პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება.
ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.
ნებისმიერი ზარალი, რომელსაც ადგილი ჰქონდა მაშინ, როდესაც დაზღვეულს შეჩერებული ან გაუქმებული ჰქონდა სერთიფიკატი
კოსმეტოლოგიური, ან ნებისმიერი მსგავსი სამედიცინო მანიპულაციების არადამაკმაყოფილებელი შედეგი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი მიადგა პაციენტის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას
ნებისმიერი სარჩელი დაკავშირებული პაციენტის ნარკოლოგიურ, ფსიქოტროპულ, ალკოჰოლურ და/ან ფსიქიკურ სამკურნალო ღონისძიებებთან
ნებისმიერი შემთხვევა, დაკავშირებული ფეხმძიმობის სტიმულაციის თავიდან აცილებასთან, სტრერილიზაციასთან, ხელოვნურ განაყოფიერებასთან და/ან აბორტთან
ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დავა დაზღვეულისთვის გამამართლებელი გადაწყვეტილებით დასრულდა
ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ სადაზღვევო პერიოდში მომხდარი და სადაზღვევო კომპანიისთვის ცნობილი სადაზღვევო შემთხვევები
ზარალის მოცულობა და ექიმის/სამედიცინო პერსონალის ბრალეულობა დადასტურებული უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს მიერ ( სასამართლო, რეგულირების სააგენტო, მედიაციის სამსახური)
ანაზღაურდება მხოლოდ ამ სამედიცინო დაწესებულებაში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევები, რომელიც მითითებულია პოლისში.