პოლისი მედი

ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის მრავალფეროვანი პაკეტები თვეში 39 ლარიდან

პირადი ექიმის მომსახურება

საზღვარგარეთ კონსულტაცია

კვლევები და დიაგნოსტიკა წამყვან კლინიკებში

39 ₾-დან

ფასდაკლება 10%

აირჩიე შენთვის სასურველი პაკეტი

ყველა პაკეტი მოიცავს პირად ექიმს, სტომატოლოგიას და საერთაშორისო კონსულტაციას

მედი სტანდარტი

39 ₾

თვეში

ბიუჯეტური პაკეტი მაღალი დაფარვით

ულიმიტო ამბულატორია

პირადი ექიმი 100%

ოპერაციები (მოცდის პერიოდით)

საერთაშორისო კონსულტაცია

მედი პრემიუმი

70 ₾

თვეში

პრემიუმ მომსახურება მაქსიმალური ბენეფიტებით

ულიმიტო ამბულატორია

პირადი ექიმი 100%

ოპერაციები (მოცდის პერიოდით)

საერთაშორისო კონსულტაცია

მაღალი ლიმიტები

ამბულატორია არაპროვაიდერ კლინიკაშიც

VIP მომსახურება

რა მომსახურებები მიფინანსდება?

დაზღვევისთანავე ჩვენს  მომსახურე კლინიკებში შეგიძლია, აირჩიო პირადი ექიმი ან პედიატრი. ბავშვის დაზღვევა პოლისი მედით 1 წლიდან არის შესაძლებელი. პირადი ექიმი/პედიატრი იცნობს შენს სამედიცინო ისტორიას, აკონტროლებს შენი ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაძლევს რეკომენდაციებსა და საჭირო მიმართვებს, გეხმარება ამბულატორიული მომსახურების მიღებაში, აკონტროლებს სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს,  გაძლევს რეკომენდაციებს, საჭირო ცნობებსა და მიმართვებს, რომლითაც იღებ ამბულატორიულ მომსახურებას.

პირადი ექიმის ასარჩევად, უნდა დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე (+995 032) 2 505 111 ან შეგიძლია, თავად დაჯავშნო პირველადი ვიზიტი ონლაინ. 

თუ უკვე გყავს პირადი ექიმი, შეგიძლია ვიზიტზე ონლაინ როგორც ვებით, ასევე აპლიკაციით – MyGpi ჩაეწერო,  ან  დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე  – (+995 032) 2 505 111; კურაციო (+995 032) 2 43 01 01).

პოლისი მედით ფინანსდება გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული სერვისები. დაზღვევის ძალაში შესვლისთანავე შენ სარგებლობ ისეთი სამედიცინო მომსახურებებით, როგორებიცაა: ექიმთან ვიზიტი, გამოკვლევები, ანალიზები. თუ ამ სერვისებს ჩვენს პარტნიორ ანუ პროვაიდერ კლინიკაში იღებ, მომსახურების ღირებულებას თანადაფინანსებით იხდი ან თუ პოლისი სრულად ფარავს, ადგილზე არაფერს გადაიხდი.
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება  ნებისმიერ კლინიკაში შეგიძლია მიიღო. ამისათვის აუცილებელია, დაუკავშირდე ჩვენი მხარდაჭერის გუნდს (+995 032) 2 505 111 და შეატყობინო შემთხვევის შესახებ. ჩვენსა და კლინიკას შორის, შენი ჩარევის გარეშე დარეგულირდება ყველა საჭირო სადაზღვევო პროცედურა და ადგილზე მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი.

გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიღება პირად ექიმთან შეთანხმებით ხდება და მხოლოდ პროვაიდერ კლინიკაში არის შესაძლებელი.

