კორპო

ჯანმრთელობის რეალური დაზღვევა კომპანიებისთვის

მაღალი ლიმიტები

კომპანიაზე მორგებული ღირებულება

სწრაფი ონლაინ მომსახურება

კორპო – დაზღვევა, რომელიც ფრთების გაშლაში გეხმარება

24 წელია, კორპო საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო ჯანმრთელობის დაზღვევად რჩება. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებსა და ადამიანებს, რომ საკუთარი მიზნებისკენ მშვიდად იფრინონ.

კორპო დამსაქმებლებისთვის ნიშნავს ინდივიდუალურ და ოპერაციულ სიმშვიდეს, როცა ზედმეტი ტვირთი ჩვენ გვაბარია.

დასაქმებულებისთვის კი ეს არის რეალური დაზღვევა, სადაც თითოეული პირობა გამჭვირვალეა და თითოეული შემთხვევა საგულდაგულოდ გადაწყვეტილი

რა მომსახურებები მიფინანსდება?

დაზღვევისთანავე მომსახურე კლინიკაში ირჩევთ პირად ექიმს ან პედიატრს აპლიკაციიდან, პირადი კაბინეტიდან ან მხარდაჭერის გუნდის დახმარებით. პირადი ექიმი ეცნობა თქვენი ჯანმრთელობის ისტორიას, აკვირდება მიმდინარე მდგომარეობას, გაძლევთ რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში გასცემს მიმართულებებს, რომლების საფუძველზეც მიიღებთ ამბულატორიულ მომსახურებას.

კორპოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ პირადი ექიმების სამსახურია, რადგან ისინი წარმოადგენენ პირველადი ჯანდაცვის სრულფასოვან რგოლს –

პირადი ექიმები არიან დაზღვეულების გზამკვლევი ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში.
პირადი ექიმები (თერაპევტები და პედიატრები) იცნობენ დაზღვეულის სამედიცინო ისტორიას და არა მხოლოდ კლინიკურად საჭიროს, არამედ ფინანსურად რაციონალურ მკურნალობასაც ურჩევენ დაზღვეულს.

სერვისი მოიცავს:

  • 50-მდე პირადი ექიმი მხოლოდ თბილისში
  • კლინიკა კურაციოს ქსელი ემსახურება დაზღვეულებს საქართველოს მასშტაბით
  • მომსახურება 7 დღე კვირაში
  • მრავალპროფილური ამბულატორიული სერვისები ერთ სივრცეში
  • ცენტრალური ადგილმდებარეობა – საბურთალოზე
  • თანამედროვე რიგების მართვის სისტემა
  • საერთაშორისო ხარისხის ISO სერტიფიცირებული სამედიცინო მართვის სისტემა

დაზღვევის ძალაში შესვლისთანავე შეძლებთ ისარგებლოთ ისეთი სამედიცინო მომსახურებებით, როგორიცაა ვიწრო სპეციალისტებთან ვიზიტი, სხვადასხვა გამოკვლევა და ანალიზები. აღნიშნულ მომსახურებებს მიიღებთ ჩვენს პარტნიორ პროვაიდერ კლინიკებში, სადაც მომსახურების ღირებულებას თანადაფინანსებით გადაიხდით. ამბულატორიული მომსახურების დაფარვებისა და ლიმიტების ანხვა შეგიძლიათ პირად კაბინეტში საიტზე Mygpi.ge ან ჩვენს აპლიკაციაში.

მედიკამენტის შეძენა თანადაფინანსებით პირადი ექიმის ჩართულობით ან ჩვენს პრივილეგირებულ პროვაიდერ კლინიკაში კონსულტაციის მიღების შემთხვევაშია შესაძლებელი.

თუ მომსახურებას პრივილეგირებულ პროვაიდერ კლინიკაში იღებ, ამავე კლინიკის ნებისმიერი ექიმის დანიშნულების საფუძველზე შეგიძლია მოითხოვო მიმართვა ონლაინ პირადი კაბინეტიდან, 20 წუთში მიმართვას იღებ სმს-ის სახით, რომლის წარდგენით პროვაიდერ აფთიაქში უკვე თანადაფინანსებით შეძლებ მედიკამენტების შეძენას.

შეგიძლია თანხა სრულად გადაიხადო აფთიაქში, შემდეგ კი აინაზღაურო ონლაინ. ანაზღაურებისას აუცილებელია წარმოადგინო ექიმის დანიშნულება.

