სოციალური პასუხისმგებლობა

ვქმნით საიმედო და მდგრად მომავალს ჩვენი პარტნიორების, თანამშრომლებისა და დაზღვეულებისთვის

ჩვენი CR პოლიტიკა

ჯიპიაი ჰოლდინგისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს საიმედო და მდგრადი მომავლის შექმნას –  ჩვენი პარტნიორებისთვის, თანამშრომლებისთვის და დაზღვეულებისთვის.

ჩვენ გვჯერა, რომ დაზღვევა მხოლოდ ფინანსური დაცვის ინსტრუმენტი არ არის,  ეს არის ეკონომიკური და სოციალური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. ეკონომიკური განვითარება კი  შეუძლებელია ჯანმრთელი სოციალური და ეკოლოგიური გარემოს გარეშე.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ წინდახედული მენეჯმენტითა და მდგრადი ზრდით გავაკეთოთ მეტი გარემოსა და საზოგადოების სასარგებლოდ, ვიდრე ამას კანონი გვავალდებულებს  და ყოველთვის ვიმოქმედოთ გრძელვადიანი ხედვით. ვცდილობთ, შევქმნათ ღირებულება დღეს ისე, რომ არ დავაზიანოთ მომავლის  შესაძლებლობები.

2017 წლიდან „ჯიპიაი ჰოლდინგი“ არის გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) წევრი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საქმიანობა ემყარება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული გლობალურ და ადგილობრივ ინიციატივებში, რომლებიც ხელს უწყობს პასუხისმგებელი ბიზნესის კულტურის გაძლიერებას.

გვსურს, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგი“ იყოს პასუხისმგებელი ბიზნესის მაგალითი საქართველოში –  ორგანიზაცია, რომელიც ქმნის რეალურ ღირებულებას ადამიანებისთვის, საზოგადოებისა და ქვეყნისთვის.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია , ჩენი საზოგადების რაც შეიძ₾ება მეტ წევრს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის დავცის სერვისებსა და პროდუქტებზე. ჩვენი კომპანია ყოველწლიურად ქმნის და უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის, დაავადებების პრევენციის, მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კულტურის განვითარებას. ვახორციელებთ პროგრამებს, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს უმარტივებენ ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროპის მასშტაბით, აწვდიან ინფორმაციას, ხელს უწყობენ პრევენციულ ქცევებს და ზრდიან საზოგადოების ცნობიერებას ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე.

გარემოზე პასუხისმგებლობა

ვქმნით ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც უკეთ პასუხობენ ადამიანების საჭიროებებს და რეალურად აუმჯობესებენ მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. ამით ვზღუდავთ ეკოლოგიურ ზეგავლენას - ვამცირებთ ქაღალდის მოხმარებას, ხელს ვუწყობთ ელექტრონულ კომუნიკაციასა და მწვანე ოფისის კულტურას. ვიღებთ ვალდებულებას, რომ ყველა ჩვენი პროცესი იყოს გარემოსადმი მეგობრული და მდგრადი.

საზოგადოებაზე ზრუნვა

მხარს ვუჭერთ სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც ზრდიან საზოგადოებრივ ცნობიერებას. ვეხმარებით ქართველ მწერლებს და ხელოვნებს მსოფლიოს მასშტბით გამოფენებში მონაწილეობასა და წიგნების გამოცემაში. ვთანამშრომლობთ არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორთან საერთო მიზნების მისაღწევად. ვეხმარებით მოწყვლად ჯგუფებსა და კრიზისის დროს დაზარალებულ საზოგადოებებს.

თანამშრომელთა კეთილდღეობა

ჩვენთვის თანამშრომელი კომპანიის მთავარი ღირებულება. გვჯერა, რომ კმაყოფილი და ბედნიერი თანამშრომელი ქმნს წარმატებულ კომპანიას. ამიტომ ვდილობთ შევქმნათ ადამიანზე ორიენტირებული ინკლუზიური, თანასწორი და უსაფრთხო სამუშაო გარემო. დასაქმებულებს ვთავაზობთ სამოტავივაციო მარათონებსა და პროგრამებს , რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ თანამშრომელს განვითარდეს, გაზარდოს ცოდნა, შემოსავალი და მიაღწიოს საკუთარ მიზნებს.