პოლისი  მედის კლასიკისა და პრემიუმ პაკეტებით დაზღვეულებს გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიღება როგორც პროვაიდერ, ისე არაპროვაიდერ კლინიკებში შეუძლიათ. ორივე შემთხვევაში, აუცილებელია პირადი ექიმის მიმართვა, რომელსაც სმს-ის სახით მიიღებ და წარადგენ კლინიკაში. პროვაიდერ დაწესებულებაში მხოლოდ შენს გადასახდელ წილს იხდი, ხოლო არაპროვაიდერში თანხას ჯერ სრულად გადაიხდი და შემდეგ აინაზღაურებ ონლაინ. თუ პრივილეგირებულ პროვაიდერ  კლინიკას მიმართავ, ოჯახის ექიმის მიმართვა აუცილებელი არ არის, რეცეფციის თანამშრომელი თავად დაგვიკავშირდება და ამ კლინიკაში შენ გადასახდელ წილს გადაიხდი.

ექიმის მიერ დანიშნულ სამკურნალო ან ქრონიკულ მედიკამენტებს ჩვენს პარტნიორ მსხვილ სააფთიაქო ქსელებში შეიძენ თანადაფინანსებით. ამისთვის უნდა მიმართო პირად ექიმს, რომელიც გამოწერს ელექტრონულ მიმართვას და მედიკამენტს  პროვაიდერ აფთიაქში (პსპ, ავერსი, ჯიპისი, ფარმადეპო) შეიძენ. 

დაზღვევა სრულად აფინანსებს ასაკისა და სქესის შესაბამის სასკრინინგო-პროფილაქტიკურ კვლევებს და მის დაგეგმვაში შენი პირადი ექიმი გეხმარება.

პოლისი მედით იფარება როგორც გეგმიური, ისე გადაუდებელი ოპერაციები. გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია დაზღვევის ძალაში შესვლისთანავე ფინანსდება, გეგმიური ოპერაციებზე კი მოქმედებს 1-წლიანი მოცდის პერიოდი. რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვევის ძალაში შესვლიდან 1 წლის შემდეგ გეგმიური ოპერაციებიც დაგიფინანსდება.

ღნიშნული სერვისი ითვალისწინებს ისეთ სამედიცინო მომსახურებას, რომლის მისაღებად კლინიკაში ღამისთევა გიწევს.

გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია – როგორც პროვაიდერ ისე არაპროვაიდერ კლინიკებში დაზღვევის ძალაში შესვლისთანავე ფინანსდება. აუცილებელია, შემთხვევის შესახებ წინასწარ შეგვატყობინო მხარდაჭერის გუნდის მეშვეობით. ჩვენსა და კლინიკას შორის კი, შენი ჩარევის გარეშე  დარეგულირდება სადაზღვევო პროცედურა და კლინიკაში მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი.

გეგმიური ჰოსპიტალიზაცია –  !!! გაითვალისწინე, რომ მოქმედებს 12-თვიანი მოცდის პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაფინანსება პოლისის შეძენიდან უწყვეტი მე-13 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

მომსახურების მიღება ჩვენთან წინასწარი შეთანხმებით ხდება:

აუცილებელია საგარანტიო წერილის მოთხოვნ. ეს არის დასტური იმისა, რომ შენი მომსახურება ფინანსდება და გადაეცემა კლინიკას, რომელშიც გეგმავ ოპერაციის გაკეთებას. საგარანტიო წერილის მოთხოვნა ონლაინ შეგიძლია ბმულზედაგჭირდება ფორმა 100 და ოპერაციის კალკულაცია (ხარჯთაღრიცხვა). მოთხოვნაზე პასუხს მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში მიიღებ. საგარანტიო წერილს 1 თვე აქვს ვადა – ამ ხნის განმავლობაში შეგიძლია დაგეგმო ოპერაცია.

პროვაიდერ ჰოსპიტალურ კლინიკებში საგარანტიო წერილს ჩვენვე გავგზავნით და ადგილზე მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი. არაპროვაიდერ კლინიკაში კი დაზღვევის პირობების გათვალისწინებით და წინასწარი შეთანხმების საფუძველზე (საგარანტიო წერილის მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია) თანხას სრულად იხდი და შემდეგ ინაზღაურებ ონლაინ.

