მოგვწერეთ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
 

პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.

აგენტის გამოძახება
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
შეუკვეთეთ ონლაინ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
ვიდეო
ჯანმრთელობა

სიახლეები

შეუკვეთე პოლისი

ონ-ლაინ დახმარება

 
03/01/2011

სადაზღვევო კომპანია ”ჯიპიაი ჰოლდინგმა” მძღოლი ქალბატონებისთვის აქცია დაიწყო

საქართველო, თბილისი, 2011 წ. 1 მარტი: ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგმა ქალბატონებისთვის სპეციალური საგაზაფხულო აქცია დაიწყო. კომპანიამ მძღოლ ქალბატონებს ავტომობილის დაზღვევის ექსკლუზიური პირობები შესთავაზა.

თინათინ სტამბოლიშვილი, სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: ”გაზაფხულის პირველ თვეს ორი დღესასწაული ეძღვნება ქალებს. ჩვენც გვინდოდა ერთგვარი სიურპრიზი გაგვეკეთებინა ქალბატონებისთვის და შეგვეთავაზებინა სრულიად განსხვავებული პირობები. მთელი მარტის განმავლობაში მხოლოდ ქალებისთვის გვაქვს განსაკუთრებული ტარიფი - ავტოდაზღვევის სრული პაკეტი 3.5%-ად, ხოლო ნაწილობრივი დაფარვის პაკეტი: 2.5%-ად. ცხადია, აქცია მოიცავს ასევე საჩუქარსაც - ყველა ქალბატონს , რომელიც ავტოდაზღვევას შეიძენს საჩუქრად გადავცემთ ასევე პასუხისმგებლობის პოლისს - 5,000 ლარის ლიმიტით.”

ავტოდაზღვევის ნაწილობრივი დაზღვევის პაკეტი, რომლის ტარიფი წლიური 2.5%-ია, სრულად აანზღაურებს ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეულ ზარალს - მიუხედავად იმისა, თუ ვისი მიზეზით მოხდა ავარია. სრული პაკეტი კი ავტოსაგზაო შემთხვევის გარდა, ასევე დაფარავს შემდეგ რისკებს: ქურდობა, ყაჩაღობა, ბოროტგანზრახული ქმედება, სტიქიური მოვლენები და ხანძარი.

*ავტოდაზღვევის ტარიფი ითვლება დასაზღვევო ავტომობილის საბაზრო ღირებულებიდან და პოლისის წლიურ საფასურს შეადგენს. მაგალითად თუ ავტომობილის ღირებულებაა 7,000$, აქციის ფარგლებში სრული პაკეტი თვეში სულ რაღაც 20$ დაჯდება, ხოლო ნაწილობირვი დაფარვა - $14.5.

პასუხისმგებლობის პოლისი დაფარავს ზარალს, რომელიც დაზღვეული ავტომობილის მიზეზით მოხდა - თუ მაგალითად, ავტომობილი სხვას დაეჯახა, პასუხისმგებლობის პოლისი აუნაზღუარებს დაზარალებული მხარეს ხარჯებს (მანქანის შეკეთება თუ დაშავებულის მკურნალობა).

თინათინ სტამბოლიშვილი, სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: „მიგვაჩნია, რომ პასუხისმგებლობის დაზღვევა აუცილებელია ყველა ავტომფლობელისთვის - ამ პოლისით დაცული ხარ იმ შემთხვევაში, თუ შენი მიზეზით სხვა ავტომობილი დაზიანდა - დაზარალებულ მხარეს ჩვენ ვუნაზღაურებთ თანხას. ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ აქციის ფარგლებში ქალბატონებისთვის შეგვეთავაზებინა ეს პოლისი საჩუქრად. ვფიქრობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პაკეტით ქალი მძღოლები უფრო საიმედოდ იგრძნობენ თავს”.

აქცია 1 მარტს დაიწყო და 31 მარტამდე გაგრძელდება.


უკან დაბრუნება




გამოიძახეთ აგენტი
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
დაითვალეთ თქვენი პენსია