ქალთა გაძლიერება

ვიღებთ ვალდებულებას, ხელი შევუწყოთ ქალთა თანასწორ მონაწილეობასა და ლიდერობას ბიზნესსა და საზოგადოებაში. ვცდილობთ, ქალებისთვის შევქმნათ მეტი შესაძლებლობა კარიერული წინსვლისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის.

ეთიკური ბიზნეს პრაქტიკა

ჯიპიაი ჰოლდინგისთვის“ ეთიკური ბიზნეს პრაქტიკა ნიშნავს საქმიანობას გამჭვირვალობის, პატიოსნების და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით. ჩვენ გვჯერა, რომ გრძელვადიანი წარმატება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება ეთიკას, პასუხისმგებლობას და ადამიანების პატივისცემას. ვზრუნავთ, რომ ჩვენი საქმიანობა იყოს ღია, სამართლიანი და კანონთან სრულ შესაბამისობაში - როგორც შიდა პროცესებში, ისე მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობაში. ჩვენი თანამშრომლები ხელმძღვანელობენ ეთიკის კოდექსით, რომელიც მოიცავს ზუსტად განსაზღვრულ სტანდარტებს პროფესიული ქცევის, თანასწორობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით.

დასაქმების ფორუმი

მასშტაბური დასაქმების პროგრამა მთელს საქართველოში

უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად და ქალთა როლის გასაძლიერებლად 2016­-2017 წლებში ჯიპიაი ჰოლდინგმა განახორციელა მასშტაბური დასაქმების პროექტი, რომელმაც დასაქმების და კარიერული ზრდის საშუალება, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 580 საშუალო და მაღალი ასაკის, სხვადასხვა გამოცდილების და სოციალური სტატუსის ადამიანს მისცა.

დასაქმების პროგრამა მოიცავდა რამდენიმე ეტაპიან შერჩევას, მოთხოვნები იყო მინიმალური და ძირითადი აქცენტი კეთდებოდა კანდიდატების მოტივაციაზე. არ ვითხოვდით განათლებას და გამოცდილებას, არ იყო შეზღუდული კანდიდატების ასაკი. პროექტი ითვალისწინებდა გადამზადების 6 თვიან პროგრამას, რომელიც ანაზღაურებადი იყო. გადამზადების პროგრამა შემუშავდა სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიერ კომპანიის შიგნით და ორიენტირებული იყო კანდიდატების ზოგადი ტექნიკური უნარების და კონკრეტული კომპეტენციების განვითარებაზე.


2016-­2017 წ.წ. დასაქმების პროგრამას 7,000­ზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა. ყველა წარმატებულ კანდიდატს მიეცა საშუალება, მოესინჯა გადამზადების პირველი ეტაპი. ჯამში გადამზადება გაიარა 800­მა ადამიანმა. პროგრამის შედეგად 578 ადამიანი დავასაქმეთ. მათი 89% ქალია, 81% კი 25 წელზე მეტის. დღეს მათი უმეტესობა წარმატებულად აგრძელებს კარიერას ჩვენს კომპანიაში.

 
“ჯიპიაი ჰოლდინგი” ქალთა გაძლიერების კუთხით განხორციელებული მასშტაბური დასაქმების პროექტისთვის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” მიერ დაწესებული სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.კომპანიამ „გიუნტერ გეირგის“ სახელობის საპატიო ჯილდო მიიღო. დასაქმების მასშტაბურმა პროექტმა „ათწლეულის გამოწვევის ფონდის“ კონკურსშიც „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გაიმარჯვა და სპეციალური ჯილდო მიიღო.

მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდამჭერი პროგრამა

სპეციალური შეთავაზება ბიზნესის დაზღვევაზე

2017 წელს, „ბავშვთა სამყაროს“ ხანძარის შემდეგ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ინიციატივით შემუშავდა სოციალური პროექტი, რომელიც ორიენტირებული იყო მოწყვლადი ჯგუფების – მცირე და საშუალო მეწარმეების- განვითარების ხელშეწყობაზე.


პროექტის მიზანი იყო, ზოგადად, დაზღვევის, როგორც ფინანსური თავდაცვის მექანიზმის პოპულარიზება და მეწარმეთა ჩართვა სადაზღვევო სისტემაში. კომპანიამ, პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებს ბიზნესის რისკების დაზღვევის პოლისზე სპეციალური , 50%-იანი ფასდაკლება დააწესა, რითაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის საქმიანობის დაცვა.


მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართვა სადაზღვეო სისტემაში აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და გაჯანსაღებისთვის.ბავშვთა სამყაროს ხანძარმა ნათლად დაგვანახა დაზღვევის აუცილებლობა. გაუთვალისწინებელ შემთხვევებს, არათუ პატარა საწარმომ, არამედ დიდმა ორგანიზაციამაც შეიძლება ვერ გაართვას თავი ფინანსური კუთხით და უბრალოდ, გაჩერდეს ეს კი ეკონომიკისათვის მძიმე დარტყმაა.


პროექტის ფარგლებში, შეიქმნა მობილური  ჯგუფები, რომლებიც ქალაქის მასშტაბით თითქმის  ყველა ლოკაციაზე უშუალოდ ხვდებოდნენ  მეწარმეებს, აწვდიდნენ ინფორმაციას მათი  საქმიანობის პოტენციური  რისკების შესახებ და  სურვილის შემთხვევაში, ადგილზევე აზღვევდნენ ბიზნეს ობიექტს. 

  • პროექტით  ასობით მეწარმემ  ისარგებლა. მეწარმეებისათვის ანაზღაურებული ზარალი კი ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.
  •  მნიშვნელოვნადაა შეცვლილი  მიდგომა დაზღვევის მიმართ, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ პოლისის განახლების  მაჩვენებელი 1 წლის შემდეგ თითქმის  100%­- ანი იყო. 

პროტესტი სამოგზაურო დაზღვევით!

ანტისაოკუპაციო კამპანია

აგვისტოს ომის 10 წლის თავს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ანტიოკუპაციური კამპანიით გამოეხმაურა. 8 აგვისტოს, საიტზე www.mygpi.ge სამოგზაურო დაზღვევის შეძენის ველში გაჩნდა მოსანიშნი გრაფა წარწერით „ვადასტურებ, რომ რუსეთი ოკუპანტია და მზად ვარ, ამის შესახებ მსოფლიოს გავაგებინო“, მათ ვინც გრაფა მონიშნა ჯიპიაისგან საჩუქრად ჯოვანი მორას პასპორტის ჩასადები ერგო, ანტიოკუპაციური მესიჯით.


“დღეს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა, ჩვენი ქვეყნის 20% კვლავ რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ მესიჯის გავრცელებაში ჩვენც დაგეხმაროთ, რადგან გვჯერა – ერთად გაცილებით მეტს შევძლებთ. ამიერიდან, ყოველთვის როცა უცხო ქვეყნის გადაკვეთისას მესაზღვრეს პასპორტს მიაწვდი, შენი საპასპორტე სათქმელს შენ მაგივრად იტყვის. ოკუპაციასთან ბრძოლა ინფორმაცის გავრცელებითაცაა შესაძლებელი!“ – მივმართავდით მომხმარებელს.


ანტიოკუპაციურმა კამპანიამ Ad Black Sea-სსაერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კატეგორიაში ბრინჯაო მოიპოვა.


ოკუპაცია, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანი თემაა. იმ პირობებში, როცა რუსული პროპაგანდა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაცა ქტიურად მუშაობს, ჯიპიაისთვის მნიშვნელოვანი იყო თავის წვლილი შეეტანა ამ პრობლემასთან ბრძოლაში. ანტისაოკუპაციო კამპანიის მიზანი იყო საზოგადოებისთვის შეეხსენებინა,  რომ ოკუპაციასთან ბრძოლაი ნფორმაციის გავრცელებითაცაა შესაძლებელი და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ამ ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანოს.

CR ანგარიშები

გაეცანი ჯიპიაის CR ანგარიშებს

მმართველობითი ანგარიშგება 2024

2024

მმართველობითი ანგარიშგება 2023

2023

მმართველობითი ანგარიშგება 2022

2022

მმართველობითი ანგარიშგება 2021

2021

მმართველობითი ანგარიშგება 2020

2020

Scroll to Top

სამუშაო საათები

ორშაბათი-პარაკევი: 9:30 - 18:30
info@gpih.ge
ბოჭორიშვილის ქ.88/15, 0171, თბილისი

ყურადღება

განახლებული ჯიპიაის საიტი დროებით მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ ბმულს

    ჩვენ დაგიკავშირდებით

    დაგვირეკე

    032 2 505 111