პოლისი მედით ფინანსდება გეგმიური და გადაუდებელი სტომატოლოგიური სერვისები ჩვენს პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკებში.

  • გეგმიური სტომატოლოგია მოიცავს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა სტომატოლოგთან კონსულტაცია, ბჟენი, ანესთეზია, წმენდა, ქვებისა და ნადების მექანიკური მოცილება, გეგმიური სტომატოლოგიური ქირურგიული მანიპულაცია.
  • გადაუდებელი სტომატოლოგია კი ,ძლიერი ტკივილის ფონზე, კბილის ამოღებასა ან გაყუჩებას მოიცავს და ფინანსდება ნებისმიერ სტომატოლოგიურ კლინიკაში.
  • პოლისზე ასევე ვრცელდება ფასდაკლებები პროვაიდერ კლინიკებში შემდეგ პროცედურებზე – ბრეკეტები, იმპლანტაცია, სტომატოლოგიური პროთეზები, ორთოდონტული, ორთოპედიული მომსახურება.

გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების მიღება მხოლოდ პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკაშია შესაძლებელია. მომსახურების მისაღებად ჩვენთან წინასწარი შეთანხმება საჭირო არ არის:  ვიზიტს ჯავშნი და გადაიხდი მხოლოდ შენს გადასახდელ წილს.

გადაუდებელი სერვისის მიღება არაპროვაიდერ კლინიკაშიც შეგიძლია, აქ თანხას იხდი სრულად და შემდეგ აინაზღაურებ ონლაინ. გაითვალისწინე, რომ დაფინანსებისთვის საჭიროა მომსახურებამდე გადაიღო რენტგენი (დენტოგრამა).

Diagnose.me ინოვაციური ტელემედიცინის სერვისი, რომელიც GPI-ის დაზღვეულებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ევროპელი და მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისგან დამოუკიდებელი შეფასება ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობის კურსზე. სერვისით შესაძლებელია წელიწადში 3-ჯერ სარგებლობა, ხოლო პროცესი მარტივია — ონლაინ პორტალზე უნდა ატვირთოთ თქვენი ჩივილები ან/და სამედიცინო დოკუმენტაცია (ყველაფერი ქართულად) და პასუხს 10 სამუშაო დღეში მიიღებთ. დოკუმენტების, ანალიზებისა და კვლევის შედეგების თარგმნა ხდება  Diagnose.me-ს მიერ და  სრულად უფასოა, ხოლო პერსონალური მხარდაჭერა ხელმისაწვდომია ონლაინ ჩეთით ან ზარით ქართულად ან ნებისმიერ სასურველ ენაზე. 

საერთაშორისო კონსილიუმი –  ექსკლუზიურად მხოლოდ ჯიპიაიში დაზღვეულებისთვის, დამატებით შეძენისას,  დიაგნოზის გადამოწმება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. 

ერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტს, მსოფლიოს წამყვანი კლინიკების სპეციალისტებისგან მიიღოს ალტერნატიული სამედიცინო აზრი დიაგნოზის ან მკურნალობის მეთოდის გადამოწმების მიზნით. სერვისი ხორციელდება პარტნიორ ორგანიზაცია MediGuide International-ის მეშვეობით — გლობალური ქსელის მიერ, რომელიც 150-ზე მეტ ქვეყანაში ეხმარება ადამიანებს საერთაშორისო კონსილიუმის ორგანიზებასა და საუკეთესო სამედიცინო გადაწყვეტილების მიღებაში. საქართველოში MediGuide-ის წარმომადგენელია კლინიკა „კურაციო“, რომელიც ონკოლოგიური დაავადების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოფს დიაგნოზის გადამოწმებას ან დაზუსტებას, ოპტიმალური მკურნალობის სქემის შერჩევას და სხვა საჭირო სამედიცინო რეკომენდაციების მომზადებას.

