მოტო ფიქსი
დააზღვიე შენი მოტოციკლეტი ისეთი რისკებისგან, როგორიცაა საგზაო შემთხვევა, ქურდობა, ყაჩაღობა, ხანძარი, აფეთქება, ვანდალიზმი და სტიქიური მოვლენები.

მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობა

მხარდაჭერის სერვისი 24/7
48₾-დან
რა რისკებისგან აზღვევს პოლისი "მოტო ფიქსი"?
“მოტო ფიქსი” არის მოტოციკლეტებისთვის განკუთვნილი სადაზღვევო პოლისი მოტოციკლეტებისათვის, რომელიც დაგაზღვევს შემდეგი რისკებით მოყენებული ზარალისგან:
მოტოციკლის დაზიანება ან განადგურება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს
ქურდობის, ყაჩაღობის ან ვანდალიზმისგან მიყენებული ზარალისას
მესამე მხარის ქონების დაზიანების ან სხეულის დაზიანების შემთხვევისას
საგარანტიო წერილი
შემთხვევის დადგომისას გაიცემა საგარანტიო წერილი, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ კომპანია პასუხისმგებელია მოტოციკლის ხარისხიან შეკეთებაზე, მითითებულ თანხასა და ვადებში.
მხარდაჭერა
შემთხვევის დადგომსას უკავშირდები მხარდაჭერის გუნდს, სადაც პერსონალური მენეჯერი გაგიწევს მომსახურებას ქეისის გახსნიდან მისი დახურვის ბოლო წამამდე. კონტაქტი გექნება მხოლოდ 1 ადმაიანთან, რომელიც შენს შემთხვევას დაარეგულირებს თავიდან ბოლომდე და არ მოგიწევს სხვადასხვა ადამიანთან კონტაქტი პროცესის მიმდინარეობისას.
მოქნილი ანაზღაურებისა და შეკეთების პროცესი
თუკი ჩვენს ავტორიზებულ სერვის ცენტრებში გააწყვეტ მოტოციკლის შეკეთებას, ანაზღაურებისა და შეკეთების პროცესი კიდევ უფრო მოქნილი და სწრაფი იქნება.
ავტორიზებული პროვაიდერების ქსელი
ჯიპიაი პასუხისმგებლობას იღებს ოპერატიულობაზე, გამართულ სერვისზე, შეკეთების ხარისხსა და ანაზღაურების სისწრაფესა და მოქნილობაზე. სხვადასხვა დაზიანების შემთხვევაში მოტოციკლეტის შეკეთება შეგიძლია ჯიპიაის ავტორიზებულ სერვის ცენტრებში : ექსპერტ ჰაბი (თბილისი, ა. ბელიაშვილის #29) და გლობალ ექსპერტიზა.
როგორ მივიღო მომსახურება?
როგორ მოვითხოვო ანაზღაურება?
ანაზღაურების მოთხოვნა შეგიძლია სატელეფონო ზარით ან აპლიკაციის მეშვეობით.
1000 ლარამდე ზარალი რეგულირდება ადგილზე, მხარდაჭერის მენეჯერის დახმარებით, ხოლო 1000 ლარზე მეტი ზარალის მქონე სადაზღვევო შემთხვევისას შეფასება მოხდება პროვაიდერ სერვის ცენტრში.
რა დრო სჭირდება თანხის ანაზღაურებას?
თანხის ანაზღაურებას სჭირდება შემთხვევიდან მაქსიმუმ 10 დღე, თუმცა შემთხვევების 90%-ში რეგულირება ხდება 3 დღეში.
რატომ უნდა შეიძინო მოტო ფიქსი?
დაფარული რისკები
მოტო ფიქსით შენ დაზღვეული ხარ ისეთი რისკებისგან, როგორიცაა: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, ქურდობა, გატაცება, ყაჩაღობა და მათი მცდელობა. ხანძარი, აფეთქება, ვანდალიზმი, სტიქიური მოვლენები, წყალდიდობა, დიდთოვლობა, მეწყერი, ღვარცოფი, სეტყვა, მიწისძვრა.
მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა
შენი ბრალეულობით მომხდარი ავარიის დროს, შენ ნაცვლად ჩვენ გადავუხდით დაზარალებულ მხარეს ხარჯებს. მოტოფიქსის და მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა ხდება ერთად.
მხარდაჭერის სერვისი 24/7
მხარდაჭერის ჯგუფის მიზანია, მიიღო სწრაფი და კომფორტული
სერვისი. მხარდაჭერის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი კომპეტენციის მქონე ექსპერტებით, რომლებიც შენს მხარდამხარ მოაგვარებენ სადაზღვევო შემთხვევებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს. მხარდაჭერის მენეჯერი თქვენთან
არის კონტაქტზე შემთხვევის დადგომიდან მის სრულ დარეგულირებამდე.

