სამოგზაურო დაზღვევა

გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების დაზღვევა მოგზაურობისას

ხელმისაწვდომი

მოქნილი

მხარდაჭერის გუნდი 24/7

1.5 ₾-დან

Black Friday -30%

რა მომსახურებები მიფინანსდება?

მოგზაურობის დროს თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა უეცარად გაგიუარესდა და ადგილობრივ კლინიკაში მკურნალობა გახდა საჭირო, გამოკვლევების, ანალიზების, ექიმის კონსულტაციის ხარჯებს ჩვენ დავფარავთ.

სამოგზაურო დაზღვევა, აეროპორტში ბარგის დაკარგვის ან ფრენის გაუქმების/გადადების შემთხვევაში, კომპენსაციასაც ითვალისწინებს.

მოგზაურობის პერიოდში თუ ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესების გამო სასწრაფო ოპერაცია გახდა საჭირო, ხარჯებს სამოგზაურო დაზღვევა დაფარავს/აანაზღაურებს.

საზღვარგარეთ ყოფნისას თუ კბილის ძლიერმა ტკივილმა შეგაწუხა, გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების ხარჯებს ჩვენ დავფარავთ.

როგორ მივიღო მომსახურება?

სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას თუ ბარგსაც დააზღვევ, მისი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ზარალს ჩვენ აგინაზღაურებთ.
გაითვალისწინე, რომ ბარგი დაზღვეულია მხოლოდ აეროპორტის ტერიტორიაზე. იმისთვის, რომ ბარგი დავაზღვიოთ, აუცილებელია, ნივთები დაარეგისტრირო, როგორც ცალკე გადასატანი ტვირთი. თუ აეროპორტში დარეგისტრირებული ბარგი დაზიანდა ან დაიკარგა, 24 საათის განმავლობაში უნდა მიმართო ავიაკომპანიას, მოითხოვო შესაბამისი დოკუმენტი და ჩვენთან წარმოადგინო ასანაზღაურებლად.

თუ მოგზაურობისას დაგჭირდა სამედიცინო დახმარება, აუცილებლად უნდა დაგვიკავშირდე შემთხვევის დადგომიდან 24 საათის ვადაში ნომერზე  (+995 32 250 5111)  და ჩვენი ოპერატორი თავად მოაგვარებს ყველაფერს. ან დაუკავშირდი Euro-Center Prague-ის ცხელ ხაზს (+420 221 860 615) .

მოსახურების სწრაფად მისაღებად მოგვწერეთ Viber-სა და Whatsapp-ში ნომერზე (+995) 599 15 69 69.

მომსახურება შესაძლებელია როგორც პროვაიდერ, ისე არაპროვაიდერ კლინიკებში:

  • პროვაიდერში მიიღებ მომსახურებას თანადაფინანსებით;

  • არაპროვაიდერში — სრულად იხდი და თანხას ანაზღაურებ დაბრუნებიდან 1 თვის განმავლობაში.

მომსახურების მიღება შეგიძლია, როგორც პროვაიდერ , ისე არაპროვაიდერ კლინიკებში. მას შემდეგ, რაც დაუკავშირდები ცხელ ხაზზს, ოპერატორი შენი ადგილმდებარეობის შესაბამისად მოგაწვდის ინფორმაციას პროვაიდერი კლინიკების შესახებ, სადაც მომსახურებას თანადაფინანსებით მიიღებ. არაპროვაიდერ კლინიკებში მომსახურებას სრულად იხდი და ინაზღაურებ საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

 

თუ საზღვრებს გარეთ სამედიცინო მომსახურებისთვის თანხა სრულად გადაიხადე, დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, თანხას ჩვენ აგინაზღაურებთ. ამისთვის საჭიროა შემთხვევის დადგომიდან 24 საატის ვადაში მოგვაწოდო ინფორმაცია და საქართველოში დაბრუნებიდან მაქსიმუმ 1 თვის ვადაში წარმოადგინო საჭირო დოკუმენტები.

ანაზღაურებისთვის დაგჭირდება შემდეგი დოკუმენტები: 1. სადაზღვევო პოლისის ორიგინალი 2. სამედიცინო სერთიფიკატის ორიგინალი, სადაც მითითებული იქნება შენი სახელი, გვარი, დიაგნოზი, გაწეული სამედიცინო მომსახურება და ღირებულება, დიაგნოზი, მკურნალობა 3. უბედური შემთხვევისას ადგილობრივი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური ცნობა შემთხვევის შესახებ 4. ექიმებისა და კლინიკების ანგარიშების ორიგინალები ან დამოწმებული ასლები, მედიკამენტების შეძენის ქვითრები და რეცეპტები 5. პასპორტი.

სამოგზაურო დაზღვევით ანაზღაურება ხდება იმ ვალუტის ექვივალენტით ლარში, რომელიც მიუთითე პოლისის შეძენის დროს – დოლარი ან ევრო.

