პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

ავტომობილის დაზღვევა ფუფუნება არ არის

მანქანის დაზიანება ყველა ადამიანისთვის ემოციურად რთული შემთხვევაა. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, როცა ახალი ავტომობილი საკუთარი შეცდომის გამო ზიანდება. გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხშირია. გამოცდილი მძღოლებიც კი ხანდახან ვერ ახერხებენ, საავარიო სიტუაციებისგან დაიძვრინონ თავი.

 

საგზაო შემთხვევამ გამოუსწორებელი ზარალი რომ არ მოგაყენოს, აუცილებელია გქონდეს ავტო დაზღვევა.

 

 ჯიპიაის დაზღვევის უპირატესობები შენთვის უკვე ცნობილია. წინა ბლოგებმა ალბათ დაგარწმუნა, რომ ავტომობილის შეძენისთანავე მის დაზღვევაზე უნდა იზრუნო. ამ სტატიაში კი მოგიყვებით ნამდვილ ამბავს 41 წლის ნანაზე, რომელსაც დაზღვევამ ზარალი ადეკვატურად აუნაზღაურა და თან ემოციური სტრესიც შეუმსუბუქა.

ჯიპიაის მომსახურებით კმაყოფილი ნანა ინტერვიუზე დაგვთანხმდა და რამდენიმე შეკითხვას უპასუხა:

 

- როდის და რატომ გადაწყვიტე ავტომობილის დაზღვევა?

 

- მანქანის შეძენა ერთი წლის წინ გადავწყვიტე. თანხა იმდენ ხანს ვაგროვე, სანამ ჩემთვის საყვარელ მანქანაზე არ მიმიწვდებოდა ხელი. ვიცოდი, რომ ძვირადღირებული ავტომობილის შეძენა მრავალ რისკთან იყო დაკავშირებული. პირველ რიგში, დამწყები მძღოლი ვარ - ვიცი, მანქანის მართვისას გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია.  სანამ ამ გამოცდილებას დავაგროვებ, შესაძლოა, ბევრი, წვრილ-წვრილი შეცდომა დავუშვა. ამიტომ ავტომობილი შეძენისთანავე დავაზღვიე. მანქანა ახალია, ძვირადღირებული. ჩემი ან სხვისი შეცდომების გამო მისი დაზიანება ნიშნავს, რომ შესაკეთებლად უამრავი თანხისა და დროის გაღება მომიწევდა. ამ პროცედურებისგან თავის ასარიდებლად, მანქანის დაზღვევა “ჯიპიაის” ვანდე - ვიცოდი, მათი ასისტენტი, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა პრობლემას ჩემ მაგივრად მოაგვარებდა.

 

დამატებით კიდევ სარგებლობ GPI-ს სხვა სერვისით?

 

- დავაზღვიე არა მხოლოდ ჩემი ავტომობილი, არამედ  ავტოპასუხისმგებლობაც. ამ შემთხვევაში,  ვიცი, რომ თუ მესამე პირს მანქანა დავუზიანე, პოლისი მასაც დააზღვევს და ზარალს აუნაზღაურებს. კომფორტული და სასიამოვნოა, როცა იცი, რომ საკუთარი შეცდომის მიუხედავად, მაინც არ მოგიწევს სხვისი ავტომობილის შესაკეთებლად სირბილი და ხარჯების თვლა.

 

- მოგვიყევი შენი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ.

 

- ახალი მანქანით ერთი წელიწადი უსაფრთხოდ ვიარე. როცა უკვე უფრო თავდაჯერებული მძღოლი ვხდებოდი, სწორედ მაშინ გამოვიწვიე ავარია. 

შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა. მოძრაობის წესები დავარღვიე, ყვითელ მაშუქზე გასწრება ვცადე, რომ წითელზე არ გავჩერებულიყავი. ვერ მოვასწარი. ვიფიქრე, რომ მანქანის გაჩერებაც  გვიან იყო და სვლა განვაგრძე. ამ სიჩქარეში მარცხენა მხრიდან მომავალმა მძღოლმა, ვერ შემამჩნია, არ მელოდა და დამეჯახა. ორივე მანქანა ძალიან დაზიანდა. მის ავტომობილსაც და ჩემსასაც მრავალი ნაწილი გამოსაცვლელი ჰქონდა. ავარია მე გამოვიწვიე და რადგან ჩემი ბრალი იყო, მანქანების შეკეთებაც მე დამეკისრა პასუხისმგებლობად. 

ამ თანხის გაღება ძალიან რთული იქნებოდა - ალბათ, შეუძლებელიც. არ ვიცი, რა მეშველებოდა, დაზღვევა რომ არ მქონოდა. ჯიპიაიმ ამ სიტუაციაში გადამარჩინა და ყველანაირად დამეხმარა, ზარალი ამენაზაურებინა.

 

-რა თანხა მიიღე ანაზღაურების სახით GPI-სგან?

 

 კომპანიამ დაყოვნების გარეშე 4000 ლარი ამინაზღაურა. მეორე ავტომობილის მძღოლს 5000 ლარამდე თანხა ჩაერიცხა. ეს თანხა სრულიად საკმარისი იყო დაზიანებების შესაკეთებლად. მეტიც, მანქანის შეკეთების შემდეგ ის ახალივით გამოიყურება.

 ჯიპიაი უკვე მრავალი წელია, ამტკიცებს,  რომ ის  ყველაზე რთული სიტუაციიდან დაგიხსნის.  ნანას ამბავი კიდევ ერთი მაგალითია, როგორ შეუძლია კარგ დაზღვევას, სწრაფად გამოასწოროს დაუფიქრებლად დაშვებული შეცდომები. 

 

თუ შენც ნანასავით ახალი მძღოლი ხარ, ან პირიქით, საჭესთან უკვე მრავალწლიანი გამოცდილება გაქვს და მანქანა ჯერ არ დაგიზღვევია, გაითვალისწინე, რომ მოულოდნელობებს თავს ყოველთვის ვერ აარიდებ ბმულზე შეგიძლია წამებში დათვალო ავტოდაზღვევის ფასი და მიიღო შენზე მორგებული შეთავაზება. მანქანის დაზღვევას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. ამ წუთების გაღებამ შეიძლება, მომავალში მრავალი საათი, თანხა და ენერგია დაგაზოგინოს. 

 

ნახე, რომელი ავტოდაზღვვეა გერგება და გამოთვალე დაზღვევის ფასი  ბმულზე.

 

უკან დაბრუნება