პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
ცხელი ხაზი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 9:30 - 18:30
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
Covid-19-ის მკურნალობა
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

3 მიზეზი, რატომ გჭირდება ავტოდაზღვევა

რა არის ავტოდაზღვევა და რას მოიცავს იგი?

 

არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ბრენდის ავტომობილი გყავს, ან მართვის რამდენწლიანი გამოცდილება გაქვს – მოულოდნელი შემთხვევებისგან დაცული არავინ ვართ. ავტოდაზღვევის მთავარი მიზანი კი სწორედ ისაა, რომ გაუთვალისწინებელი რისკებისგან დაგაზღვიოს. მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ, რას ვგულისხმობთ “გაუთვალისწინებელ რისკებში”:

 

  • ავტოავარია (ბრალეულობის მიუხედავად); 
  • ქურდობა, ძარცვა, გატაცება; 
  • ვანდალიზმი;
  • სტიქიური მოვლენები + სეტყვა, მიწისძვრა;
  • მინების, სარკეების ცალკეული დაზიანება

 

 

რატომ გჭირდება ავტოდაზღვევა?

 

           1. დაზოგე ოჯახის ბიუჯეტი

     თითქმის ყველა ავტომფლობელს წელიწადში 2-3 ავტოსაგზაო შემთხვევა მაინც მოსდის, ან პირიქით – გაჩერებული ავტომობილი უზიანდება გარკვეული მიზეზების გამო. შეკეთების ხარჯები კი ზოგჯერ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რომლის ერთიანად გადახდაც არ შეგვიძლია. სწორედ ამ რისკისგან გვიცავს ავტოდაზღვევა – ყოველთვიურად იხდი მცირე თანხას, რათა სამომავლოდ თავი დაცულად და მშვიდად იგრძნო.

 

           2. აინაზღაურე გაუთვალისწინებელი ხარჯები

ავტოდაზღვევა გიცავს ფინანსური ხარჯებისგან, მაშინაც კი, როდესაც სხვის მანქანას აზიანებ. არავინ ვართ დაზღვეულები მოულოდნელი შემთხვევისგან, თუმცა შეგვიძლია დაზღვეული ვიყოთ მოულოდნელი ხარჯებისგან.  მაგალითად, თუ   პარკირების დროს მეზობლის მანქანა დააზიანე და შეკეთებისთვის  500 ლარი გჭირდება, დაგვირეკავ და უპრობლემოდ ჩაგირიცხავთ შენი მეზობლის მანქანის შესაკეთებელ თანხას.

 

           3. დაიზღვიე თავი მოულოდნელი შემთხვევებისგან

ქარი, სეტყვა, წყალდიდობა და სხვა სტიქიური მოვლენები საკმაოდ გახშირდა. სამწუხაროდ, მათი პრევენცია არ შეგვიძლია და ვერც ავტომობილს დავიცავთ. თუმცა, ფინანსური რისკი ამ შემთხვევაშიც  შეგვიძლია დავაზღვიოთ. ავტოდაზღვევის პაკეტები მოიცავს სტიქიური უბედურებისგან დაზღვევას – თუ შენს ავტომობილი წყალდიდობამ დააზიანა ან უბრალოდ ხე დაეცა, ხარჯებს აუცილებლად აგინაზღაურებთ.

 

 

რას გთავაზობს GPI?

 

ჯიპიაის ავტოდაზღვევის პოლისები ერთმანეთისგან ფასით და პირობებით განსხვავდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია აირჩიო სასურველი პაკეტი და მოირგო შენი ცხოვრების სტილის, ბიუჯეტის და საჭიროებების შესაბამისად. ეს პროცესი რომ გაგიმარტივდეს, თითოეულ პოლისზე დეტალურად მოგიყვებით:

 

ავტო აქტივი

 

  • პაკეტი M ბიუჯეტურია და მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევას ანაზღაურებს.
  • პაკეტი L ყველა რისკისგან გიცავს: ავტოავარია (მიუხედავად ბრალეულობისა), ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა, გატაცება, ვანდალიზმი, ხანძარი, აფეთქება, საგნების ვარდნა და სტიქიური მოვლენები.
  • პაკეტი XL კი პაკეტი L-ის გაუმჯობესებული ვარიანტია, რადგან ნულოვან ფრანჩიზასაც მოიცავს.

პაკეტების შედარებისას შეგიძლია, მარტივად ამ ცხრილით იხელმძღვანელო. 

 

ავტო ფიქსი

 

ავტო ფიქსი ავტოდაზღვევის უნიკალური პროდუქტია, რომელიც თვეში მხოლოდ 40 ან 50 ლარად ყველა რისკს 90%-ით დაგიფარავს. ლიმიტიც ფიქსირებულია – 40 ლარიანი პაკეტის შემთხვევაში 5000 ლარია, 50 ლარიანის შემთხვევაში კი – 10 000 ლარი.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა

 

დაზღვევის ეს პაკეტი დაგიცავს ფინანსური ზარალისგან იმ შემთხვევაში, თუ შენი ბრალეულობით სხვისი მანქანა ან ქონება დაზიანდება. შენი პასუხისმგებლობა დაზღვეული იქნება 5 000, 7 000 ან 10 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში.

 

 

ხშირად დასმული კითხვები

 


როგორ ითვლება დაზღვევის ფასი?
 

ტარიფი დამოკიდებულია დასაზღვევი ავტომობილის მარკაზე, ფასსა და გამოშვების წელზე. ასევე მნიშვნელოვანია მძღოლის ასაკი და გამოცდილება. შეგიძლია თანხა ერთჯერადად გადაიხადო ან 12 თვეზე გადაანაწილო.

 

როგორ ხდება ანაზღაურება?

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მარტივად გახსნი MyGPI აპლიკაციას, გადაუღებ ფოტოს ავტომობილს და გაგზავნი მოთხოვნას ანაზღაურებაზე. შემთხვევის მენეჯერი 15 წუთში დაგიკავშირდება და ასანაზღაურებელი თანხა მეორე დღესვე ჩაგერიცხება. 

 

როგორ შემიკეთებენ მანქანას?

ჯიპიაის აქვს ავტორიზებული პროვაიდერების ქსელი და მანქანის შეკეთების საგარანტიო სერვისი. შენზე მორგებული პირადი ასისტენტი თვალყურს ადევნებს, რომ შეკეთების პროცესი დროულად და ხარისხიანად წარიმართოს.



მოკლედ რომ ვთქვათ – ჯიპიაი არის ავტოდაზღვევა, რომელიც შენ ჯიბეზეა მორგებული. თქვი ნებისმიერი ფასი, რომელსაც მარტივად გადაიხდი ყოველთვიურ დაზღვევაში. ჩვენ კი, ელვის სისწრაფით გაგიმზადებთ სპეციალურად შენ მიერ დასახელებულ ფასზე მორგებულ სადაზღვევო პაკეტებს. ჯიპიაის ავდოდაზღვევის შესაძენად გადადი ბმულზე.

უკან დაბრუნება