თავშეყრის ადგილების სავალდებულო დაზღვევა
კანონის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა

სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ზიანი

მესამე პირის ქონების ზიანი

მეწარმის ქონების და მარაგების ზიანი
ხშირად აინტერესებთ
რატომ და ვისთვის არის სავალდებულო თავშეყრის ადგილების პოლისის შეძენა?
სამოქალაქო პასუსიხმგებლობის დაზღვევა მთავრობის დადგენილებით სავალდებულოა მსაობრივი თავშეყრის ობიექტებისთვის 2019 წლის 27 მარტიდან:
- სავაჭრო ცენტრი
- ბაზრობა
- ბენზინგასამართი სადგური
- სასტუმრო
სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მიზანია მასობრივი თავშეყრის ობიექტებში და ამ ობიექტებიდან გამომდინარე, მესამე პირთა პირადი და ქონებრივი ინტერესების დაცვა.
რა შემთხვევები ანაზღაურდება?
ანაზღაურდება მხოლოდ სადაზღვევო ტერიტორიაზე დაზღვეული საქმიანობის განხორციელებისას მომხდარი ისეთი შემთხვევები, რომელმაც გამოიწვია:
- მესამე პირის ქონების დაზიანება
- მესამე პირის სხეულის დაზიანება
რა რისკებს აზღვევს პოლისი?
პოლისით აგინაზღაურდებათ თანხა, რომლის გადახდაც დაგეკისრათ მესამე პირის ფიზიკური ან ქონების ზიანისთვის იურიდიული და სასამართლო ხარჯების ჩათვლით, პოლისში მითითებული ანაზღაურების ლიმიტის ფარგლებში, რომელიც მიადგა მესამე მხარეს.
მაგალითად:
თუ სასტუმროში თქვენმა თანამშრომელმა მოწმინდა იატაკი და არ დადგა შესაბამისი ნიშანი, რის გამოც სტუმარი წაიქცა და დაზიანდა, ჩვენ აგინაზღაურებთ თქვენზე დაკისრებულ ფინანსურ ზარალს. ან თუ საწარმოში ცეცხლი გაჩნდა და გადედო გვერდზე მდგომ შენობას, ჩვენ გაინაზღაურებთ თქვენზე დაკისრებულ ქონების ზიანს.
როგორ მოვიქცეთ შემთხვევის დადგომისას?
საჭიროა დატოვოთ შეტყობინება მხარდაჭერის გუნდში შემთხვევის დადგომის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში.
რა არის პოლისის ღირებულება?
პოლისის ღირებულება დაითვლება ინდივიდუალურად, გამომდინარე ბიზნესის ზომიდან, ჯამური და ერთ შემთხვევაზე ლიმიტიდან და ა.შ.
როგორ დავაზღვიო?
პოლისის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 505 111 და ჩვენი წარმომადგენელი შემოგთავაზებთ თქვენს ბიზნესზე მორგებულ პირობებს.