დაზღვევა სრულად აფინანსებს ასაკისა და სქესის შესაბამის სასკრინინგო-პროფილაქტიკურ კვლევებს. კვლევების გრაფიკის დაგეგმვაში დაზღვეულს პირადი ექიმი ეხმარება.

გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება (ოპერაცია) დაზღვევის ძალაში შესვლისთანავე ფინანსდება, გეგმიური ოპერაციების საკითხი პაკეტზეა დამოკიდებული. პოლისი შესაძლოა, ითვალისწინებდეს მოცდის პერიოდს, გადამოწმება შესაძლებელია პირად კაბინეტში.დეტალურად

სტომატოლოგიური მომსახურება მოიცავს როგორც გადაუდებელ, ისე გეგმიურ პროცედურებს, ასევე ორთოპედიულ და ორთოდონტიულ მომსახურებას (ბრეკეტები, პროთეზირება, ვინირები და სხვა). სტომატოლოგიური მომსახურების მიღება შესაძლებელია ჩვენს ნებისმიერ პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკაში.

ორსულობა-მშობიარობასთან დაკავშირებული სერვისებით სარგებლობა ნებისმიერ კლინიკაშია შესაძლებელი.

ორსულობის შემთხვევაში მომსახურების მიღება გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მსგავსია და დეტალები შეგიძლია პირად კაბინეტშიც იხილო.

მშობიარობის დაფინანსებისთვის წინასწარი დოკუმენტების წარმოდგენა და საგარანტიო წერილის მოთხოვნა საჭირო არაა, სამშობიარო კლინიკა ჩვენთან ერთად თავად უკეთებს ორგანიზებას დაფინანსებასთან დაკავშირებულ პროცედურებს ჩვენთან შეთანხმებით. ნებისმიერ სამშობიარო კლინიკაში იხდი მხოლოდ შენს გადასახდელ წილს.

სამოგზაურო დაზღვევა საჩუქრად მხოლოდ დაზღვეული თანამშრომლებისთვის. სამოგზაურო დაზღვევის პოლისის შემოწმება შესაძლებელია პირად კაბინეტში და გაააქტიურება ხდება გამგზავრებამდე.

კორპო უზრუნველყოფს მარტივ წვდომას 100-ზე მეტ კლინიკაზე. დაზღვეული პირდაპირ მიდის კლინიკაში, წარადგენს პირადობას და იღებს მომსახურებას — ადგილზე კი იხდის მხოლოდ თავის წილს. დაზღვეულს შეუძლია კლინიკას მიანდოს მიმათვის გაკეთება ან თავას გააკეთოს აპლიკაციით.

ეს მოდელი საშუალებას აძლევს დაზღებულს თავად აირჩიოს მომსახურების დრო და ადგილი, ქაღალდომანიის გარეშე. მსგავსი ტექნოლოგიური პროცესი საქართველოში უნიკალურია.

კორპო არის ერთადერთი პროდუქტი ბაზარზე, რომელიც დაზღვეულებს სრულფასოვანი მკურნალობის შესაძლებლობას აძლევს:
Diagnose.meდისტანციური კონსულტაცია და სამედიცინო დიაგნოზი წამყვან ევროპელ ექიმებთან. ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, რომლით სარგებლობაც შეუძლიათ კორპორაციული დაზღვევის მფლობელებს წელიწადში სამჯერ. Diagnose.me-ის მეშვეობით შესაძლებელია:

  • გაიაროთ კონსულტაცია დისტანციურად წამყვან სპეციალისტებთან ნებისმიერი დიაგნოზის შემთხვევაში.
  • ატვირთოთ ნებისმიერი დოკუმენტი, კვლევა და ანალიზის პასუხი ქართულად და თარგმნას პლატფორმა უზრუნველყოფს.
  • მიიღოთ დასკვნა ქართულად.

საერთაშორისო კონსილიუმი ონკოლოგიურ შემთხვევებზე

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე დაზღვეულებს კორპო სთავაზობს:

  • წვდომას საერთაშორისო კლინიკებთან და ექსპერტულ ჯგუფებთან
  • დიაგნოზის გადამოწმებას, მკურნალობის სქემის კორექტირებას
  • მკურნალობის დაგეგმვის საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებულ ალტერნატივებს
  • დოკუმენტების გაგზავნისა და პროცედურის მართვის სრულ მხარდაჭერას

კორპოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა პერსონალიზებული მხარდაჭერის სისტემა, სადაც დაზღვეულს ემსახურება სამედიცინო განათლების მქონე მხარდაჭერის მენეჯერი, რომელიც და სრულად მართავს მის შემთხვევას — საწყისი კითხვებიდან ანაზღაურების მიღებამდე. სისტემა ტრადიციული ქოლ-ცენტრისგან განსხვავებით უზრუნველყოფს სწრაფ და გამჭვირვალე პროცესს, პრაქტიკულ სამედიცინო რეკომენდაციებს, სერვისებში დახმარებას (მიმართვის გამოწერა, ჩაწერა ექიმთან და ა.შ.), აქტიურ კომუნიკაციას უარების თავიდან ასაცილებლად და მაღალი ემპათიის მხარდაჭერას, რაც დაზღვეულისთვის კომფორტულ და ადამიანურ გამოცდილებას ქმნის საბოლოო ჯამში.

კორპოს დაზღვევით შესაძლებელია სრული სადაზღვევო მომსახურების ციფრულად მიღება. აპლიკაციით Mygpi  და პირადი კაბინეტიდან Mygpi.ge  ყველა დაზღვეულს აქცს წვდომა პირად კაბინეტზე, სადაც შესაძლებელია:

  • ოჯახის ექიმთან ან სპეციალისტთან ჩაწერა
  • მიმართვის აღება
  • ოპერაციაზე ან ჰოსპიტალიზაციაზე საგარანტიოს მოთხოვნა
  • ანაზღაურების მიღება

GPI უმაღლეს სტანდარტებზე აგებულ უსაფრთხოების სისტემას იყენებს, რათა დაზღვეულების პირადი და სამედიცინო ინფორმაცია დაცულად დამუშავდეს. MyGPI სპეციალურად შექმნილია მაღალი სენსიტიურობის მონაცემებისთვის და უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეთიკურ და პროფესიონალურ გარემოს, სადაც თითოეული პროცესი მაქსიმალურად დაცულად და კომფორტულად მიმდინარეობს.

კორპო არის სერიოზული რისკების რეალური დაზღვევა. გარდა ყოველდღიური მოხმარებისა – ამბულატორია, ანალიზები და ა.შ.  რომელიც სტანდარტულად ყველა პაკეტში შედის, კორპო დაზღვეულს უზრუნველყოფს მაღალი ლიმიტებით სერიოზული შემთხვევების დროს, როცა ამის საჭიროება რეალურად დგას.

ყველაზე კრიტიკულ შემთხვევებში — მაგალითად, ონკოლოგიური დიაგნოზისას, კარდიოქირურგიული ჩარევის აუცილებლობისას, ან ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციაზე — კორპო გიცავს საჭირო რეალური ლიმიტებით, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვეული არ აღმოჩნდება მიტოვებული შუა გზაზე, როდესაც მკურნალობის ღირებულება ლიმიტს გადააჭარბებს.

ხშირად აინტერესებთ

ანაზღაურებისთვის საჭიროა ფორმა 100, გადახდის ქვითრები და სალაროს ორდერი. საბუთების წარდგენა მომსახურების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში შეგიძლია.

თუ ამბულატორიული მომსახურება, როგორიცაა ექიმთან კოსნულტაცია, ანალიზები, გამოკვლევები, მედიკამენტები, არაპროვაიდერ კლინიკაში მიიღეც(ან პროვაიდერ კლინიკაში მიმართვის გარეშე) თანხას იხდი სრულად შემდეგ კი ინაზღაურებ ონლაინ პირადი კაბინეტიდან აპლიკაციით MyGPI ან ვებგვერდიდან. ასანაზღაურებლად საჭიროა, წარმოადგინო ფორმა 100, გადახდის ქვითრები და შემოსავლის ორდერი. იხილე ონლაინ ანაზღაურების ინსტრუქცია.

იმ შემთხვევაში თუ ოპერაციას არაპროვაიდერ კლინიკაში გაიკეთებთ, 1 თვის განმავლობაში თანხის ასანაზღაურებლად უნდა წარმოადგინო საბუთები: ფორმა 100, გადახდის ქვითრები და სალაროს ორდერი და მოითხოვო ანაზღაურება ონლაინ აპლიკაციიდან MyGPI ან ვებგვერდიდან mygpi.ge.

