მოგვწერეთ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
 

პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.

აგენტის გამოძახება
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
შეუკვეთეთ ონლაინ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
ვიდეო
ჯანმრთელობა

სიახლეები

შეუკვეთე პოლისი

ონ-ლაინ დახმარება

 
06/06/2011

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის ავტოდაზღვევის საზაფხულო აქცია დაიწყო!

დაზღვევის ექსკლუზიურ პირობებთან ერთად, ჯიპიაი ჰოლდინგის კლიენტები საჩუქრად 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. 

05.06.2011. სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგმა ავტომფლობელებისთვის საზაფხულო აქცია დაიწყო.  კომპანია მძღოლებს ავტოდაზღვევის ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს. ნებისმიერ მსურველს ავტომობილის დაზღვევა მანქანის ღირებულების 2.5%–დან შეეძლება. საჩუქრად! ჯიპიაი ჰოლდინგი აქციის მონაწილეებს 200 ლარიან ვაუჩერს გადასცემს, რომლის გამოყენება მთელი წლის განმავლობაში თეგეტა მოტორსის ნებისმიერ ფილიალში  იქნება შესაძლებელი.  

თინათინ სტამბოლიშვილი, ჯიპიაი ჰოლდინგის მარკეტინგული კომუნიკაციების სამსახურის უფროსი: „ზაფხულის დადგომასთან ერთად, ხალხი ქალაქგარეთ გეგმავს გამგზავრებას. დასვენების დროს კი ადამიანს  ყველაზე მეტად სიმშვიდის და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება სჭირდება.   სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ავტომფლობელებისთვის ავტოდაზღვევის განსაკუთრებული პირობები შეგვეთავაზებინა, რადგან დაზღვევა  მატერიალური დაცვის და სიმშვიდის განცდის გარანტიაა.

ავტოდაზღვევის ექსკლუზიურ პირობებთან ერთად, აქციის მონაწილეებს ჯიპიაი ჰოლდინგი 200 ლარიან ვაუჩერს გადასცემს.  რომლის გამოყენება  თეგეტა მოტორსის ნებისმიერ ფილიალში მთელი წლის  მანძილზე იქნება  შესაძლებელი. ვაუჩერით შესაძლებელი იქნება თეგეტა მოტორსის ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობა, ან პროდუქციის შეძენა“.

ნაწილობრივი დაზღვევის პოლისი ავტომობილის ღირებულების 2.5%–დან იწყება. დაზღვევა კი აანაზღაურებს ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეულ ზარალს, მიუხედავად იმისა თუ ვისი მიზეზით მოხდა ავარია.

ავტომობილის დაზღვევის სრული პაკეტი კი  მანქანის ღირებულების 3.5%–დან  იწყება. ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზარალის გარდა, პოლისი ანაზღაურებს ქურდობის, ყაჩაღობის, ბოროტგანზრახული ქმედების, სტიქიური მოვლენების და ხანძრის შედეგად მიყენებულ ფინანსურ ზიანს.
აქციით სარგებლობა 5 ივლისამდე იქნება შესაძლებელი ”ჯიპიაი ჰოლდინგის” ყველა ფილიალში - როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში.


უკან დაბრუნება




გამოიძახეთ აგენტი
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
დაითვალეთ თქვენი პენსია