მოგვწერეთ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
 

პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.

აგენტის გამოძახება
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
შეუკვეთეთ ონლაინ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
ვიდეო
ჯანმრთელობა

სიახლეები

შეუკვეთე პოლისი

ონ-ლაინ დახმარება

 
09/23/2011

2011 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით "ჯიპიაი ჰოლდინგი" სადაზღვევო ბაზრის ლიდერია

22 სექტემბერი, 2011 წ. საქართველო, თბილისი: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ”ჯიპიაი ჰოლდინგი” სადაზღვევო ბაზრის ლიდერია. ჯამში კომპანიის მიერ მოზიდულმა პრემიამ 33,577,360 ლარი შეადგინა, რაც 11%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით.
 
გიორგი კვირიკაძე: ”ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი: ”ამ შედეგის უკან, ცხადია, დგას თითოეული ჩვენი თანამშრომლის  ძალისხმევა და მოტივაცია და რა თქმა უნდა, მენეჯმენტის მიერ სწორად შერჩეული სტრატეგია. ჯანმრთელობის დაზღვევა კვლავაც რჩება ჩვენს სტრატეგიულ მიმართულებად. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამით სადაზღვევო პრემია დაახლოებით30%-ით შემცირდა, ეს არ ასახულა ჩვენს პორტფელზე, ვინაიდან მნიშნელოვნად გაიზარდა კორპორაციული და ინდივიდუალური კლიენტების რაოდენობა. ამასთან ზრდა გვაქვს ძირითადად რამდენიმე სხვა მიმართულებით - არასიცოცხლის სახეობებში. შესაბამისად, შემცირებულია სახელმწიფო პროგრამების წილი მთლიან პორტფელში - 33%-მდე, რაც უფრო დივერსიფიცირებულს ხდის ჩვენს პორტფელს.  ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უნდა ითქვას, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგი“  ყველაზე სტაბილური და საიმედო კომპანიაა საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებს შორის.“ 

დაგეგმილი გვაქვს ზრდის ტემპები წლის ბოლომდე შევინარჩუნოთ და ამისთვის შესაბამისი გეგმაც, რა თქმა უნდა, არსებობს.  ჩვენი ფილიალების სახით ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ქსელი გვაქვს მთელს საქართველოში და ჩვენი მომხარებლების რაოდენობაც დღითიდღე იზრდება. გვეამაყება, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს  საქართველოში სადაზღვევო კულტურის ჩამოყალიბებაში.“
 


უკან დაბრუნება




გამოიძახეთ აგენტი
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
დაითვალეთ თქვენი პენსია