მოგზაურობის დროს თუ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება დაგჭირდა, ხარჯებს ჩვენ დავფარავთ. სამედიცინო მომსახურება მოიცავს:
გადაუდებელი ამბულატორია, როგორიცაა საკვებით მოწამვლა, ტრავმა, მოტეხილობა, ალერგია, დამწვრობა, ცხოველის ნაკბენი, ყურის ტკივილი, მწვავე გასტრიტი და სხვა.
მკურნალობა რეანიმაციაში, რომელშიც იგულისხმება ჯანმრთელობის მწვავე მოშლის გამო რეანიმაციულ ან/და ინტენსიურ განყოფილებაში გადაუდებელი დახმარების გაწევა.
გადაუდებელი სტომატოლოგია , რომელიც მოიცავს კბილის მწვავე ტკივილს, ექსტრაქციას, ადგილობრივ ანესთეზიას.

სამოგზაურო დაზღვევა მოქმედებს როგორც ცალკე, ევროპის ტერიტორიაზე, ისე მთელ მსოფლიოში. პოლისის შეძენის დროს ირჩევ, ევროპაში აპირებ მოგზაურობას, თუ გსურს სამოგზაურო დაზღვევამ მთელი მსოფლიო მოიცვას.
ევროპაში იგულისხმება ყველა ის ქვეყანა, რომელიც გეორაფიულად ეკუთვნის ევროპას , მათ შორის დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი.
მთელი მსოფლიო კი მოიცავს ევროპასა და ყველა იმ ქვეყანას, რომელიც არ შედის ევროპის ჩამონათვალში.
იმის მიხედვით, თუ მოგზაურობისთვის რომელ გეოგრაფიულ არეალს ირჩევ, პოლისის ვალუტაც შესაბამისად უნდა მიუთითო- თუ ევროპას ირჩევ, უთითებ ევროს, თუ მთელ მსოფლიოს – დოლარს. ზარალის დაანგარიშება და ანაზღაურებაც შესაბამისი ვალუტის მიხედვით ხდება ექვივალენტით ლარში.

იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობის დროს დაგჭირდა გადაუდებელი სამედიცინო ან სტომატოლოგიური დახმარება, პირველ რიგში, დაუკავშირდი Euro-Center Prague-ის ცხელ ხაზს (+420) 221 860 615. ოპერატორებთან გასაუბრებას რუსულ ან ინგლისურ ენაზე შეძლებ. ან დაგვიკავშრიდი ჯიპიაის ცხელ ხაზზე +995322505111 და ჩვენი ოპერატორი თავად მოაგვარებს სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

დიახ, ვრცელდება – ბარგის დაზიანების შემთხვევაში ზარალს გამოაკლდება 25$/EU ფრანშიზა , დაკარგვის შემთხვევაში კი – ყოველ კილოგრამზე 25$/EU.

სამოგზაურო დაზღვევა მოიცავს ფრანშიზას 80 ან 150 USD/EU, რომელსაც აირჩევ პოლისის შეძენის დროს. ანაზღაურების დროს ფრანშიზა გამოაკლდება ასანაზღაურებელ თანხას.

მხოლოდ ფრანშიზიანი სამოგზაურო დაზღვევის პოლისის შეძენაა შესაძლებელი.

ერთჯერადი სამოგზაურო დაზღვევა ძალაში შედის მითითებული დღის 00:00 საათიდან საზღვრის გადაკვეთისთანავე. მაგ. თუ მოგზაურობის პერიოდის დასაწყისად პოლისში 1-ლი იანვარია მითითებული, პოლისი ძალაში 1-ლი იანვრის ღამის 12 საათიდან შედის და საზღვრის გადაკვეთისთანავე აქტიურდება. დაზღვევა მოქმედებს პოლისში მითითებული მოგზაურობის დასრულების დღის ბოლომდე. მრავალჯერადი სამოგზაურო დაზღვევის შემთხვევაში, პოლისი ძალაში მითითებული დღის 00:00-საათიდან შედის და მოქმედია 1 წლის განმავლობაში.

თუ სამედიცინო მომსახურების მიღების დროს დაამატე სამოგზაურო დღეები, ამ პერიოდში გაწეული ხარჯები არ დაფინანსდება.

რატომ უნდა დააზღვიო მოგზაურობა?

ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის საუკეთესო ბიუჯეტური შეთავაზება

ხელმისაწვდომობა

მოგზაურობის დაზღვევა დღეში მხოლოდ 1,5 ლარიდანაა შესაძლებელი.

სისწრაფე და სიმარტივე

ქვეყნის დატოვებამდე, ნებისმიერ მომენტში შეგიძლია მარტივად ონლაინ შეძენა

მრავალფეროვანი სერვისები

მოგზაურობის დროს შენთვის ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი სამედიცინო მომსახურება.

მხარდაჭერის გუნდი 24/7

საჭიროების შემთხვევაში ქართულენოვანი ოპერატორი მზად არის დახმარება გაგიწიოთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე 24/7 განმავლობაში.

მიიღე სწრაფი მომსახურება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სოციალური ქსელებით

მოსახურების სწრაფად მისაღებად მოგვწერეთ Viber-სა და Whatsapp-ში ნომერზე (+995) 599 15 69 69.
Scroll to Top

    ჩვენ დაგიკავშირდებით

    დაგვირეკე

    032 2 505 111

    სამუშაო საათები

    ორშაბათი-პარაკევი: 9:30 - 18:30
    info@gpih.ge
    ბოჭორიშვილის ქ.88/15, 0171, თბილისი

    ყურადღება

    განახლებული ჯიპიაის საიტი დროებით მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ ბმულს