LA CROSTA- იტალიური პიცის გემო, ნეაპოლიდან თბილისში

გამოქვეყნდა

დეკემბერი 15, 2025

გიფიქრიათ იმაზე, როგორი იქნებოდა ნეაპოლში ყოფნა — პატარა ქუჩაზე, სადაც ზღვის და ღუმლიდან ახლადგამომცხვარი პიცის სურნელი ერთმანეთს ერევა , ცომი თხელია, ხრაშუნა და გემო ზუსტად ისეთი აქვს, როგორიც მხოლოდ იტალიაში შეიძლება ჰქონდეს?

დღესესყველაფერიუკვე თბილისში შეგიძლია გამოსცადო — უკვე ერთი წელია პეკინისქუჩაზე, პატარა,  პიცერიასახელად La Crosta  გაიხსნა. აქ მოსვლისთანავე მოგხვდება თვალში იტალიური პეიზაჟები, ფოტოები რომლებიც იტალიის პატარა ქუჩებში გამოგზაურებს და რაც მთავარია ნამდვილი იტალიური პიცის სურნელი და გემო.  

La Crosta მეგობრობით და იდეით დაიწყო – გვიყვება მისი დამფუძნებელი გიორგი იაგორაშვილი.

მე და ჩემს მეგობრებს ყოველთვის გვქონდა ერთი ოცნება — შეგვექმნა ადგილი, სადაც ადამიანებს ნამდვილად გაუჩნდებათ ხოლმე სურვილი დაბრუნების. არა მხოლოდ გემოს, არამედ გარემოს, ხასიათისა და ადამიანების გამო.

გვყავდა ადამიანი, რომელიც 10 წელი ნეაპოლში აცხობდა პიცას და კარგად იცოდა იტალიური პიცის გემოს საიდუმლო. სწორედ ასე დაიწყო ყველაფერი.

რა ხდის La Crosta-ს პიცას განსაკუთრებულს?

პიცის ფუძე — ცომი — იქმნება იტალიური ფქვილისგან და მინიმუმ 72-საათიან ფერმენტაციას გადის. ეს პროცესი ცომს ხდის ელასტიურს, მაგრამ მსუბუქს; თხელს, მაგრამ ხრაშუნას. თითოეული პიცა მზადდება მაღალი ხარისხის, იტალიური პროდუქტებით — ყველი, ზეთი, პომიდორი — ყველაფერი ჩამოგვაქვს და ამას ცვენი მომხმარებელი ძალიან კარგად გრძნობს და აფასებს.

პიცერიის სახელი შემთხვევით არ აგვირჩევია. იტალიურად “la crosta” ნიშნავს ქერქს, პურის ან პიცის ხრაშუნა ზედაპირს — ზუსტად იმ ნაწილს, რაც კარგად გამოხდილი ცომისგან, ფერმენტაციისა და გამოცხობის შემდეგ მიიღება.
ჩვენთვის La Crosta არ არის მხოლოდ სახელი — ეს არის სიმბოლო იმისა რაც სხვებისგან გამოგვარჩევს და რაც ასე ძალიან მოსწონს ჩენს მომხმარებელს.  

 როცა საქმე პასუხისმგებლობამდე მიდის— ბიზნესის დაზღვევა

La Crosta-ს სარესტორნე სივრცის მოწყობაში სერიოზული ინვესტიცია ჩავდეთ , იმისტვის რომ პიცა იდეალურად გამოცხვეს  და პასტაც იდეალურად მოვამზადოთ — ვიყიდეთ თანამედროვე ტექნიკა, მათ შორის:

  • მაღალი სიმძლავრის პიცის ღუმელი, პასტის სახარში, ელექტრო ქურა, მაცივრები, წყლის სისტემები.

ბიზნესს ყოველთვის თან ახლავს რისკები. არის რისკები რომელსაც ვერ გათვლი , თუმცა არის რისკები რომლებიც წინასწარ შეგიძლია მართო და დააზღვიო. მაგალითად, ასეთი ტიპის ობიექტს ყოველთვის ახლავს ქონების დაზიანების რისკი. ტექნიკური დაზიანება, წყლის ან ელექტრო დაზიანება, რამაც შეიძლება ეს ჩვენი ძვირადღირებული ტექნიკა გააფუჭოს და სერიოზული ფინანსური ზიანი მოგვაყენოს როგორც ბიზნესს. რა თქმა უნდა მსგავსი ტიპის ფინანსური რისკები დაზღვევას ვანდეთ და ქონება და დანადგარები „ჯიპიაი ჰოლდინგში“ დავაზღვიეთ. თვეში სულ რაღაც 45 ლარს ვიხდით, რაც ნამდვილად ხელმისაწვდომი თანხაა და ჩვენ  როგორც ერთი წლის ბიზნესს მარტივად შეგვიძლია გადავიხადოთ. სამაგიეროდ მშვიდად ვართ და ვიცით, რომ თუ რამე დაზიანდება დიდი თანხა არ გვექნება მოსაძიებელი და დაზღვევა დაგვეხმარება.

ასევე პიცერია მდებარეობს პეკინის ქუჩაზე და არის ვიტრაჟული განლაგების ვანდალიზმის და მინების მსხვრევის ალბათობაა და ჩვენს მიერ ეს რისკიც დაზღვეულია.

მშვიდად ხარ, იცი რომ თუ რამე მოხდა არ მოგიწევს ყველაფრის ნულიდან დაწყება.  დაზღვევა გვაძლევს საშუალებას, კონცენტრირებულნი ვიყოთ მთავარზე — პიცის გამოცხობაზე და კმაყოფილ სტუმრებზე.

ჩემი საყვარელი პიცა?

რა თქმა უნდა, Gustosa — ზუსტად ის პიცა, რომელიც იტალიური კლასიკაა: გემრიელი, თხელი ცომით, მდნარი ყველით და ზუსტად იმ გემოთი, რომელიც ერთდროულად იტალიას და სახლს გაგახსენებს.

Scroll to Top

სამუშაო საათები

ორშაბათი-პარაკევი: 9:30 - 18:30
info@gpih.ge
ბოჭორიშვილის ქ.88/15, 0171, თბილისი

ყურადღება

განახლებული ჯიპიაის საიტი დროებით მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ ბმულს

    ჩვენ დაგიკავშირდებით

    დაგვირეკე

    032 2 505 111