მანქანას უცნაური ხმა აქვს, რაღაც ციმციმებს ან უბრალოდ გინდა, გადაამოწმო, ყველაფერი რიგზეა თუ არა? ყოველთვის არ არის მარტივი იმის გარკვევა, სად უნდა წაიყვანო მანქანა, ვის ჰკითხო და რა სერვისი გჭირდება.
ჯიპიაის დაზღვევით კი ამ ყველაფრის მოგვარება უფრო მარტივად შეგიძლია – შენი პირადი ავტოექსპერტის დახმარებით.
ვინ არის შენი პირადი ავტოექსპერტი?
ჯიპიაის დაზღვევის ფარგლებში, VOOVLY-ს პირადი ავტოექსპერტი უკვე შენს განკარგულებაშია – უფასოდ.
ის დაგეხმარება ავტომობილთან დაკავშირებულ ყოველდღიურ საკითხებში: მოგცემს ტექნიკურ რჩევას, დაგეხმარება შესაბამისი სერვისის შერჩევაში და თუ დაგჭირდებაი, მანქანის შემოწმებისა და მომსახურების ორგანიზებასაც შენ ნაცვლად შეძლებს.
რაში დაგეხმარება?
🔧 ტექნიკური კონსულტაცია
გაქვს კითხვა მანქანის მდგომარეობაზე, მოვლაზე ან ტექნიკურ პრობლემაზე? ჰკითხე შენს ავტოექსპერტს და მიიღე პროფესიონალური რჩევა.
🛠️ სერვისის შერჩევა და ორგანიზება
აღარ დაგჭირდება სერვისების ძებნა და სხვადასხვა ხელოსანთან დაკავშირება. ავტოექსპერტი დაგეხმარება შესაბამისი სერვისის შერჩევასა და პროცესის ორგანიზებაში.
⏱️ დროის დაზოგვა
მანქანის სერვისში მიყვანა, ლოდინი და უკან წამოყვანა ხშირად დიდ დროს მოითხოვს. საჭიროების შემთხვევაში, ეს საქმეებიც შეგიძლია შენს ავტოექსპერტს მიანდო.
როგორ დაუკავშირდე?
შედი პირად კაბინეტში და გადადი ავტოდაზღვევის სექციაში. იქ ნახავ შენს პირად ავტოექსპერტს და საჭიროების შემთხვევაში, პირდაპირ აპლიკაციიდან მიწერასაც შეძლებ.
შენი მანქანა, შენი პირადი ავტოექსპერტი.

