მოგვწერეთ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
 

პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.

აგენტის გამოძახება
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
შეუკვეთეთ ონლაინ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
ვიდეო
ჯანმრთელობა

რას ვაზღვევთ

შეუკვეთე პოლისი

ონ-ლაინ დახმარება

 

რას ვაზღვევთ

ჩვენ გთავაზობთ აგრორისკებთან დაკავშირებული მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებს,  კერძოდ: 

1. მანდარინის დაზღვევა

მანდარინის დაზღვევის შემთხვევაში მოსავალი დაზღვეულია სეტყვისგან, ქარიშხალისგან, ჭარბი ნალექისა და საშემოდგომო ყინვისგან.

სადაზღვევო თანხა (მისავლის ღირებულება) განისაზღვრება დასაზღვევ ფართობზე მოსალოდნელი სავარაუდო მოსავლის რაოდენობის  ღირებულებით. მოსავლის სადაზღვევო ღირებულება არ უნდა აჭარბებდეს: 
  • 550 ლარი/ტ  მანდარინისათვის
 მოსავლიანობა  რომელიც ექვემდებარება დაზღვევას:
  • 25 ტ/ჰა მანდარინისათვის
2. ხორბლის, ქერისა და სიმინდის მოსავლის დაზღვევა  

ხორბლის, ქერის და სიმინდის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში მოსავალი დაზღვეული იქნება ისეთი შემთხვევისგან, როგორიცაა

  • ხანძარი
  • სეტყვა
  • ყინვა
  • ძლიერი ქარი
  • წყალდიდობა
  • ძლიერი წვიმა

სტანდარტული ანაზღაურების ლიმიტი ხორბლის, ქერის და სიმინდის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში:

  • 400 GEL/ტ სიმინდისათვის
  • 450 GEL/ტ ხორბლისათვის
  • 600 GEL/ტ ქერისათვის

საშუალო მოსავლიანობა რომელიც ექვემდებარება დაზღვევას:

  • 3-5 ტ/ჰა სიმინდისათვის
  • 2-3 ტ/ჰა ხორბლისათვის
  • 1.8-2.5 ტ/ჰა ქერისათვის 
3. ვაშლისა და ატმის მოსავლის დაზღვევა 

ვაშლისა და ატმის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში მოსავალი დაზღვეულია შემდეგი რისკებისგან

  • სეტყვა
  • ხანძარი

მოსავლიანობა, რომელიც ექვემდებარება დაზღვევას:

  • 10 ტ/ჰა ატმისათვის
  • 15 ტ/ჰა ვაშლისათვის 
4. ვაზის მოსავლის დაზღვევა

ვენახების დაზღვევის შემთხვევაში დაზღვეულია 
  • რქაწითელის ჯგუფის ვენახის მოსავალი
  • საფერავის ჯგუფის ვენახის მოსავალი 
 დაზღვეულია მოსავალი შემდეგი რისკებისგან:
  • სეტყვა 
  • ხანძარი 
ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი:
1000 ლარი/ტ რქაწითელისთვის 
1500 ლარი/ტ საფერავისთვის

საშუალო მოსავლიანობა 
რქაწითელი 8–10 ტ/ჰა
საფერავი 6–7 ტ/ჰა

5. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაზღვევა

დაზღვევას ექვემდებარება 1 წლიდან 10 წლამდე ასაკის პირუტყვი (ძროხა, ხბო, ხარი,  კამეჩი)

ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი:
თითოეულ საქონელზე – 300 ლარი + ხორცის საფასური

დაზღვეული რისკები 
 
საქონლის დაკვლის აუცილებლობის  გამომწვევი უბედური შემთხვევა (ხანძრი, მეხის დაცემა, წყალდიდობა, ქარიშხალი) 
ქირურგიული დაავადებები (მოტეხილობა, დაბეჟილობა, ჭრილობები, თიაქარი)
ტრავმული პერიკარდიტი (იწვევს რკინის, ცელოფნის, თოკის და სხვა ნივთების გადაყლაპვა)
ტიმპანია (იწვევს სველი იონჯას და სხვა პარკოსნების, ახალი ბალახის საკვებად გამოყება)
დაკვლა გართულებული გინეკოლოგიური დაავადებების გამო (გართულებული მშობიარობა, ვაგინიტები, ენდონეტრიტები, ცერვიციტი)

6. თხილის ნარგავების დაზღვევა

შესაძლებელია თხილის პლანტაციების/ნარგავების დაზღვევა სტიქიური  მოვლენებისაგან  ნარგავების  შეფასება განხორციელდება საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე.

7. კარტოფილის დაზღვევა

სადაზღვევო რისკები: 
სეტყვა 

კარტოფილის  მოსავალის დაზღვევის პირობების 3 ვარიანტი:
  • მოსავალი 12 ტონა, 1 კგ.ფასი - 0,5 ლარი, ფრანშიზა – 30 % სადაზღვევო თანხიდან, პრემია 9 % სადაზღვევო თანხიდან
  • მოსავალი 10 ტონა, 1 კგ.ფასი - 0,5 ლარი, ფრანშიზა – 30 % სადაზღვევო თანხიდან, პრემია  8 % სადაზღვევო თანხიდან
  • მოსავალი 8 ტონა, 1 კგ.ფასი – 0,5 ლარი, ფრანშიზა – 30 % სადაზღვევო თანხიდან, პრემია 7 % სადაზღვევო თანხიდან
გამოიძახეთ აგენტი
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
დაითვალეთ თქვენი პენსია