პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

როგორ შეუძლია ავტოდაზღვევას შენი ყოველდღიურობის გამარტივება: ლელა დოლიძის ამბავი

ავტოდაზღვევა მძღოლებს ყოველდღიურად ეხმარება

მარტივია იმის შეგრძნება, რომ დაზღვევის ყიდვას არანაირი სარგებელი არ მოაქვს, სანამ გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოხდება. სინამდვილეში, ავტოდაზღვევის გარეშე, ყოველი დღე უფრო სტრესულია.

მანქანის ყიდვა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. შეიძლება, თქვენი ოცნების მანქანისთვის, წლების განმავლობაში აგროვებდეთ თანხას. „ჯიპიაიში“ ვიცით, რომ ამ ძვირფასი შენაძენის დაზიანებას დარდი, ნერვიულობა და დამატებითი, უზარმაზარი, ხარჯების გაღება მოჰყვება. ამიტომაც, ჩვენ გთავაზობთ ავტოდაზღვევის მარტივ და ხელმისაწვდომ პოლისებს, რომელიც დროის, ენერგიის და თანხის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

ჩვენი ერთ-ერთი მომხმარებელი, 36 წლის ლელა დოლიძე, ნათელი მაგალითია, გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, თუ როგორ ხდება „ჯიპიაი“ შენი საიმედო მეგობარი.

 

 

როგორ დაიწყო ლელა დოლიძის ამბავი?

თუ იფიქრებთ მომავალზე და გაითვალისწინებთ, რომ ყველაზე გამოცდილი მძღოლებიც უშვებენ შეცდომას, მიხვდებით, რომ ავტოდაზღვევის გარეშე სამყაროში ქაოსი დაისადგურებდა. დაზღვევის გარეშე უნდა იზრუნო არა მხოლოდ შენს, არამედ მეორე ადამიანის ზარალზეც. ლელას, სწორედ, საკუთარი დროის დახარჯვა და უამრავი საბუთის შევსება მოუწევდა, რომ არა „ჯიპიაი.“

 

ლელა დოლიძის ისტორია იწყება ასე: 4 წლის განმავლობაში შეგროვებული თანხით, მან თავისი საოცნებო მანქანა იყიდა. ლელასთვის პრიორიტეტი იყო, რომ თავის „ნისან ჯუკს“ მოფრთხილებოდა და პასუხისმგებლიანი მძღოლი ყოფილიყო. ამიტომ, მან შენაძენის პირველივე დღესვე დააზღვია ავტომობილი. ასე, მისთვის მანქანით ქუჩებში სიარული სასიამოვნო გამოცდილება იქნებოდა. ლელამ იცოდა, „ჯიპიაის“ დაზღვევით, მისი სიმშვიდე გარანტირებული იყო.

 

 

როგორ დაეხმარა „ჯიპიაის“ ავტოდაზღვევა ლელა დოლიძეს?

შეიძლება, მანქანის მართვისას საკუთარ თავს ენდობით - იცით, რომ სახიფათო სიტუაციებისგან თავის არიდება შეგიძლიათ. მაგრამ, სამწუხაროდ, გზაზე უსაფრთხოება, მხოლოდ თქვენზე დამოკიდებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ლელა თავის მანქანაზე ზრუნავდა და საგზაო წესებსაც ზედმიწევნით იცავდა, გაუთვალისწინებელი შემთხვევა მაინც მოხდა. მანქანის შეძენიდან სულ რაღაც 1 თვეში, ლელას „ნისანს“ სხვა დაეჯახა და მანქანას მნიშვნელოვანი დაზიანებებიც მიაყენა.

ლელა ამბობს, რომ მანქანის დაზიანების გარდა, მისთვის ყველაზე რთული მეორე მძღოლთან კომუნიკაცია იქნებოდა. მისი ყოველდღიურობა სრულიად შეიცვლებოდა. მუდმივად მოუწევდა იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეეძლო ზარალის აღდგენა და იმ სიტუაციის მოგვარება, სადაც თვითონ დამნაშავე სრულიად არ იყო. ამ შემთხვევაში, მას გაუმართლა - ლელას უკვე დაზღვეული ჰქონდა თავისი ავტომობილი.  ავტოდაზღვევით ყველა პრობლემის გადაჭრაში მას „ჯიპიაის“ სერვის მენეჯერი დაეხმარა.

