მოგვწერეთ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
 

პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.

აგენტის გამოძახება
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
შეუკვეთეთ ონლაინ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
ვიდეო
ჯანმრთელობა

სიახლეები

შეუკვეთე პოლისი

ონ-ლაინ დახმარება

 
05/03/2011

ჯიპიაი ჰოლდინგი საავადმყოფოების მშენებლობის პროექტს აქტიურად ახორციელებს

დავით ბაქრაძემ ბაღდათში საავადმყოფოს მშენებლობის პროცესი დაათვალიერა

29  აპრილი, 2011წ.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ბაღდათში მშენებარე საავადმყოფო მოინახულა. მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრის მშენებლობა სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის დაკვეთით ხორციელდება. მშენებლობის პროცესი ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს და მისი დასრულება წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
ოთხსართულიანი სამედიცინო დაწესებულება  ადგილობრივ მოსახლეობას სრულ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. საავადმყოფოში შესაძლებელი იქნება როგორც ამბულატორიული ასევე ჰოსპიტალური მკურნალობის მიღება. სტაციონარული მომსახურებისათვის საავადმყოფოში განთავსდება 15 საწოლი.

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი რეგიონში კერძო დაზღვევის განვითარებას გეგმავს, რის შემდეგ სამედიცინო ცენტრში  მკურნალობის მიღება ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება. ხოლო რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სამედიცინო მომსახურებას პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მიიღებს.   

გიორგი კვირიკაძე, სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი: „ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კომპანია აქტიურად არის ჩართული ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოების მშენებლობის პროცესში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ერთ–ერთ საავადმყოფოს ბაღდათში ვაშენებთ. ზოგადი პროფილის საავადმყოფო მოსახლეობას ისეთ სამედიცინო სერვისს შესთავაზებს, როგორიცაა ამბოლატორიული და სტაციონალური მომსახურება.  ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ჩვენი კომპანია 10 საავადმყოფოს ააშენებს. აღნიშნული პროექტის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება“.

შეგახსენებთ, რომ ჯიპიაი ჰოლდინგი 10 საავადმყოფოს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აშენებს. აქედან ორი საავადმყოფო იმერეთის რეგიონში შენდება – ბაღდათში და სამტრედიაში. საავადმყოფოების მშენებლობა მიმდინარეობს მცხეთაში, გურჯაანში, ყაზბეგში, ბაკურიანში და ბორჯომში. ხოლო სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხორციელდება დუშეთში და საგარეჯოში.

ყველა აღნიშნული პროექტების დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება. ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ პროექტის დაფინანსებისთვის 20მლნ ლარია გამოყოფილი. 10 საავადმყოფო სულ 225 საწოლს მოემსახურება.


უკან დაბრუნება




გამოიძახეთ აგენტი
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
დაითვალეთ თქვენი პენსია