მოგვწერეთ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
 

პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.

აგენტის გამოძახება
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
შეუკვეთეთ ონლაინ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
ვიდეო
ჯანმრთელობა

სიახლეები

შეუკვეთე პოლისი

ონ-ლაინ დახმარება

 
03/31/2011

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „საქართველოს ინდუსრტიულმა ჯგუფმა“ მაღაროელებისთვის უპრეცედენტო სადაზღვევო პროდუქტი შექმნეს

31 მარტი, 2011 წ. საქართველო, ტყიბული: „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ და სადაზღვევო კომპანია ”ჯიპიაი ჰოლდინგი” დღეს ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას კომპლექსური სადაზღვევო მომსახურების შესახებ. 

სადაზღვევო პროგრამა „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“ შემავალი „საქნახშირის“ ყველა თანამშრომელს ეხება და უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევების დაზღვევას. ოფიციალური ხელმოწერის შემდეგ ”ჯიპიაი ჰოლდინგისა” და ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მენეჯმენტი თავად წარუდგენს მაღაროელებს დაზღვევის პირობებს.  

ზაზა სადუნიშვილი, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი: სადაზღვევო პროგრამა, რომლითაც   „საქნახშირის“ 1000–ზე მეტი  თანამშრომელი სარგებლობს, ჰოლდინგის სოციალური პასუხისმგებლობის და შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვის სტრატეგიის ნაწილია. თანამედროვე  ტექნოლოგიების დანერგვის პარალელურად, წარმოებაში შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტებს ვნერგავთ. „ჯიპიაი ჰოლდინგთან“ სადაზღვევო პროგრამის პირველი, 300 ათას ლარად ღირებული ეტაპი უკვე მუშაობს. დასკვნით ეტაპზეა მოლაპარაკებები საწარმოო რისკების, ტექნიკისა და ტექნოლოგიური პროცესების დაზღვევის თაობაზე. მეშახტის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე რისკიანია, ჩვენი უმთავრესი ამოცანა ამ რისკების მინიმიზაციაა. 

იორგი კვირიკაძე,  ”ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი: ”ჩვენ რამდენიმე თვეა ამ პროექტზე ვმუშაობთ - გვინდოდა გაგვეთვალისწინებინა ყველა ის გარემოება, რაც შეიძლება ამ საწარმოს მუშაკებისთვის და ხელმძღვანელობისთვის იყო საინტერესო. ჩვენს მიერ შემუშავაბულ სადაზღვევო პროგრამაში შედის როორც კომპენსაცია უბედური შემთხვევის დროს, ასევე ჯანმრთელობის დაზღვევაც. ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” საკმაოდ დიდი პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობით მიუდგა საკითხს. თანამშრომლები ამ საწარმოში მაღალი რისკის პირობებში მუშაობენ და კომპანიის მენეჯმენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - ჩვენი სადაზღვევო პროგრამის საშუალებით ფინანსური თავდაცვის მექანიზმი შეექმნა მათთვის”

”ჯიპიაი ჰოლდინგი”  სამედიცინო კაბინეტსაც მოაწყობს ადგილზე. მაღალი კვალიფიკაციის ზოგადი პრაქტიკის ექიმი ყოველდღიურად მოემსახურება „საქნახშირის“ თანამშრომლებს და პირველად დახმარებასაც გაუწევს, საჭიროების შემთხვევაში.  

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ და ”ჯიპიაი ჰოლდინგის” პარტნიორობა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში დაიწყება უშუალოდ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის პროგრამა. „ჯიპიაი ჰოლდინგის” მოწვევით ტყიბულში უკვე იმყოფებოდა ამ დარგის სადაზღვევო ექსპერტი, რომელმაც  შეისწავლა მდგომარეობა და სრულყოფილი ანგარიში მოამზადა, თუ როგორ შეიძლება დაინერგოს უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები დაზღვევის პარალელურად. რაც მთავარია, დაზღვეული იქნება არა მხოლოდ უშუალოდ მოულოდნელი შემთხვევა, არამედ აქედან გამომდინარე ფინანსური დანაკარგიც.

უკან დაბრუნება




გამოიძახეთ აგენტი
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
დაითვალეთ თქვენი პენსია