ავტო ფიქსი
ავტომობილის დაზღვევა ფიქსირებული ფასით და ლიმიტით.

სრულყოფილი დაცვა

შეუზღუდავი უფლებამოსილი მძღოლები

სწრაფი და მარტივი ანაზღაურება
48 ₾-დან
Black Friday -15%
აირჩიე შენთვის სასურველი პაკეტი
ყველა პაკეტი მოიცავს პირად ექიმს, სტომატოლოგიას და საერთაშორისო კონსულტაციას
ლიმიტი 5000 ლარი
48 ₾
თვეში
ყველა რისკი იფარება 90%-ით

ავტოსაგზაო შემთხვევა

მინების, სარკეების ცალკეული დაზიანება

სტიქიური მოვლენები

ულიმიტო უფლებამოსილი მძღოლები
ლიმიტი 10 000 ლარი
60 ₾
თვეში
ყველაზე პოპულარული პაკეტი ოპტიმალური ფასით

ყველა პროვაიდერი კლინიკა

პირადი ექიმი 100%

გეგმიური ოპერაციების ანაზღაურება

ამბულატორიული ანაზღაურება
რა მომსახურებები მიფინანსდება?
სადაზღვევო რისკები
პოლისი „ავტო ფიქსით“ შენი ავტომობილი დაცულია 5 000 ან 10 000 ლარამდე ლიმიტის ფარგლებში და უზრუნველყოფს კომპენსაციას შემდეგი შემთხვევებისას:
ავტოავარია (ბრალეულობის მიუხედავად), მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობა, ქურდობა და ძარცვა-ყაჩაღობა, საგნების ჩამოვარდნა, ხანძარი ან აფეთქება, მინების დაზიანება, სტიქიური უბედურებები და ვანდალიზმი.
ავტომომსახურების ჯგუფი 24/7
ნებისმიერ დროს შენს განკარგულებაშია 24-საათიანი ავტომომსახურების ჯგუფი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევისას დაგეხმარება პატრულთან ან/და მეორე მხარესთან ურთიერთობის მოგვარებაში.
მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა
ავტო ფიქსის ორივე პაკეტი მოიცავს მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას. რაც ნიშნავს, რომ თუ ავტომობილის მართვისას მესამე პირს მიაყენებ რაიმე სახის ზიანს, შენს ხარჯებს აანაზღაურებს დაზღვევა წინასწარ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.
ხშირად აინტერესებთ
რა ღირს ავტო ფიქსი?
პოლისი ავტო ფიქსის ღირებულება ფიქსირებულია – 48 ან 60 ლარი თვეში. პაკეტის ღირებულება განისაზღვრება სადაზღვევო ლიმიტით: 5000-ლარიანი ღირს 48 ლარი, ხოლო 10 000-ლარიანი ლიმიტით 60 ლარი.
რას ნიშნავს სადაზღვევო ლიმიტი?
სადაზღვევო ლიმიტი არის თანხა, რომლის ფარგლებშიც ანაზღაურდება ზარალი. მაგ. თუ 5000-ლარიანი ლიმიტის პაკეტი გაქვს , ზარალის შემთხვევაში, ზიანი სწორედ ამ თანხის ფარგლებში აგინაზღაურდება.
არის თუ არა განსხვავება დაფარვებში ავტო ფიქსის პაკეტებს შორის?
48-ლარიან და 60-ლარიან პაკეტებს შორის განსხვავება მხოლოდ დაფარვის ლიმიტშია — ანუ მაქსიმალურ თანხაში, რომლის ფარგლებშიც ზარალი აგინაზღაურდება. ორივე პაკეტი ერთნაირ რისკებს და ზარალის 90%-ს გიფარავთ.
რა რისკებს ფარავს ავტო ფიქსი?
ავტო ფიქსის ორივე პაკეტი ერთნაირად ფარავს შემდეგ რისკებს: ავარია ბრალდებულობის მიუხედავად, ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა, მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობა, საგნების ვარდნა, აფეთქება-ხანძარი, მინების დაზიანება.
აქვს თუ არა ავტო ფიქსს გამონაკლისები?
ავტო ფიქსის ორივე პაკეტი ითვალისწინებს მხოლოდ ორ გამონაკლისს – ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას და დაუდგენელ ვითარებას.
რა ტიპის ავტომობილის დაზღვევა შემიძლია ავტო ფიქსით?
ავტო ფიქსით შეგიძლია, მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების დაზღვევა.
მოიცავს თუ არა ავტო ფიქსი მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას?
ავტო ფიქსის ორივე პაკეტი მოიცავს მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას.
შემიძლია თუ არა ვისარგებლო ავტოასისტანსის მომსახურებით?
დიახ, ავტოავარიის შემთხვევაში შეგიძლია, ისარგებლო ავტოასისტანსის უფასო მომსახურებით.
პროვაიდერ კლინიკები
ავტოსამრეცხაო – ფორმულა 11
სატესტო მისამართი
ავტოსამრეცხაო – საშხაპე
სატესტო მისამართი
უფასო ტექდათვალიერება გრინვეიში
სატესტო მისამართი
– 0.15 ₾ ფასდაკლება ბენზინ გასამართი სადგური ვისოლში
სატესტო მისამართი
რატომ უნდა აირჩიო პოლისი ავტო ფიქსი?
ავტო ფიქსი ნებისმიერი ღირებულების ავტომობილის ყველა რისკს 90%-ით ფარავს.
სიმარტივე
ავტო ფიქსის პირობებში გასარკვევად დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდება. პირობები მარტივია -ყველა რისკი 90%-ით ფინანსდება, განსხვავდება მხოლოდ გადასახდელი თანხა და ლიმიტი.
ხელმისაწვდომობა
ავტო ფიქსი ყველაზე ხელმისაწვდომი დაზღვევაა. ფიქსირებული ტარიფით 48 ან 60 ლარით თვეში.
დაცულობა
ავტო ფიქსით შენი ავტომობილი დაცულია ყველა რისკისგან. მათ შორის დაზღვეულია მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობა.