 
 

ხშირად აინტერესებთ

მომსახურება და ანაზღაურება

პირად ექიმთან/პედიატრთან ჩასაწერად შეგიძლია ისარგებლო აპლიკაციით MyGPI ან ვებ გვერდით mygpi.ge . მენიუში იხილე ველი „ექიმთან ჩაწერა“, აირჩიე სატელეფონო კოსნულტაცია გსურს,თუ კლინიკაში ვიზიტი, მიუთითე შენი ექიმი და ,თავისუფალი გრაფიკის მიხედვით,  დაჯავშნე კონსულტაცია. ჯავშნის შესახებ დასტურს მობილურის ნომერზე მიიღებ შეტყობინების სახით.

სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება დაგჭირდება იმ შემთხვევაში, თუ მომსახურებას არაპროვაიდერ კლინიკაში მიიღებ. ამის შესაძლებლობა კი მხოლოდ მედი კლასიკისა და პრემიუმის მფლობელებს აქვთ პირად ექიმთან შეთანხმებით. ანაზღაურებისთვის შეგიძლია, ისარგებლო აპლიკაციით MyGPI ან ვებგვერდით mygpi.ge: იხილე ველი „სამედიცინო ანაზღაურება“, მონიშნე პოლისი და მიჰყევი ინსტრუქციას. ანაზღაურების მისაღებად დაგჭირდება ფორმა 100, გადახდის ქვითრები და სალაროს ორდერი; პასუხს 20 წუთში მიიღებ, თანხა კი 1 სამუშაო დღეში ჩაგერიცხება მითითებულ ანგარიშზე.

გეგმიურ ოპერაციაზე დაფინასების მისაღებად საჭიროა საგარანტიო წერილის მოთხოვნა.  საგარანტიო წერილის მოთხოვნა შეგიძლია ონლაინ აპლიკაციიდან MyGPI ან ვებ გვერდიდან mygpi.ge, რისთვისაც დაგჭირდება ფორმა 100 და ოპერაციის კალკულაცია (ხარჯთაღრიცხვა). მოთხოვნაზე პასუხს მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში მიიღებ. საგარანტიო წერილს 1 თვე აქვს ვადა – ამ ხნის განმავლობაში შეგიძლია,დაგეგმო ოპერაცია. პროვაიდერ ჰოსპიტალურ კლინიკებში საგარანტიო წერილს ჩვენვე გავგზავნით და ადგილზე მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი.

ნებისმიერი ამბულატორიული მომსახურების მისაღებად, როგორიცაა ამა თუ იმ სპეციალობის ექიმთან კონსულტაცია, ანალიზები, გამოკვლევები, მედიკამენტები, საჭიროა პირადი ექიმის მიმართვა. მომსახურების მისაღებად შემდეგნაირად იქცევი:

• ეწერები ექიმთან ვიზიტზე ან დისტანციურ კონსულტაციაზე
• დანიშნულ დროს პირად ექიმთან გადიხარ კონსულტაციას და ჩივილების შესაბამისად გაძლევს მიმართვას
• მიმართვა ავტომატურად ისახება შენს სადაზღვევო ბარათზე

პოლისი მედი ფარავს მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში მიღებულ სამედიცინო მომსახურებას. მედი კლასიკითა და პრემიუმით არაპროვაიდერ კლინიკაში მხოლოდ ,პირად ექიმთან შეთანხმებით, მიმართვის საფუძველზე შეძლებ მომსახურების მიღებას.

პოლისი მედით გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურებაის მიღება ნებისმიერ, მათ შორის არაპროვაიდერ კლინიკაშიც შეგიძლია, ხოლო სტომატოლოგიურ მომსახურებაზე დაფინანსებას მხოლოდ პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკებში მიიღებ.

