები, დაშვებულია შეცდომა ან მომხმარებელმა ვერ მიიღო სათანადო მომსახურება, აღნიშნულის შესახებ აწვდის ინფორმაციას შესაბამისი დეპარტამენტის უფროსს იმ შემთხვევაში თუ დეპარტემნტის უფროსი იზიარებს პრეეტენზიების მართვის სამსახურის პოზიციას, ხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და მომხმარებლისთვის განახლებული გადაწყვეტილების გაცნობა.
იმ შემთხვევაში თუ დეპარტემნტის უფროსი არ იზიარებს პრეტენზიების მართვის სამსახურის პოზიციას, ინიშნება შეხვედრა, რომელსაც ესწრებიან შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელები. შეხვედრის ორგანიზებაზე პასუხისმგებელია პრეტენზიების მართვის სამსახური, შეხვედრაზე დამსწრე სამსახურები მსჯელობენ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე; შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება ოქმის სახით გაეგზავნება ყველა ჩართულ მხარეს; იმ შემთხვევაში თუ პრეტენზიების მართვის სამსახური შეხვედრის შემდეგ კვლავ არ იზიარებს შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებას საკითხი განსახილველად გადის შესაბამისი მიმართულების დირექტორთან ან გენერალურ დირექტორთან, სადაც ხდება გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საბოლოოა.
9.1.5. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ხორციელდება მომხმარებლისთვის განახლებული გადაწყვეტილების გაცნობა. წერილობითი პასუხის საჭიროების შემთხვევაში 1 სამუშაო დღის ვადაში მზადდება წერილი პრეტენზიების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც ეგზავნება შესაბამისი მიმართულების დირექტორს საჭირობის შემთხვევაში და მისი დასტურის შემდეგ წერილი ხელმოწერით დასტურდება პრეტენზიების მართვის სამსახურის უფროსის მიერ.
9.1.6. იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილების გასაცნობად ან/და დეტალების დასაზუსტებლად ვერ ხერხდება დაზღვეულთან დაკავშირება, შემთხვევის შესწავლა ხდება შესაძლებლობის ფარგლებში (ინფორმაციის არსებობისას) ან/და იხურება პრეტენზიების მართვის სამსახურის მიერ;
9.1.7. პრეტენზიების მართვის სამსახური უფლებამოსილია შემთხვევა ჩათვალოს ამოწურულად იმ შემთხვევაში თუ დაზღვეული თავს აარიდებს პრეტენზიის განსახილველად და დასარეგულირებლად საჭირო ქმედებებს.
9.1.8. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის მიერ მხარდაჭერის სამსახურში პრეტენზიის დაფიქსირება მოხდა ვინაობის მითითების გარეშე (მითითებულია მხოლოდ სახელი ან არ ფიქსირდება არანაირი მონაცემი), პრეტენზიების მართვის სამსახური ტელეფონის ნომრით ახდენს მომხმარებლის იდენტიფიცირებას და მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც იმ შემთხვევაში როდესაც მომხმარებლის ვინაობა გაცხადებულია; შენიშვნა: გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევა როდესაც მომხმარებლის მოთხოვნაა შენიშვნის დაფიქსირება მოხდეს ანონიმურად და მასთან არ განხორციელდეს დამატებითი კონტაქტი;
9.2. მომხმარებლისთვის პასუხის მიწოდების ვადები
9.2.1. პრეტენზიების განსახილველად და დასარეგულირებლად (რაც გულისხმობს დაზღვეულისთვის საბოლოო გადაწყვეტილების/მოკვლევის შედეგების წერილობით ან/და ზეპირად გაცნობას) ჯამური ვადა განისაზღვრება განისაზღვრება 15 დღიდან 30 კალენდარულ დღემდე (არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა)
9.2.2. „9.2.1.“ პუნქტში წარმოდგენილი ვადა არის მაქსიმალური თუმცა კონკრეტული შემთხვევების ტიპებიდან გამომდინარე ის შეიძლება იყოს ნაკლები;
შენიშვნა: არსებობს ისეთი მწვავე უკმაყოფილებები რომლებზეც პრეტენზიების მართვის სამსახური ახდენს სწრაფ რეაგირებას (2 სამუშაო დღის ვადაში უკავშირდება მომხმარებელს და ახდენს მედიაციას), კერძოდ: პროვაიდერი ოჯახის ექიმების კლინიკებში რიგებითა და სერვისით უკმაყოფილება, სასწრაფო დახმარების ბრიგადით უკმაყოფილება მომსახურების მიმწოდებელი ავტოსერვის ცენტრების მომსახურებით უკმაყოფილება.
