სამშენებლო სპეც-ტექნიკის დაზღვევა
სამშენებლო ტერიტორიაზე სპეციალური მძიმე ტექნიკის დაზიანებით გმაოწვეული ფინანსური რისკებისგან დაცვის პოლისი

მაქსიმალური დაფარვა

უსაფრთხო ოპერაციები

სწრაფი ანაზღაურება
როგორ მივიღო მომსახურება?
რას მოიცავს სამშენებლო სპეც-ტექნიკის დაზღვევის პოლისი?
სამშენებლო მანქანა-დანადგარების დაზღვევა გიცავთ ფინანსური ზარალისგან იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, როდესაც კომპანიის სპეც-ტექნიკა დაზღვევის ტერიტორიაზე ზიანდება ან ნადგურდება.
როდის მოქმედებს დაზღვევა?
როცა ტექნიკა მუშაობს, როცა რეგულირებაზეა, რემონტშია ან როცა უბრალოდ დგას სამუშაო ადგილას. პრაქტიკულად ნებისმიერ რეალურ სცენარში, სადაც ზიანი შეიძლება წარმოიშვას.
რომელი ტიპის ტექნიკის დაზღვევაა შესაძლებელი?
სამეურნეო და სამშენებლო მობილური ტექნიკა
დანადგარები, დამტვირთველები, ექსკავატორები, ამწეები, ბულდოზერები და სხვა სპეციალური მანქანა–დანადგარები,
რომელ შემთხვევებს აზღვევს პოლისი?
პოლისი გიცავს მაშინ, როცა:
• სამშენებლო სამუშაოების დროს ტექნიკა ჩაიძირა მიწაში ან გადაბრუნდა
• მოხდა შეჯახება და დაზიანდა მანქანა
• ოპერატორის არასწორი ექსპლუატაციის შედეგად ტექნიკა დაზიანდა
როგორ მოვიქცე ზარალის დადგომისას?
ზარალის დადგომის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ ჩვენი მხარდაჭერის გუნდს ნომერზე 032 2 505 111 ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე info@gpih.ge.

