2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა სავალდებულოა.
ახალი რეგულაცია ტურიზმის შესახებ კანონით ამოქმედდა და მიზნად ისახავს როგორც ტურისტების დაცვას, ისე სამედიცინო სექტორის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას.
თუ ადრე უცხოელი ვიზიტორები დაზღვევას ნებაყოფლობით ყიდულობდნენ, დღეს მოქმედი პოლისი საქართველოში შემოსვლის აუცილებელი წინაპირობაა.
რას მოიცავს საქართველოში შემომსვლელი ტურისტების სავალდებულო დაზღვევის პაკეტი ჯიპიასგან – ჯიპიაის სავალდებულო დაზღვევის პოლისი ტურისტებისთვის ?
ჯიპიაის ტურისტული დაზღვევის პოლისი სრულად შეესაბამება სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნებს და ვიზიტორებს რეალურ, პრაქტიკულ დაცვას სთავაზობს.
🔹 100 000 ლარამდე ანაზღაურების ლიმიტი
ჯიპიაის ტურისტული დაზღვევა ითვალისწინებს 100 000 ლარიან ანაზღაურების ლიმიტს, რაც საუკეთესო შეთავაზებაა ბაზარზე და სრულად აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ტურისტის ფინანსურ დაცვას ჯანმრთელობის ან უბედური შემთხვევის დროს.
🔹 პროვაიდერ კლინიკებთან ფართო ქსელი
ჯიპიაი თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ ყველა წამყვან სამედიცინო დაწესებულებასთან მთელი საქართველოს მასშტაბით. დაზღვეულ ტურისტს საშუაუალება ექნება 100%-ანი დაფინანსებით ისარგებლოს ამ კლინიკებში, არ მოუწევს ანაზღაურებისთვის ჩეკების გამოგზავნა.
🔹 24/7 მხარდაჭერა დაზღვეული ტურისტებისთვის
ჯიპიაიში ტურისტებს ემსახურებიან სპეციალური მხარდაჭერის მენეჯერები, რომლებიც 24/7 რეჟიმში უწევენ კონსულტაციას რუსულ და ინგლისურ ენებზე და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან ტურისტებს პროვაიდერ კლინიკებში სამედიცინო მომსახურების მიღებაში.
🔹 მარტივი ანაზღაურება არაპროვაიდერ კლინიკაში
იმ შემთხვევაში, თუ ტურისტი არაპროვაიდერ კლინიკაში მოხვდება, პროცესი მაინც მარტივია . საკმარისია სამედიცინო დოკუმენტაციისა და ქვითრების გამოგზავნა ჯიპიაის ელფოსტაზე, რის შემდეგაც ანაზღაურება კანონითა და პოლისით განსაზღვრული წესით მოხდება.
- ტურისტების სავალდებულო დაზღვევა არ არის ფორმალობა, რეალური დაცვაა ტურისტებისთვის
ტურისტების სავალდებულო დაზღვევა არაა უბრალოდ ფორმალობა, ის ტურისტს საქართველოში ყოფნისას რეალურად იცავს. აქამდე, ყოველთვის ტურისტს საკუთარი თანხის გადახდა უწევდა ასეთი შემთზხვევების დროს. ახლა კი ამ თანხის გადახდას სადაზღვევო სექტორი უზრუნველყოფს.
B2B პარტნირობის შესაძლებლობა
პოლისის შეძენა შეუძ₾ია როგორც თავად საქართველოში შემომსვლელ ტურისტს, ასევე ნებისმიერ ადამიანს ან კომპაიას ვინც უგეგმავს ტურისტს / ვიზიტორების ჯგუფს საქართველოში სტუმრობას.
ჯიპიაი, B2B პარტნიორობის ფარგლებში ნებისმიერ კომპანია ან კერძო პირს საშუალებას აძლევს, შეიძინონ სადაზღვევო პოლისები საქართელოსი შემომსვლელი ტურისტებისთვის ან ვიზიტორთა ჯგუფებისთვის ძალიან გამარტივებული პროცედურით , ზედმეტი დოკუმენტაციისა და სირთულეების გარეშე.
ჯიპიაითან თანამშრომლობა მომგებიანია როგორც კომპანიებისთვის, ისე ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, რადგან მათ აძლევს შესაძლებლობას, საკუთარ კლიენტებს შესთავაზონ რეალური სადაზღვევო დაფარვა პოლისით, რომელიც სრულად შეესაბამება მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს.
ჯიპიაის პოლისი ტურისტი – საქართველოსი შემომსვლელი ტუტისტების სავალდებულო დაზღვევა განკუთვნილია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში დროებით იმყოფებიან ტურისტული ან საქმიანი ვიზიტით. პოლისი უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფარვას დაზღვევის მოქმედების პერიოდში და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
ჯიპიაის პოლისი ტურისტი მოიცავს:
- 🚑 გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, მათ შორის სასწრაფო დახმარების მომსახურებას
- 🏥 გადაუდებელ ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ მკურნალობას
- 🦷 გადაუდებელ სტომატოლოგიურ დახმარებას
- ✈️ სამედიცინო ევაკუაციას
- ⚖️ რეპატრიაციას გარდაცვალების შემთხვევაში
დაფარვა ვრცელდება იმ შემთხვევებზე, რომლებიც გამოწვეულია უეცარი დაავადებით ან უბედური შემთხვევით დაზღვევის მოქმედების პერიოდში.
- დაზღვევა ძალაში შედის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისთანავე. ან თუ არარეზიდენტი უცხოეთის მოქალაქე პირი უკვე საქართველოშია და აქ შეიძინა პოლისი , დაზღვევა ძალაში შევა შეძენიდან 24 საათის შემდეგ. თუმცა, ეს წესი მოქმედებს მხოლოდ იმ ტურისტებისთვის, ვინც 2026 წლის 1 იანვრამდე გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
- ანაზღაურება ხდება პოლისში მითითებული სადაზღვევო თანხის ფარგლებში, ყველა შეტყობინებისა და დოკუმენტაციის მოთხოვნის დაცვით.
პოლისი შესაძენად გადადით მითითებულ ბმულზე.
ან დაგვირეკეთ ნომერზე +995 032 2 505 111