კორპორაციული პაკეტით გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკებში, ისე არაპროვაიდერში. პარტნიორ კლინიკებში თანხას ადგილზე თანაგადახდით იხდი,ამიტომ ანაზღაურებისთვის დოკუმენტების წარმოდგენა საჭირო აღარაა. არაპროვაიდერში კი – სრულად გადაიხდი, შემდეგ კი ინაზღაურებ ონლაინ. გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების მიღება კი ნებისმიერ კლინიკაშია შესაძლებელი. თუ არაპროვაიდერ კლინიკაში მიიღე მომსახურება, ანაზღაურებისთვის ონლაინ სერვისებით ისარგებლებ, რისთვისაც დაგჭირდება – გადახდის ქვითრები, შემოსავლის ორდერი, დენტოგრამა. სტომატოლოგიური მომსახურების ონლაინ ანაზღაურებისთვის ისარგებლე პირადი კაბინეტით აპლიკაციაში ან ვებგვერდზე. პასუხს 1 სამუშაო დღეში მიიღებ და თანხა ანგარიშზე დაირიცხება. იხილე ონლაინ ანაზღაურების ინსტრუქცია.

ორსულობასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსხურება თუ არაპროვაიდერ კლინიკაში მიიღე, თანხას იხდი სრულად კლინიკაში, შემდეგ კი ინაზღაურებ ონლაინ პირადი კაბინეტიდან აპლიკაციით MyGPI ან ვებგვერდიდან mygpi.ge. დაგჭირდება წარმოადგინო ფორმა 100, გადახდის ქვითრები და შემოსავლის ორდერი. იხილე ონლაინ ანაზღაურების ისნტრუქცია.

ოჯახის წევრის დაზღვევაში ჩასართავად უნდა მიმართო შენს დამსაქმებელს, რომელიც სპეციალური პლატფორმის მეშვეობით გამოგზავნის მოთხოვნას პირის დასამატებლად; მას შემდეგ, რაც კორპორაციულ პაკეტს გავააქტიურებთ ახალ პერსონაზე , შენ ან შენ მიერ დაზღვეული პირი მიიღებს სმს შეტყობინებას პოლისის გააქტიურებასთან დაკავშირებით.

შენ მიერ დაზღვეული პირების სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება რა თქმა უნდა შეგიძლია. თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რომ შენ მიერ დაზღვეული სრულწლოვანი პირის სრულ სამედიცინო ინფორმაციაზე წვდომა არ გექნება(მაგალითად, ვერ შეძლებ იხილო მიმართვა , რომლის საფუძველზეც ითხოვ ანაზღაურებას), თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ანაზღაურების მიღებაში;

შენ მიერ დაზღვეული ოჯახის წევრისთვის მიმართვის მოთხოვნა შეგიძლია. საკმარისია პირად კაბინეტში აირჩიო „მიმართვა“ , მონიშნო შესაბამისი პოლისი და მიჰყევი ინსტრუქციას;

შენი ან შენ მიერ დაზღვეული პირების აქტიური პოლისების შემოწმება შეგიძლია პირად კაბინეტში ; გაიარე რეგისტრაცია/ავტორიზაცია, იხილე ველი „პოლისები“ და პოლისის ნომრის მიხედვით შემაოწმე სტატუსი

პოლისის ნომრებს პირად კაბინეტში გადაამოწმებ ვებ გვერდზე mygpi.ge ან აპლიკაციაში MyGPI; გაიარე ავტორიზაცია / რეგისტრაცია და იხილე ველი „პოლისები“ , სადაც შეძლებ შეამოწმო როგორც შენი ასევე, შენ მიერ დაზღვეული პირების პოლისის ნომრები, მოქმედების ვადა, სტატუსი, გახარჯული და დარჩენილი ლიმიტები და დაფარვები სერვისების მიხედვით; აპლიკაციაში პოლისის ნომრის ნახვა ასევე შეგიძლია ველიდან „ბარათის ნახვა“ – გაიარე ავტორიზაცია/რეგისტრაცია, იხილე ველი „ჯანმრთელობა“ და „ბრათის ნახვა“; აქვე იხილავ პოლისების მოქმედების ვადასაც;

გადაუდებელი ჰოპიტალიზაციის დროს, კლინიკა თავად გვიკავშირდება და დაზღვეულის ან ოჯახის წევრების ჩარევის გარეშე ვაგვარებთ დაფინასების საკითხს. გარდა ამისა, გადაუდებელი შემთხვევის დროს ჩვენი წარმომადგენელი თავად მოდის კლინიკაში და ოჯახს ეხმარება ყველა საჭირო სადაზღვევო საკითხების მოგვარებაში; გეგმიური ოპერაციის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა პროვაიდერ კლინიკაში იღებ მომსახურებას თუ არაპროვაიდერში, აუცილებელია საგარანტიო წერილის მოთხოვნა ოპერაციამდე მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე.

