პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.
შეუკვეთე პოლისი
ონ-ლაინ დახმარება
რა თანხაზე შეიძლება დაზღვევა
თანხა, რომელზეც შეგიძლიათ დააზღვიოთ საკუთარი სიცოცხლე გამოითვლება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია დაზღვეულის ასაკზე, სქესზე, შემოსავალზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ზემოთ ჩამოთვლილი ამ 4 მახასიათებლის (ასაკი, სქესი, შემოსავალი და ჯანმრთელობის მდგომარება) ნებისმიერი ცვლილება გავლენას ახდენს დაზღვევის ღირებულებაზე და სადაზღვევო თანხის რაოდენობის განსაზღვრაზე.
იმისათვის, რომ მიახლოებული წარმოდგენა შეგვექმნას იმაზე, თუ რა თანხაზე შეიძლება დავაზღვიოთ სიცოცხლე, მოვიყვანთ ერთ გასაშუალოებულ მაგალითს.
ვთქვათ, 30 წლის ადამიანს სურს დააზღვიოს საკუთარი სიცოცხლე. ჩავთვალოთ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი ყოველთვიური შემოსავალი კი შეადგენს 1 000 ლარს. აღნიშნული მონაცემების პიროვნებას კომპანიამ შესაძლოა შესთავაზოს სიცოცხლის დააზღვევა მაქსიმუმ 120 000 ლარზე. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ეს ადამიანი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში გარდაიცვლება, მისი სამართალმემკვიდრე მიიღებს 120 000 ლარს. ხოლო პრემიამ (დაზღვევის ღირებულებამ) შესაძლოა შეადგინოს 220–250 ლარი წელიწადში.