ონკო ქეარი

ავთვისებიანი სიმსივნის რისკისგან დაზღვევის პოლისი

მაღალი ლიმიტი

მინიმალური ბიუროკრატია

თანხის განკარგვის თავისუფლება

5 ₾-დან

ფასდაკლება 10%

პოლისი ონკო ქეარი ავთვისებიანი სისმივნური დაავადებების დაზღვევის პოლისია, რომელიც დაავადების არმოჩენის შემთხვევაში 150 000 ლარამდე კომპენსაციას გასცემს. პაციენტის კი თანხის განკარგვის სრული თავისუფლება აქვს.

პოლისის ღირებულება 5 ლარიდან იწყება და ფასი დაზღვეულის ასაკზეა დამოკიდებული. ტარიფი 4 წლის განმავლობაში უცვლელია და ყოველ წელს პოლისი ავტომატურად ახლდება. მე-5 წლიდან ღირებულება ხელახლა ანგარიშდება.

ონკოქეარის შეძენა შეუძლიათ 65 წლამდე სრულწლოვან პირებს, რომლებსაც პოლისის გაფორმებამდე არ ჰქონიათ დადასტურებული ავთვისებიანი სიმსივნე.

დაზღვევამდე არსებული ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში კომპენსაცია არ გაიცემა.

ონკო ქეარს 6 თვიანი მოცდის პერიოდი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვევიდან 6 თვის განმავლობაში დაფიქსირებულ დიაგნოზზე არ გაიცემა კომპენსაცია.

ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტული პოლისისგან განსხვავებით, ონკო ქეარით ანაზღაურება – ერთჯერადი კომპენსაციაა, მხოლოდ დიაგნოზის საფუძველზე გაიცემა და მის მისაღებად მკურნალობისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა საჭირო არაა. ამასთან, დაზღვეულს არ აქვს ვალდებულება მიღებული თანხა სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენოს, მას ანაზღაურებული თანხის  განკარგვის სრული თავისუფლება აქვს.

ონკო ქეარი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო პროგრამებზე და შეძენის შემთხვევაში დაზღვეულს შეუძლია პროგრამით სარგებლობა.

ანაზღაურება არ გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ:

  • დაზღვეულს ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება დიაგნოსტირებული აქვს დაზღვევამდე
  • დაზღვეულს დაზღვევამდე დადასტურებული აქვს შემდეგი დიაგნოზი: ავთვისებიანი სიმსივნე, კიბო, ლეიკემია, ლიმფომა, B,C,D, E ფორმის ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზის რომელიმე ფორმა ან სხვა სახის ავთვისებიანი მდგომარეობა
  • თუ ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების დიაგნოსტირებისთვის საჭირო პროცედურები დაწყებულია მოცდის პერიოდის განმავლობაში (შეძენიდან 6 თვის განმავლობაში)
  • თუ დიაგნოსტირებულია არაინვაზიური ავთვისებიანი სიმსივნე
  • თუ არ არის გადახდილი დაზღვევის ღირებულება გრაფიკის შესაბამისად

დაზღვეულს კომპენსაციის განკარგვის სრული თავისუფლება აქვს-თვითონ წყვეტს მკურნალობისთვის გამოიყენებს თანხას თუ სხვა საჭიროებისთვის.

დიაგნოზის დადასტურებისთანავე განაცხადის დაფიქსირება ცხელ ხაზზე (0322505111) ხდება, რის შემდეგაც ,საჭირო დოკუმენტაციისა და განხილვის საფუძველზე, სრულად გაიცემა პოლისის ლიმიტის შესაბამისი კომპენსაცია.

 

ონკოქეარით, შენთან ერთად შეგიძლია 18 წლამდე შვილები დააზღვიო. მარტივად, პოლისის შეძენის დროს მიუთითებ ბავშვების მონაცემებს და იმავე ლიმიტით, ტარიფის გაზრდის გარეშე დააზღვევ.

რატომ უნდა შეიძინო პოლისი ონკო ქეარი?

ონკო ქეარით არჩეული ლიმიტის ფარგლებში შესაძლებელია 18 წლამდე შვილ(ებ)ის დაზღვევაც ისე, რომ არ გაიზრდება პოლისის ღირებულება.

საერთაშორისო კონსილიუმი

ონკოქეარი დაზღვეულს საშუალებას აძლევს, ყოველგვარი დანახარჯების გარეშე საქართველოში დასმული დიაგნოზი საზღვარგარეთ, მისთვის სასურველ კლინიკაში გადაამოწმოს. მის შემთხვევას ონკოლოგიის წამყვანი სპეციალისტები შეისწავლიან, რომლებიც ცნობილნი არიან მკურნალობისას უახლესი სამედიცინო ტექნიკების გამოყენებით და მიღწეული შედეგების საუკეთესო ხარისხით. 10 დღეში დაზღვეული ამ ექიმებისგან, მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ მკურნალობის გეგმას მიიღებს, რომელიც მედიცინის უახლეს სტანდარტებს ეფუძნება და საუკეთესო გზაა განკურნებამდე.

თანხის განკარგვის თავისუფლება

სტანდარტული ჯანმრთელობის დაზღვევისგან განსხვავებით, ონკო ქეარით დაზღვეულს არ სჭირდება წარმოადგინოს თანხის განკარგვის მიზნობრიობა (მკურნალობისთვის საჭირო დოკუმენტაცია, კალკულაცია), მას აქვს მიღებული კომპენსაციის განკარგვის სრული თავისუფლება და შეუძლია, თავად განსაზღვროს, სად და როგორ დახარჯავს თანხას.

მინიმალური ბიუროკრატია

კომპენსაციის მისაღებად საჭიროა მხოლოდ დიაგნოზი და გამოკვლევევნის პასუხები, რომლებიც გადამოწმდება და პოლისის პირობების შესაბამისად გაიცემა კომპენსაცია.

შვილების დაზღვევის შესაძლებლობა

ონკო ქეარი დაზღვეულს აძლევს შესაძლებლობას, ერთი ლიმიტის ქვეშ დააზღვიოს 18 წლამდე შვილ(ებ)ი ტარიფის ზრდის გარეშე!

საერთაშორისო კონსილიუმი

პოლისი ითვალისწინებს დიაგნოზის გადამოწმებას საზღვარგარეთის ტოპ საედიცინო კლინიკებში
Scroll to Top

    ჩვენ დაგიკავშირდებით

    დაგვირეკე

    032 2 505 111

    სამუშაო საათები

    ორშაბათი-პარაკევი: 9:30 - 18:30
    info@gpih.ge
    ბოჭორიშვილის ქ.88/15, 0171, თბილისი

    ყურადღება

    განახლებული ჯიპიაის საიტი დროებით მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ ბმულს