საგარანტიო წერილი არის დოკუმენტი, რომელიც ეგზავნება კლინიკას იმის დასტურად, რომ ჩვენ ნამდვილად ვაფინასებთ ოპერაციას. საგარანტიო წერილის მოსათხოვად საჭიროა კალკულაცია (ოპერაციის ხარჯთაღრიცხვა) კლინიკიდან და ფორმა 100. მოთხოვნას კი ონლაინ აფიქსირებ ვებ გვერდიდან mygpi.ge ან აპლიკაციიდან MyGPI. გაიარე ავტორიზაცია/რეგისტრაცია, იხილე ველი „საგარანტიო მოთხოვნა“ და მიჰყევი ინსტრუქციას; პასუხს 3 სამუშაო დღეში მიიღებ. პროვაიდერ კლინიკაში საგარანტიოს ჩვენ ვგზავნით შენი ჩარევის გარეშე და დაგეგმი დროს ჩაიტარებ ოპერაციას თანადაფინასებით; არაპროვაიდერ კლინიკაში კი მისი წარდგენა საჭირო არაა- თანხას სრულად იხდი და შემდეგ ინაზღაურებ

საგარანტიო წერილი მისი გააქტიურებიდან (მისი გამოწერიდან) 1 თვის განმავლობაში ვალიდურია. ამ პერიდის განმავლობაში შეგიძლია დაგეგმო ოპერაცია. იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდა ოპერაციის გადადება, შესაძლებელია საგარანტიო წერილის ხელახლა მოთხოვნა;

ოპერაციის გაკეთება შეგიძლია როგორც პროვაიდერ (უნდა გაილინკოს პროვაიდერი ჰოსპიტალური კლინიკების გვერდზე), ისე არაპროვაიდერ კლინიკებში ; პროვაიდერ კლინიკებში მომსახურებას თანადაფინასებით იღებ, არაპროვაიდერში- თანხას სრულად იხდი, შემდეგ კი-ინაზღაურებ

რატომ კორპო?

დაზღვევა, რომელიც ფრთების გაშლაში გეხმარება

ოპერაციული სიმშვიდე

კორპოს საშუალებით თანამშრომლები იღებენ სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას. დამსაქმებელი ზუსტად ხედავს ხარჯებს, პროცესი გამართულია ციფრულ პლატფორმებზე, ხოლო პერსონალური მხარდაჭერა ათავისუფლებს HR-ს არასაჭირო ადმინისტრაციული დატვირთვისგან. ამგვარად, კორპო არა მხოლოდ თანამშრომლის კეთილდღეობას უზრუნველყოფს, არამედ ბიზნესისთვის ოპტიმალურ, სტაბილურ და პროგნოზირებად გარემოს ქმნის.

ბიზნესის რეპუტაცია

სრულყოფილი კორპორაციული დაზღვევა, რეალური დაფარვეით და მაღალი ლიმიტებით, ძლიერი და პრაქტიკული ინსტრუმენტია კომპანიისთვის კომპეტენტური კადრების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად. კორპო არა მხოლოდ აძლიერებს გუნდის ერთგულებას და მოტივაციას, არამედ მოქმედებს როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი ტალანტების მოზიდვაში — კომპანიას შეუძლია გამოირჩეოდეს ბაზარზე, როგორც დამსაქმებელი, რომელიც ზრუნავს საკუთარ თანამშრომლებზე და სთავაზობს მათ ხარისხიან სერვისებს.

ხარჯები და მოქნილობა

კორპოს პაკეტები მორგებულია და ადაპტირებულია კომპანიის ზომასა და ფინანსურ შესაძლებლობებთან. კორპოს დაზღვევით სარგებლობა ნებისმიერ კომპანიას შეუძლია იქნება ის მცირე, სასუალო თუ დიდი ბიზნესი.

გჭირდება ბიზნესის დაზღვევა?

    Scroll to Top

      ჩვენ დაგიკავშირდებით

      დაგვირეკე

      032 2 505 111

      სამუშაო საათები

      ორშაბათი-პარაკევი: 9:30 - 18:30
      info@gpih.ge
      ბოჭორიშვილის ქ.88/15, 0171, თბილისი

      ყურადღება

      განახლებული ჯიპიაის საიტი დროებით მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ ბმულს