პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.
შეუკვეთე პოლისი
ონ-ლაინ დახმარება
13.06.2011. ჯიპიაი ჰოლდინგის თანადაფინანსებით და ფონდ „იავნანას“ ორგანიზებით 22 მაისს, ათენში საქველმოქმედო კონცერტი მოეწყო. კონცერტი ათენის ყველაზე პრესტიჟული დარბაზის „მეღარო მუსიკის“ სცენაზე გაიმართა.
საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესის , ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილისში, მახათას მთაზე ეკლესიის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. ამ პროექტის მხარდასაჭერად შეიქმნა ფონდი „ივერიისა“, რადგან ტაძარი მთლიანად ხალხის მიერ შემოწირული თანხებით შენდება. საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველებმაც გამოთქვეს სურვილი, ტაძრის მშენებლობაში მიეღოთ მონაწილეობა. სწორედ ამიტომ გაიმართა გალა-კონცერტი ათენში.
გალა კონცერტში მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა ვარსკვლავებმა მიიღეს. აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ პაატა ბურჭულაძე, ბერძენი სოპრანო ელენა კელესიდი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს ეროვნულ სიმფონიური ორკესტრი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“. კონცერტზე გამოვიდა მომღერალი ნანი ბრეგვაძე, თამარ გვერწითელი, ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე და სხვანი.
საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა მახათას მთაზე ივერიის ყველაწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას მოხმარდება.