მოგვწერეთ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
 

პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.

აგენტის გამოძახება
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
შეუკვეთეთ ონლაინ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
ვიდეო
ჯანმრთელობა

სხვა დაზღვევა

შეუკვეთე პოლისი

ონ-ლაინ დახმარება

 

სხვა დაზღვევა

ექიმების პასუხისმგებლობის დაზღვევა
პირველად საქართველოში „ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი“ !
ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი ითვალისწინებს ექიმის ან სამედიცინო პერსონალის შეცდომით ან დაუდევრობით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.

სიცოცხლე
ბევრი ჩვენგანისთვის ცნება “უზრუნველი ხვალინდელი დღე” მჭიდრო კავშირშია მყარ ფინანსურ მდგომარეობასთან. დღეს თქვენ წარმატებული ხართ, თქვენი საქმიანობა თქვენ და თქვენს ოჯახს უზრუნველი ცხოვრების საშუალებას აძლევს. მაგრამ რა იქნება ხვალ? – ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როგორ დავიცვათ საკუთარი ოჯახი, შვილები და ახლობლები მოულოდნელი უსიამოვნებისგან, ან როგორ დავიყვანოთ მათი შედეგები მინიმუმამდე. პასუხი მარტივია და უკვე მთელ მსოფლიოში კარგად ცნობილი – სიცოცხლე შეიძლება დავაზღვიოთ. თუ ოჯახის მარჩენალი მოულოდნელი სიკვდილით გარდაიცვლება, დიდია იმის ალბათობა, რომ მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდეს. ამის გათვალისწინებით, ოჯახის მარჩენალს შეუძლია შეიძინოს სიცოცხლის დაზღვევა, რითაც მისი გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის და შვილების ფინანსურ სტაბილურობას აგრკვეული დროით უზრუნველყოფს. ჯიპიაი ჰოლდინგი საშუალებას აძლევს კლიენტს სიცოცხლის ვადიანი დაზღვევით ისარგებლოს, რომელიც ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემას სადაზღვევო პერიოდის განამვლობაში დაზღვეულის ბუნებრივი მიზეზით ან უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალებისას. დაზღვევის ვადა (სადაზღვევო პერიოდი) განისაზღვრება მინიმუმ ერთი წლით.

ბიზნესი
ყველა ბიზნეს რისკი ერთ პოლისში! საიმედო დაცვა ოპტიმალურ ფასად - მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოებისთვის. ხართ ინდივიდუალური მეწარმე, გაქვთ მუდმივი შემოსავალი, ფლობთ საწარმოს და თქვენი ბიზნესი დღეს წარმატებულია. თუმცა შესაძლოა ერთმა გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეაფერხოს საქმიანობა და უკან დახიოს თქვენი საქმე. პოლისი „ბიზნესი“ სწორედ ასეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში დაგეხმარებათ, საშუალებას მოგცემთ სწრაფად აღადგინოთ ზარალი და დროულად დაუბრუნდეთ თქვენს ბიზნეს საქმიანობას. პოლისი „ბიზნესი“ აგინაზღაურებთ იმ მიუღებელ შემოსავალსაც, რომელიც გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, თქვენი საქმიანობის შეფერხების გამო ვერ მიიღეთ და + ბანკის %, სამი თვის მანძილზე გადაგიხდით თანხას თვეში 5 000 ლარის ფარგლებში აირჩიეთ თქვენთვის ხელსაყრელი ვარიანტი: პოლისი ბიზნესი პოლისი ბიზნეს-პრემიუმი

აგრო
მოსავლის დაზღვევა სრული ფინანსური დაცვა ფერმერებს! ხართ ფერმერი, გაქვთ მიწის ნაკვეთი. თქვენი საქმიანობა მიწის დამუშავებასთან არის დაკავშირებული. თქვენი შემოსავალი მთლიანად თქვენს მოსავალზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ ერთმა სტიქიურმა მოვლენამ შეიძლება მთლიანად გაანადგუროს თქვენი მოსავალი და მთელი წლის შრომა წყალში ჩაგეყაროთ. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ მოსავლის დაზღვევას მოსავლის დაზღვევით დაცული ხართ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან, აღარ გეშინიათ, რომ მთელი წლის შრომა სეტყვით, გვალვით, ჭარბი ნალექით ან სხვა სტიქიური მოვლენის გამო წყალში ჩაგეყრებათ. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ მოსავლის დაზღვევის ორ ვარიანტს: სტანდარტული პაკეტი სტანდარტულ პაკეტს+გვალვა

გამოიძახეთ აგენტი
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
დაითვალეთ თქვენი პენსია