მოგვწერეთ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
 

პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.

აგენტის გამოძახება
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
შეუკვეთეთ ონლაინ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
ვიდეო
ჯანმრთელობა

სიახლეები

შეუკვეთე პოლისი

ონ-ლაინ დახმარება

 
05/13/2011

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი პროექტში ”საჭესთან ფრთხილად” იღებს მონაწილოებას

11 მაისი, 2011 წელი.  11 მაისს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების დღეს, საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის ინიციატივით პროექტი „საჭესთან ფხიზლად“ დაიწყო, რომელიც პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში მოეწყო. აღნიშნული ღონისძიება  არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივით ხორციელდება. პროექტის აქტიური მხარდამჭერები არიან სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი, ამერიკის საელჩო საქართველოში,  კომპანიები „ ნატახტარი“ და „ტოიოტა“ .

ღონისძიების პრეზენტაცია სასტუმრო ჰოლიდეი ინში გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა მიმართა, კამპანიის მიზნებზე და მისიაზე ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“  გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ვიდეო კლიპი, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა. კამპანიისთვის ასევე შეირჩა სლოგანი „არ ღირს!“.

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინათინ სტამბოლიშვილი:  „ჯიპიაი ჰოლდინგი უერთდება და მხარს უჭერს პროექტს „საჭესთან ფხიზლად“. მიგვაჩნია რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, და კიდევ ერთხელ დააფიქრებს თითოეულ ჩვენთაგანს იმაზე, რომ  არ ღირს ნასვამი ადამიანის საჭესთან ჯდომა, რადგან ამგვარმა ქმედებამ შესაძლოა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი ტიპის აქციებით და მოწოდებებით შესაძლებელი იქნება იმ სამწუხარო სტატისტიკის შემცირება, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად  ფიქსირდება.“ 

შეგახსენებთ რომ  სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი მხარს უჭერდა პროექტს „უსაფრთხოების ღვედების გამოყენების პოპულარიზაცია“. აღნიშნული  პროექტი დადებითი შედეგით დაგვირგვინდა. 2010 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედების გამოყენებას ყველა ტიპის საავტომობილო გზაზე.  




 


უკან დაბრუნება




გამოიძახეთ აგენტი
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
დაითვალეთ თქვენი პენსია