FLEX პოლისი
სტუდენტებზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა

პირადი ექიმის მომსახურება

ამბულატორია და სტომატოლოგია

მენტალური ჯანმრთელობა
22 ₾-დან
რატომ უნდა შეიძინო Flex Policy?
პოლისის მოქმედების განმავლობაში პირადი ექიმის და ისეთ გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას როგორიცაა: გამოკვლევები, ანალიზები და დიაგნოსტიკა, კერძო კლინიკა კურაციოში 100%-იანი დაფინანსებით იღებ.
MAX
22 ₾
თვეში
საბაზისო დაცვა ძირითადი სამედიცინო მომსახურებებით

პირადი ექიმი ულიმიტოდ 100%

გეგმიური ამბულატორია კლინიკა "კურაციოში"

გადაუდებელი სტომატოლოგია
PRO
28 ₾
თვეში
ყველაზე პოპულარული პაკეტი ოპტიმალური ფასით

პირადი ექიმი ულიმიტოდ 100%

გეგმიური ამბულატორია კლინიკა "კურაციოში"

გადაუდებელი და გეგმიური სტომატოლოგია
რა მომსახურებებით ისარგებლებ?
პირადი ექიმი
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის დროს, პირველ რიგში, მიმართე პირად ექიმს.
პირადი ექიმი დაგეხმარება შეაფასო შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოგცემს საჭირო რეკომენდაციებს და, საჭიროების შემთხვევაში, გადაგამისამართებს სპეციალისტთან ან შესაბამის გამოკვლევაზე.
პირად ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად დაუკავშირდი კომპანიის ან კლინიკის ცხელ ხაზს.
ამბულატორია
თუ გეგმური სამედიცინო მომსახურება გჭირდება, პირველ რიგში პირად ექიმს მიმართე.
საჭიროების შემთხვევაში ექიმი გამოგიწერს მიმართვას სპეციალისტთან, კვლევაზე ან სხვა ამბულატორიულ მომსახურებაზე.
პირადი ექიმის მიმართვით, სადაზღვევო ბარათისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, დაზღვევით გათვალისწინებულ ნაწილს მზღვეველი აანაზღაურებს.
მედიკამენტები
თუ მედიკამენტური მკურნალობა გჭირდება, მიმართე პირად ექიმს.
ექიმი გამოგიწერს საჭირო მედიკამენტს და მის შეძენას შეძლებ კონტრაქტორ სააფთიაქო ქსელში. ადგილზე გადაიხდი მხოლოდ იმ ნაწილს, რომელსაც შენი სადაზღვევო პირობები ითვალისწინებს.
ერთჯერადად ანაზღაურდება არაუმეტეს ერთი თვის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ღირებულება.
ჰოსპიტალიზაცია
გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის ან უბედური შემთხვევის დროს, რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდი კომპანიის ცხელ ხაზს.
კონტრაქტორ კლინიკაში დაზღვევით გათვალისწინებულ მომსახურებას მზღვეველი პირდაპირ დააფინანსებს. თუ არაკონტრაქტორ კლინიკაში მიიღებ მომსახურებას, შესაძლოა თავდაპირველად მომსახურების სრული ღირებულების გადახდა თავად მოგიწიოს, რის შემდეგაც ანაზღაურებისთვის საჭირო დოკუმენტებს წარადგენ კომპანიაში.
სტომატოლოგია
გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად მიმართე ხელშეკრულებით განსაზღვრულ კონტრაქტორ სტომატოლოგიურ კლინიკას.
კლინიკაში მიმართვისას თან იქონიე საიდენტიფიკაციო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დაზღვევით გათვალისწინებულ ნაწილს კომპანია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად აანაზღაურებს.
ხშირად დასმული კითხვები
როდის აქტიურდება ჩემი დაზღვევა?
დაზღვევა მოქმედებას იწყებს პოლისში მითითებული თარიღიდან, ხელშეკრულების გაფორმებისა და სადაზღვევო პრემიის სრულად გადახდის შემდეგ.
როგორ მივმართო ექიმს?
პირველ რიგში დაუკავშირდი კომპანიის ან კლინიკის ცხელ ხაზს და დაგეგმე ვიზიტი პირად ექიმთან. პირადი ექიმი საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებს შესაბამის სპეციალისტთან ან გამოკვლევაზე.
რა გავაკეთო გადაუდებელი შემთხვევის დროს?
დაუყოვნებლივ მიმართე სამედიცინო დაწესებულებას და რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდი კომპანიის ცხელ ხაზს.
ცხელ ხაზზე უნდა მიაწოდო შენი სახელი და გვარი, პოლისის ნომერი, კლინიკის დასახელება, მიმართვის დრო და სავარაუდო დიაგნოზი.
შემიძლია ნებისმიერ კლინიკაში მივიღო მომსახურება?
კონტრაქტორ კლინიკაში დაზღვევით გათვალისწინებულ მომსახურებაზე პირდაპირი ანგარიშსწორება მოქმედებს.
თუ არაკონტრაქტორ კლინიკაში მიმართავ, მომსახურების ღირებულებას თავდაპირველად თავად გადაიხდი და შემდეგ, ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით, შეძლებ ანაზღაურებისთვის დოკუმენტების წარდგენას.
როგორ ვისარგებლო მედიკამენტების დაფინანსებით?
მედიკამენტის დასანიშნად მიმართე პირად ექიმს. ექიმის დანიშნულებით მედიკამენტს კონტრაქტორ სააფთიაქო ქსელში შეიძენ და გადაიხდი მხოლოდ შენს სადაზღვევო პირობებში გათვალისწინებულ ნაწილს.
პროვაიდერ კლინიკები
რატომ უნდა შეიძინო Flex Policy?
სტუდენტების საჭიროებებზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა
პირადი ექიმი
პირადი ექიმი დაზღვევის დღიდან ზრუნავს შენს ჯანმრთელობაზე და გეხმარება სწორად და დროულად დაგეგმო საჭირო სამედიცინო მომსახურება.
მრავალფეროვანი სამედიცინო მომსახურება
დაფინასებას იღებ როგორც ამბულატორიულ, ისე ჰოსპიტალურ, სტომატოლოგიურ მომსახურებაზე, რაც მნიშვნელოვნად გიმცირებს ხარჯებს.
მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა
Fex Policy-ით ისარგებლებ ფასდაკლებებით მენტალური ჯანმრთელობის ცენტრებში.
სრული სადაზღვევო მომსახურება ონლაინ
სრული სადაზღვევო მომსახურების მიღება შეგიძლია ონლაინ აპლიკაციით Mygpi ან ონლაინ კაბინეტში mygpi.ge


