უბედური შემთხვევისგან დაზღვევა
კანონის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული უბედური შემთხვევისგან დაზღვევა

ზიანის სრული დაფარვა

ხელფასის კომპენსაცია

ბიულეტენის და მკურნალობის ხარჯები
ხშირად აინტერესებთ
რატომ არის სავალდებულო თანამშრომელთა უბედური შემთხვევისგან დაზღვევის პოლისის შეძენა?
2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებლებისთვის სავალდებულო გახდა მაღალი რისკის მქონე სამუშაოების შემსრულებელი თანამშრომლების დაზღვევა.
ვისთვის არის აუცილებელი ამ პოლისის შეძენა?
სავალდებულო დაზღვევის შეძენა აუცილებელია ყველა იურიდიული პირისთვის, მათ შორის, ინდმეწარმისთვის, რომელსაც მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილების საფუძველზე მიენიჭა მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოს შესრულების სტატუსი.
რა რისკებს აზღვევს პოლისი?
უბედური შემთხვევისგან დაზღვევის პოლისი ფარავს როგორც მსუბუქ, ასევე მძიმე და ფატალურ შემთხვევებს:
- დროებითი და მუდმივი შრომისუუნარობა
- ბიულეტენზე ყოფნა
- ხელფასის კომპენსაცია
- გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
- მკურნალობის ხარჯები
- გარდაცვალება
ვის შეუძლია ისარგებლოს პოლისით?
უბედური შემთხვევის დაზღვევით შესაძლებელია ისარგებლოს ნებისმიერი ასაკის პიროვნებამ/დასაქმებულმა, რომელიც იმყოფება შრომით ურთიერთობაში რომელიმე ორგანიზაციასთან ან არის თვითდასაქმებული.
რა პერიოდში მოქმედებს დაზღვევა?
დაზღვევის მოქმედების პერიოდი მოიცავს სამუშაო საათებს და ასევე, პირდაპირ, გზის გაუმრუდებლად საცხოვრებელი ადგლიდან სამსახურში და სამსახურიდან საცხოვრებელ ადგილამდე მგზავრობის პერიოდს.
რა ტერიტორიაზე მოქმედებს დაზღვევა?
დაზღვევის ტერიტორიული არეალი განისაზღვრებბა ყველა იმ ტერიტორიის ერთობლიობით, სადაც დასაქმებულები იმყოფებიან.გადაადგილდებიან სამსახურებრივი დანიშნულებით საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
როგორ მოვიქცეთ შემთხვევის დადგომისას?
- საჭიროა დატოვოთ შეტყობინება ცხელ ხაზზე უბედური შემთხვევის მომენტიდან 48 საათის განმავლობაში
- ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა 1 თვის ვადაში
- უბედური შემთხვევის შედეგად დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა დაზღვეულის კანონიერ მემკვიდრე/მემკვიდრეებზე
- ანაზღაურების გაცემის ვადაა 45 კალენდარული დღე
რა არის პოლისის ღირებულება?
გთავაზობთ თქვენი ბიზნესისთვის მორგებულ დაზღვევის ერთ წლიან პაკეტს. თქვენ ირჩევთ დასაზღვევ პირთა რაოდენობას და ანაზღაურების ლიმიტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია თანამშრომლების ჩანაცვლება.
ღირებულება დამოკიდებულია არჩეულ თანამშრომლების რაოდენობაზე და სადაზღვევო ლიმიტზე:
- მინიმალური რაოდენობა 3 თანამშრომელი
- წლიური გადასახადი ჯაურად 75 ლარიდან
- სადაზღვევო ლიმიტი 5000-75000 ლარამდე
როგორ შევიძინო პოლისი?
პოლისის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 505 111 და ჩვენი წარმომადგენელი შემოგთავაზებთ თქვენს ბიზნესზე მორგებულ პირობებს.

