ავტო დაზღვევის ლოიალობის პროგრამა

რომელი ბრუნო ხარ?

დააზღვიე მანქანა პოლისი ავტო აქტივით და გახდი ხუთი ბრუნოდან ერთ-ერთი. აირჩიე ქულების დაგროვება ან ბენეფიტებით სარგებლობა.



სტარტერ ბრუნო

კომპაქტ ბრუნო

ბიგ ბრუნო

სუპერ ბრუნო

მაქს ბრუნო

ხშირად დასმული კითხვები

ბრუნო ჩვენი ახალი ლოიალობის პროგრამაა, რომელიც ავტომატურად აქტიურდება პოლისი ავტო აქტივის შეძენის შემდეგ. მისი მიზანია ავტოდაზღვევის გამოცდილება კიდევ უფრო ღირებული და მოქნილი გახადოს მომხმარებლისთვის.

პოლისი ავტო აქტივის შეძენისას ირჩევ ბრუნოს ქულების დაგროვება გირჩევნია თუ ბენეფიტები.

  • თუ ქულების დაგროვებას აირჩევ, უფრო მეტი ქულა დაგიბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ გააუმჯობესებ შენს დაზღვევას (დამატებით შეიძენ მგზავრთა უბედური შემთხვევისგან ან მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას, გაააქტიურებ ავტომატურ გადახდას და ა.შ.). დაგროვილი ქულებით შეძლებთ არსებული პოლისის განახლებას ან სხვა პროდუქტების შეძენას (მაგ. სამოგზაურო, ქონების და სხვა პოლისებს).
  • თუ ბენეფიტებს აირჩევთ, მიიღებთ სპეციალურ ფასდაკლებებს ან საჩუქრებს ავტომობილის მოვლის მომსახურებებზე — რეცხვის, ტექდათვალიერების და სხვ.[TS1] 

ბრუნო ხუთ დონიანი პროგრამაა და თითოეული დონე სხვადასხვა სარგებელს გულისხმობს – სტარტერ ბრუნო, კომპაქტ ბრუნო, ბიგ ბრუნო, სუპერ ბრუნო, მაქს ბრუნო. რაც უფრო მაღალ საფეხურზე აღმოჩნდებით უფრო მეტი ქულა დაგიგროვდებათ და უფრო მეტ ბენეფიტს მიიღებთ.
 ბრუნოს რომელ დონეზე აღმოჩნდებით დამოკიდებულია თქვენს პრემიაზე და თუ რომელი დამატებითი დაზღვევა გაქვთ შეძენილი და გაქვთ თუ არა ავტომატური გადახდა ჩართული. პროგრამის მთავარი მიზანია — წაახალისოს ავტომფლობელები და მძღოლები უფრო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებებისკენ. რაც უფრო მეტად ზრუნავთ საკუთარ და სხვების უსაფრთხოებაზე, მით უფრო მეტ ქულას იღებთ და მით უკეთესი პირობებით სარგებლობთ.

  • სტარტერ ბრუნო ავტომატურად გახდებიან მომხმარებლები, რომლებიც ყიდულობენ მხოლოდ ავტო აქტივის პოლისს.
  • კომპაქტ ბრუნო – ამ საფეხურზე გადასასვლელად უნდა გაააქტიუროთ ავტომატური გადახდა ან დაამატოთ ერთ-ერთი დამატებითი დაზღვევა:

    • მგზავრთა უბედური შემთხვევისგან დაზღვევა
    • მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა
  • ბიგ ბრუნო-  გახდებით მაშინ, როდესაც ორივე დამატებითი დაზღვევა გაქვთ შეძენილი („ავტო აქტივთან“ ერთად).
  • სუპერ ბრუნო-  თუ გაქვთ დამატებითი დაზღვევა (ერთ-ერთი ორს შორის) და ჩართული გაქვთ ავტომატური გადახდა — გადადიხართ მეოთხე საფეხურზე.
  • მაქს ბრუნო – გახდებით მაშინ, როცა გაქვთ ორივე დამატებითი დაზღვევა და ამავდროულად ჩართულია ავტომატური გადახდაც.

ბრუნოს უფრო მაღალ საფეხურზე მოსახვედრად  საჭიროა, რომ განახლებისას დაამატოთ დამატებითი დაფარვები(მგზავრთა უბედური შემთხვევისგან და/ან მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობისგან), ან ჩართოთ ავტომატური გადახდა.

დაგროვებული ქულებით შეგიძლია:

  • განაახლო არსებული დაზღვევა
  • შეიძინო სხვა სადაზღვევო პროდუქტები — მაგალითად, სამოგზაურო ან ქონების დაზღვევადა ა.შ.

ქულები და ბენეფიტები ყოველთვის შეგიძლია ნახო Mygpi.ge-ზე, თქვენი პირადი კაბინეტიდან.

ლოიალობის პროგრამა

ჩაერთელოიალობის პროგრამაში და მიიღე კიდევ უფრო მეტი სარგებელი დაზღვევისგან

აირჩიე ქულები ან სერვისები

მიიღე უფრო მეტი სარგებელი ავტომობილის დაზღვევისგან

ქულები

გამოიყენე დაგროვებული ქულები ახალი პოლისის შესაძენად ან ძველის გასაახლებლად

სერვისები

მიიღე დიდი ფასდაკლება ან ისარგებლე უფასოდ მანქანის მოვლის სერვისებით მთელი წლის განმავლობაში

პარტნიორი კომპანიები

მიიღე ფასდაკლებები ლოიალობის პროგრამით

როგორ მუშაობს ბრუნო?

მიიღე ფასდაკლებები ლოიალობის პროგრამით

დარეგისტრირდით

გადმოწერეთ Bruno აპლიკაცია ან დარეგისტრირდით ვებსაიტზე

შეიძინეთ პროდუქტები

ყოველი შენაძენისთვის მიიღებთ ბრუნო ქულებს

გამოიყენეთ ქულები

დაიბრუნეთ ქულები სასარგებლო საჩუქრებისა და ბონუსების სახით

მზად ხართ მეტი სარგებელი დაიბრუნოთ?

დაუმეგობრდით ბრუნოს დღესვე და დაიწყეთ ქულების დაგროვება!
Scroll to Top

სამუშაო საათები

ორშაბათი-პარაკევი: 9:30 - 18:30
info@gpih.ge
ბოჭორიშვილის ქ.88/15, 0171, თბილისი

ყურადღება

განახლებული ჯიპიაის საიტი დროებით მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ ბმულს

    ჩვენ დაგიკავშირდებით

    დაგვირეკე

    032 2 505 111