 

           1. „ჯიპიაის“ აპლიკაციით განცხადების დაფიქსირება

 

ავტოავარიის შემდეგ ლელამ, პირველ რიგში, ავარიის შესახებ განცხადება დაწერა. დაზღვევის გარეშე, მას მოუწევდა, პატრულთან საუბარი და უამრავი ფორმის შევსება. ამ პროცესის დასრულებას კი, რამდენიმე დღე და შესაძლოა, რამდენიმე კვირაც დასჭირვებოდა. მაგრამ, „ჯიპიაის“ ავტოდაზღვევისთვის სპეციალურად განკუთვნილმა აპლიკაციამ, ლელას საშუალება მისცა, შემთხვევა წამებში დაეფიქსირებინა. „ჯიპიაის“ აპლიკაციის შევსების გამარტივებული ფორმა გულისხმობს, რომ რიგში დგომის, ლოდინის და ნერვიულობის გარეშე, ონლაინ, სულ რამდენიმე დაწკაპუნებით, შენი განცხადება სანდო ხელში აღმოჩნდება.

 

          2სერვის მენეჯერი ავარიის ადგილზე მივიდა

 

"ჯიპიაის" ავტოდაზღვევა კლიენტებისთვის არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ემოციური ზარალის აღდგენასაც ახერხებს. ლელას, როგორც არცერთ ჩვენგანს, არ უნდოდა, უპასუხისმგებლო მძღოლთან დავა. ამიტომ, ადგილზე სერვის მენეჯერი გამოიძახა. ბაჩო ავტოავარიის ადგილზე სწრაფად გამოცხადდა და ამ წამიდან, ლელა უკვე თავისუფალი იყო, რომ ნერვიულობის გარეშე გაეგრძელებინა თავისი ყოველდღიური ცხოვრება. განცხადების დაფიქსირებიდან ბაჩო, „ჯიპიაის“ სერვის მენეჯერი, უკვე მზად იყო, ყველა დეტალი ლელას მაგივრად გაერკვია.

    

          3. უწყვეტი კომუნიკაცია

 

24 საათის განმავლობაში, „ჯიპიაის“ სერვის მენეჯერები მზად არიან, თქვენს კითხვებს უპასუხონ. ლელას, ავტოავარიის შემთხვევიდან, ზარალის ანაზღაურებამდე, ბაჩოსთან უწყვეტი კომიუნიკაცია ჰქონდა. „ჯიპიაის“ ავტოდაზღვევამ უზრუნველყო, რომ მძღოლი მუდმივად ინფორმირებული ყოფილიყო.

 

"ჯიპიასთან" კომუნიკაცია არ სრულდება განცხადების გადაცემის მომენტში - პირიქით, სერვის მენეჯერი უზრუნველყოფს, რომ ანაზღაურების პროცესში იყოთ სრულიად ინფორმირებულები. თანამშრომლობისას ლელამ ზუსტად იცოდა, რა იყო მისი განცხადება და კონკრეტულად რამდენ დღეში აუნაზღაურდებოდა ზარალი.

               

         4.მოკლე დროში ზარალის სრული ანაზღაურება

 

ავტოავარიიდან, სულ რაღაც 10 დღეში, ლელას ანგარიშზე კომპენსაცია სრულად ჩაირიცხა. „ჯიპიაის“ ავტოდაზღვევის დახმარებით, მოკლე დროში, ზარალის ასანაზღაურებლად, ლელამ ადეკვატური თანხა მიიღო.

ამის შემდეგ ლელამ იცის, რომ „ჯიპიაის“ დაზღვევასთან ერთად, გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს, ავტოდაზღვევით სარგებლობისას კომპენსირებული თანხა სამართლიანად და ადეკვატურად აუნაზღაურდება და „ჯიპიაის“ სერვის ცენტრში მის მანქანას დროულად და ხარისხიანად შეაკეთებენ.

 

       

    როგორ გიცავთ „ჯიპიაი“ ყოველდღიური რისკებისგან?

 

ამ შემთხვევაში, ლელა დამნაშავე არ იყო - მანქანა, რომლის შესაძენად 4 წელიწადის განმავლობაში აგროვებდა თანხას, სხვა მძღოლის გამო დაზიანდა. მაგრამ, ხომ შეიძლება დაზიანების მიზეზი სულ სხვა რამე იყოს?  თუ გაინტერესებს, „ჯიპიაის“ ავტოდაზღვევა რა შემთხვევებში აგინაზღაურებთ ზარალს, მიჰყევი ამ ბმულს. აქ „ჯიპიაის“ მოქნილი პოლისების შესახებ უფრო მეტს გაიგებ და ასევე, გაეცნობი სამ უპირველეს მიზეზს, თუ რატომ სჭირდება ყველა მძღოლს ავტოდაზღვევა.

უკან დაბრუნება