დაზღვევით ფინანსდება მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი, რომლისთვისაც მიმართვას მოგცემთ პირადი ექიმი. პროვაიდერ სააფთიაქო ქსელში უნდა წარადგინო პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და თანადაფინანსებით შეძლებ მედიკამენტის შეძენას.

პოლისი მედი გეგმიურ ოპერაციებს მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში აფინანსებს. გადაუდებელი ოპერაცია კი არაპროვაიდერ კლინიკებშიც ფინანსდება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება მხოლოდ პრემიუმ პაკეტით ფინასდება 100%-ით ულიმიტოდ. საჭიროების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდე ჩვენი მხარდაჭერის გუნდს 03225050111).

შენი ან შენ მიერ დაზღვეული პირების პოლისის ნომრებს პირად კაბინეტში გადაამოწმებ ვებგვერდზე mygpi.ge ან აპლიკაციაში MyGPI. მენიუში აირჩიე „პოლისები“, იხილე მათი ნომრები და მოქმედების ვადები. 

დაზღვევის ღირებულების, პრემიის, გადახდა ონლაინ შეგიძლია პირადი კაბინეტიდან აპლიკაციით MyGPI ან ვებ გვერდიდან mygpi.ge . მენიუში იხილე ველი „გადახდები“, აირჩიე პოლისი, მონიშნე „გადახდა“ , მიუთითე შენი საბანკო ბარათის მონაცემები და  გადაიხადე მიმდინარე დავალიანება. იქვე შეგიძლია, გაააქტიურო ავტომატური გადახდა ან შეცვალო საბანკო ბარათი.

პაკეტის გაუმჯობესება მისი განახლებისას შეგიძლია. ამ შემთხვევაში მოცდის პერიოდი გეგმიურ ოპერაციაზე აღარ იმოქმედებს, ანუ განახლებული პაკეტით გეგმიური ოპერაცია განახლების დღიდან გიფინანსდება.

პოლისის გასაუქმებლად დაუკავშირდი ჩვენი მხარდაჭერის გუნდს 0322505111

პოლისი მედით სადაზღვევო მომსახურებას სრულად ონლაინ, დისტანციურად იღებ- ვებგვერდის mygpi.ge-ს ან აპლიკაციის MyGPI-ს მეშვეობით. შეგიძლია, ჩაეწერო ექიმთან, მიიღო ანაზღაურებაგააგზავნო მიმართვის ან საგარანტიო წერილის მოთხოვნა.

პროვაიდერი კლინიკები

ჯანმრთელობის კერძო დაზღვევასთან ერთად სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობა შეუძლიათ: სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, 0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შშმ პირებს; 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებსა და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს უნარჩუნდებათ სახელმწიფო პროგრამის საბაზისო პაკეტები. დეტალური ინფორმაცია იხილეთ  სამინსიტროს ვებგვერდზე.

პოლისი მედის  პროვაიდერი ამბულატორიული კლინიკების სია იხილე ბმულზე.

პოლისი მედის  პროვაიდერი სტომატოლოგიური კლინიკების სია იხილე ბმულზე.

პოლისი მედის  პროვაიდერი ჰოსპიტალური კლინიკების სია იხილე ბმულზე.

პრივილეგირებული პროვაიდერი (პპ) კლინიკა ის წამყვანი სამედიცინო დაწესებულებებია, სადაც მომსახურებას პირადი ექიმის მიმართვის გარეშე სადაზღვევო ბარათით ,APP Card-ით, იღებ და ადგილზე მხოლოდ შენს გადასახდელ წილს იხდი. პოლისი მედის კლასიკი და პრემიუმ პაკეტებით მომსახურების მიღება ამ პპ კლინიკებშია შესაძლებელი.

მედიკამენტებს დაფინანსებით ჩვენს პროვაიდერ სააფთიაქო ქსელებში შეიძენ, მათ შორისაა: პსპ, ავერსი, ფარმადეპო, ჯიპისი, სახალხო აფთიაქი.

