მოგვწერეთ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
 

პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.

აგენტის გამოძახება
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
შეუკვეთეთ ონლაინ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
ვიდეო
ჯანმრთელობა

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა

შეუკვეთე პოლისი

ონ-ლაინ დახმარება

 

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა

2014 წლის სექტემბრიდან საქართველოში ფერმერებისთვის აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა ამოქმედდა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.


logo2.png

2015 წელს, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, პროგრამა მცირედი ცვლილებებით კვლავ ამოქმედდა. აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის ბიუჯეტი წელს 10 მილიონი ლარით განისაზღვრება.

პროგრამის ფარგლებში აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით სახელმწიფო აფინანსებს სადაზღვევო პრემიის 70%-დან 90%-მდე, ფერმერების მხრიდან კი უნდა გაფორმდეს პოლისი სადაზღვევო კომპანიასთან, სადაც ფიქსირდება ნაკვეთის მდებარეობა, მოსალოდნელი მოსავლის მოცულობა და ა.შ.

2014 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში  გაცემულია 21 ათასზე მეტი პოლისი,  დაზღვეულია  150 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 34 სხვადასხვა კულტურა 19 ათას ჰა. მიწის ფართობზე.

ჯიპიაი ჰოლდინგი, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ამ პროექტში უკვე მეორე წელია აქტიურად არის ჩართული და საქართველოს ყველა კუთხეში აკეთებს შეთავაზებებს ფერმერებისთვის. 2014 წლის მონაცემებით, კომპანიის მიერ აგროდაზღვევის მიმართულებით ანაზღაურებული ზარალი 400,000 ლარს უტოლდება.


ჯიპიაი ჰოლდინგის აგროდაზღვევის პოლისით ფერმერს შესაძლებლობა აქვს დააზღვიოს შემდეგი სახის კულტურები:

  • ქერი და სიმინდი
  • ვაშლი და ატამი
  • მანდარინი
  • ვენახი
  • თხილის ნარგავები
  • კარტოფილი
  • ხორბალი

ჩამოთვლილი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, თუკი ფერმერს მოსავალი სტიქიური მოვლენის გამო გაუფუჭდება, თანხას, რომელსაც მიიღებდა მოსავლის გაყიდვის შემთხვევაში, გადაუხდის სადაზღვევო კომპანია.


მოსავალი დაზღვეულია ისეთი რისკებისგან, როგორიცაა სეტყვა, ქარიშხალი, ჭარბი ნალექი და საშემოდგომო ყინვა.

აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა 2015 წლის 11 დეკემბრამდე გაგრძელდება.

პოლისის გასაფორმებლად დაინტერესებული პირები უნდა დაუკავშირდნენ სოფლის ან რაიონული ცენტრის ადგილობრივ ჯიპიაის წარმომადგენელს ან დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე 032 2505111.  

სახელმწიფო პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, ნომერზე 247 01 01.
 

გამოიძახეთ აგენტი
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
დაითვალეთ თქვენი პენსია