9.2.3. „9.2.1.“ პუნქტში წარმოდგენილი ვადა არის მაქსიმალური თუმცა კონკრეტული შემთხვევების ტიპებიდან გამომდინარე ის შეიძლება აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. ვადა შეიძლება აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს იმ შემთხვევაში თუ:
• არ არსებობს პრეტენზიის განსახილველად საკმარისი მასალა და მისი მოწოდება უნდა მოხდეს ან უშუალოდ დაზღვეულის მხრიდან ან მომსახურების მიმწოდებლის მიერ (რაც შეიძლება აღემატებოდეს ჯამში (ათვლა იწყება პრეტენზიის გაცხადების დღის შემდგომი სამუშაო დღიდან) 30 კალენდარულ დღეს);
• ვერ ხერხდება დაზღვეულთან დაკავშირება, რის გამოც ვერ იწყება საკითხის განხილვა;
• ვერ ხერხდება დაზღვეულთან დაკავშირება იმისთვის, რომ ეცნობოს საბოლოო გადაწყვეტილება
• ვერ ხერხდება წერილობითი პასუხის ჩაბარება მისამართზე არ ყოფნის ან არაზუსტი/არასრული მისამართის გამო; წერილის დაბრუნების შემდეგ ხორციელდება მისამართის ან საკონტაქტო ინფორმაციის დაზუსტება (პროგრამაში არსებული მონაცემები, წერილში მითითებული მონაცემები, საკონტაქტო ნომრის არსებობის შემთხვევაში დარეკვა და მისამართის დაზუსტება). თუმცა ესეთ შემთხვევაში პრეტენზიის დახურვა ხდება წერილობის გატარების თარიღით გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია დაზღვეულის ჩართულობით დამატებითი ქმედებების განხორციელება, როგორიც შეიძლება იყოს – დაზღვეულის განმეორებით კონსულტირება, დამატებითი კვლევების ჩატარება და ა.შ.
9.2.3.1. ყველა შემთხვევაში, როდესაც პრეტენზიის განხილვისა და დარეგულირების/საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობის ვადა აღემატება 30 კალენდარულ დღეს, პრეტენზიების მართვის სამსახურის მიერ ხდება დაზღვეულთან დაკავშირება და ინფორმაციის მიწოდება პრეტენზიის განხილვის სტატუსთან, დროში გახანგრძლივებასთან და მისი დარეგულირების სავარაუდო ვადასთან დაკავშირებით;
9.2.3.2. ყველა შემთხვევაში, როდესაც პრეტენზიის განხილვისა და დარეგულირების/საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობის ვადა აღემატება 30 კალენდარულ დღეს და შემთხვევის დაფიქსირება მოხდა გაყიდვების ან/და სერვის მენეჯერთან წერილობითი ან/და ზეპირი განაცხადის გზით, პრეტენზიების მართვის სამსახური ვალდებულია აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის თანამშრომელს (ანუ ვის მიერაც მოხდა შემთხვევის დაფიქსირება); ამასთან, პრეტენზიების მართვის სამსახური არ არის ვალდებული შემთხვევის შესწავლისა და დარეგულირების პერიოდში აწარმოოს რეპორტინგი შემთხვევის შესწავლის ეტაპების შესახებ ამავე თანამშრომელთან;
9.3. მომხმარებლისთვის პასუხის მიწოდების წესი მომხმარებლებისთვის შემოსულ პრეტენზიებზე პასუხის მიწოდება ხორციელდება შემოსვლის წყაროს იდენტურად ან მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული მოთხოვნის შესაბამისად (სატელეფონოდ, წერილობით, ელ.ფოსტაზე, Mygpi.ge – ს პრეტენზიების მოდულში პასუხის გაცემის გზით). მომხმარებლებს საშუალება აქვთ შემოსვლის წყაროს მიუხედავად მოითხოვონ ოფიციალური წერილობითი პასუხი.
10. ანგარიშგება
პრეტენზიების მართვის სამსახურის მიერ ხორციელდება შემოსული პრეტენზიების ანალიზი (ვადები, პრეტენზიების კატეგორიები, პრეტენზიების ქვეკატეგორიები და სხვა), ანგარიშგების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისთვის ყოველკვარტლურად.
შენიშვნა: მენეჯმენტის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ანგარიშგების წარდგენის პერიოდი იყოს უფრო მცირე.
ანგარიშგება ასევე წარედგინება სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქცია”-ს შესაბამისად ყოველი თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა მეილზე сp@insurance.gov.ge.
11. პროცედურის აღწერის დანართები
პროცესს თან ერთვის საპრეტენზიო განაცხადის ფორმა.
• დანართი # 1 საპრეტენზიო განაცხადის ფორმა