პოლისი მედით გადაუდებელი ოპერაცია პოლისის ძალაში შესვლისთანავე ფინასდება, გეგმიურ ოპერაციაზე კი 12 თვიანი მოცდის პერიოდი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გეგმიური ოპერაცია დაზღვევის მეორე წლიდან დაფინასდება;

გეგმიური ოპერაციის დაფინანსებისთვის აუცილებელია საგარანტიო წერილი. მისი მიღების მოთხოვნას დისტანციურად შეძლებ, ხოლო მიღებულ წერილს წარადგენ კლინიკაში — ეს იქნება ოფიციალური დადასტურება იმისა, რომ სადაზღვევო კომპანია თანხმობას აცხადებს ოპერაციის დაფინანსებაზე.

თუ გადაუდებელი შემთხვევაა და დაუყოვნებლივ ოპერაციაა საჭირო, ამ შემთხვევაში, პროვაიდერი კლინიკა გვიკავშირდება ჩვენ და შენგან დამოუკიდებლად ვაგვარებთ სადაზღვევო პროცედურებს;

მშობიარობის დასაფინანსებლად წინასწარ შეთანხმება და საგარანტიო წერილების მოთხოვნა საჭირო არაა. სამშობიარო კლინიკა გამოითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და კლინიკიდან გაწერამდე დასრულდება დაფინანსებისთვის საჭირო პორცედურები;

საკეისრო მშობიარობის შემთხვევაში შეგიძლია, წინასწარ მოითხოვო საგარანტიო წერილი და წარადგინო კლინიკაში დასტური დაფინასების შესახებ, ან სამშობიარომ თავად მოითხოვოს საგარანტიო ჩვენგან კლინიკაში ყოფნის პერიოდში;

რატომ უნდა შეიძინო პოლისი მედი?

ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის საუკეთესო ბიუჯეტური შეთავაზება

პირადი ექიმის მომსახურება

პირადი ექიმი დაზღვევის დღიდან ზრუნავს შენს ჯანმრთელობაზე და გეხმარება სწორად და დროულად დაგეგმო საჭირო სამედიცინო მომსახურება.

მკურნალობა საზღვარგარეთ

თქვენთვის ხელმისაწვდომია უფასოდ ევროპისა და მსოფლიოს წამყვანი კლინიკები და ექიმები Diagnose.me-ისა სერვისით და საერთაშორისო კონსილიუმის მომსახურება დამატებით შეძენის შემთხვევაში.

მრავალფეროვანი სამედიცინო მომსახურება

ფინანსდება გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული სერვისები. დაზღვევის ძალაში შესვლისთანავე შენ სარგებლობ ისეთი სამედიცინო მომსახურებებით, როგორებიცაა: ექიმთან ვიზიტი, გამოკვლევები, ანალიზები.

მედიკამენტები და სტომატოლოგია

ექიმის მიერ დანიშნულ სამკურნალო ან ქრონიკულ მედიკამენტებს შეიძენთ თანადაფინანსებით ჩვენს პარტნიორ წამყვან სააფთიაქო ქსელებში. პოლისი ასევე ფარავს გადაუდებელ და გეგმიურ სტომატოლოგიურ მომსახურებას ჩვენს პროვაიდერ კლინიკებში.

დაიფინანსე ჯანმრთელობის სერვისები დაზღვევით

საქართველოში ყოველი მეორე დაზღვეული ირჩევს პოლისს "მედი"
Scroll to Top

    ჩვენ დაგიკავშირდებით

    დაგვირეკე

    032 2 505 111

    სამუშაო საათები

    ორშაბათი-პარაკევი: 9:30 - 18:30
    info@gpih.ge
    ბოჭორიშვილის ქ.88/15, 0171, თბილისი

    ყურადღება

    განახლებული ჯიპიაის საიტი დროებით მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ ბმულს