პოლისი კომფორტი

დააზღვიე რემონტი, ავეჯი და ტექნიკა მოსალოდნელი რისკებისგან

ხელმისაწვდომი

ლოიალური

კომფორტული

25 ₾-დან

ფასდაკლება 10%

აირჩიე შენთვის სასურველი პაკეტი

ყველა პაკეტი მოიცავს პირად ექიმს, სტომატოლოგიას და საერთაშორისო კონსულტაციას

სტანდარტი

25 ₾

თვეში

120კვ. მდე

მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა

გათბობის სისტემების დაზიანება

კანალიზაციის, წყალგაყვანილობის და ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა

წვიმა, სეტყვა, მიწისძვრა, ძლიერი ქარი

ხანძარი, კვამლი, აფეთქება

ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა

მესამე პირის ბოროტგანზრახული ქმედება (ვანდალიზმი)

რა მომსახურებები მიფინანსდება?

შენი ბინა დაზღვეული იქნება – მეზობლისგან წყლის ჩამოსვლისგან, გათბობის, წყალგაყვანილობის, კანალიზაციისა თუ ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლისგან, სტიქიური მოვლენების -წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი- შედეგად მიყენებული ზარალისაგან, ხანძრისა და აფეთქებისგან, ქურდობის, ძარცვა-ყაჩაღობისგან და ვანდალიზმის შედეგად მიყენებული ზიანისგან.

თუ შენი ბინა დაზიანების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა, პრემიუმ პაკეტით უზრუნველყოფილი იქნები ბინის ქირით 3 თვის განმავლობაში.

პოლისის ღირებულება 25 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია ბინის ფართობზე. სადაზღვევო ლიმიტი, იგივე, ჯამური თანხა , რომლის ფარგლებშიც დაზღვეულია ბინა, სადაზღვევო პაკეტზეა დამოკიდებული: სტანდარტ პაკეტის ლიმიტი 10 000 ლარია, პრემიუმ პაკეტის კი-20 000 ლარი.

მეზობლებთან უთანხმოების თავიდან ასარიდებლად, შერჩეულ პაკეტს შეგიძლია, დაამატო პასუხისმგებლობის დაზღვევა თვეში მხოლოდ 6 ლარად. იმ შემთხვევაში, თუ შენ გამო მეზობლის რემონტი ან საყოფაცხოვრებო ნივთები დაზიანდა, მას 10, 000 ლარამდე კომპენსაციას ჩვენ გადავუხდით.

როგორ მივიღო მომსახურება?

ზარალის ასანაზღაურებლად განაცხადი უნდა დააფიქსირო ცხელ ხაზზე 0322505111, რის შემდეგაც დაგიკავშირდება მენეჯერი, მოვა მისამართზე, შეაფასებს ზარალს და სულ რაღაც  1 დღეში ანაზღაურებასაც მიიღებ.

თუ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანდა ბინის რემონტი ან ავეჯი, განაცხადის დაფიქსირების შემდეგ აუცილებელია, გარემოს დაცვის სააგენტოდან მივიღოთ მეტეოროლოგიური ცნობა კონკრეტულ პერიოდში სტიქიის მოცულობის შესახებ. თუ ამ მონაცემების მიხედვით, სტიქიური მოვლენის მასშტაბები დასაშვებზე მეტი იყო, ზარალი აგინაზღაურდება.

პოლისი კომფორტით ანაზღაურდება როგორც შენი, ისე შენ მიერ დაზარალებული მეზობლის სარემონტო ხარჯები სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში.

ამ შემთხვევაში მეზობლის სადაზღვევო პაკეტის ლიმიტიდან მოხდება კომპენსაციის გაცემა, რადგან მის გამო დაზარალდი და პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.

ახალი ავეჯის ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის დამატება სადაზღვევო პაკეტში პირადი კაბინეტიდან შეგიძლია- მიუთითე ნივთების სახეობები და  ღირებულება. ახალი ნივთების დამატებით პოლისის ღირებულება არ გაიზრდება.

სამწუხაროდ, სამკაულებს დაზღვეულ ნივთებში ვერ დაამატებ.

თუ სტიქიური მოვლენების, ხანძრის ან აფეთქების გამო ბინაში ცხოვრება შეუძლებელია, შენი და შენი ოჯახის ბინით უზრუნველყოფაზე ჩვენ ვიზრუნებთ და 3 თვის განმავლობაში 500$-მდე ღირებულების ბინის ქირას გადაგიხდით. ეს დრო საკმარისი იქნება, რომ შეძლო ბინის აღდგენა და მოწესირგება. გაითვალისწინე, რომ ამ მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ პრემიუმ პაკეტითაა შესაძლებელი

პოლისი კომფორტი ითვალსიწინებს ფრანშიზას – შიდა მოპირკეთების დაზიანების შემთხვევაში ზარალის 5%-ს, მინიმუმ 100 ლარს, შიგთავსის დაზიანების შემთხვევაში კი – მინიმუმ 150 ლარს თითოეულ შემთხვევაზე.
შეგახსენებთ, რომ ფრანშიზა არის თანხა, რომელიც არ ანაზღაურდება და გამოაკლდება ასანაზღაურებელ ზარალს.

რატომ უნდა დააზღვიო ბინა პოლისი კომფორტით?

ხელმისაწვდომობა

თვეში მხოლოდ 25 ლარიდან შესაძლებელია 10 000 ლარის ფარგლებში დააზღვიო რემონტი, ძვირფასი ავეჯი, ტექნიკა და მშვიდად იყო.

ლოიალობა

პოლისი კომფორტის ყოველთვიური ღირებულებიდან 5 %-ს ეკომონეტების სახით აგროვებ, რომელსაც ამავე პოლისის განახლებისას ან ახლის შესაძენად გამოიყენებ.

საიმედოობა

ფინანსდება გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული სერვისები. დაზღვევის ძალაში შესვლისთანავე შენ სარგებლობ ისეთი სამედიცინო მომსახურებებით, როგორებიცაა: ექიმთან ვიზიტი, გამოკვლევები, ანალიზები.

მიიღე კიდევ უფრო მეტი სარგებელი დაზღვევისგან

Scroll to Top

    ჩვენ დაგიკავშირდებით

    დაგვირეკე

    032 2 505 111

    სამუშაო საათები

    ორშაბათი-პარაკევი: 9:30 - 18:30
    info@gpih.ge
    ბოჭორიშვილის ქ.88/15, 0171, თბილისი

    ყურადღება

    განახლებული ჯიპიაის საიტი დროებით მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ ბმულს