მოგვწერეთ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
 

პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.

აგენტის გამოძახება
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
შეუკვეთეთ ონლაინ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
ვიდეო
ჯანმრთელობა

სიახლეები

შეუკვეთე პოლისი

ონ-ლაინ დახმარება

 
02/14/2011

სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" ქ. გურჯაანის 70 საწოლიანი საავადმყოფოს პროექტს წარადგენს

11 თებერვალს, 2011 წ. – სადაზღვევო კომპანია“ ჯიპიაი ჰოლდინგი“ 70 საწოლიანი საავადმყოფოს პროექტს წარადგენს, რომლის მშენებლობა ქალაქ გურჯაანშია დაგეგმილი. აღნიშნული პროექტი სახელმწიფო ჰოსპიტალური რეფორმის ფარგლებში ხორციელდება. თანამედროვე ტიპის მრავალფუნქციური სამედიცინო დაწესებულება რეგიონის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

გურჯაანში 70 საწოლიანი საავადმყოფოს დაპრეოქტებასა და მშენებლობას თურქული კომპანია „Umut Insaat“ ახორციელებს. „Umut Insaat“ თურქულ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო და არქიტექტურული კომპანიაა, რომელსაც რამდენიმე უმსხვილესი სამედიცინო პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის აჩიბადემის ცნობილი საავადმყოფოს პროექტი ქ. ესქიშეჰირში.

გიორგი კვირიკაძე, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი:: ”ძალიან მნიშვნელვანია ამ ფართომასშტაბიან პროექტში მსგავსი გამოცდილების მქონე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობა. თურქი სეპციალისტები თავიდან ბოლომდე იყვნენ ჩაბმულები დაგეგმარებისა და დაპროექტების პროცესში და მშენებლობის პროცესსაც თავად განახროციელებენ ჩვენი დაკვეთით.”

პროექტის პრეზენტაცია 2011 წლის 14 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიის საკონფერენციო დარბაზში, 11 საათზე გაიმართება. პრეზენტაციას ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი გიორგი კვირიკაძე და თურქული კომპანიის წარმომადგენლები წარუძღვებიან. აღნიშნულ ღონისძიებას მედიის, მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები დაესწრებიან.

გიორგი კვირიკაძე, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრი რეგიონის მოსახლეობას სრულ სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს; კლინიკაში შესაძლებელი იქნება როგორც გეგმიური და გადაუდებელი, ასევე ამბულატორიული და სტაციონალური მკურნალობა.

ამ პროცესში ყველაზე აქტუალური საკითხი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაა. რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ, რომ ეფექტურად წარვმართოთ ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულება - პირველ რიგში აქტიურად ვთანამშრომლობთ კახეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან. ადგლიობრივი სპეციალისტების დასაქმება, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი იქნება. დაინერგება ექიმთა უწყვეტი განათლების სისტემაც, რაც ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის დონის შენარჩეუნებას და მუდმივ გაუმჯობესებას.”

კომპანია ასევე გეგმავს სამედიცინო დაზღვევის არეალის გაფართოებას და მეტი ხალხის მოზიდვას სადაზღვევო სქემაში, რათა ახალ საავადმყოში მომსახურების მიღება რეგიონის მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

სადაზღვევო კომპანია ”ჯიპიაი ჰოლდინგი” 2006 წლიდან აქტიურად არის ჩაბმული სოციალური დაზღვევის პროექტებში. დღეს კომპანიის ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით 200,000-მდე ადამიანი სარგებლობს. მხოლოდ სოციალური დაზღვევის მიმართულებით ოთხი წლის განმავლობაში 50 მლნ ლარია ანაზღაურებული.

საქართველოს მასშტაბით ”ჯიპიაი ჰოლდინგი” 10 საავადმყოფოს აშენებს, რომელიც 225 საწოლს მოემსახურება. მშენებლობისა და რეკონსტრუქიის პროცესი ყველა ობიექტზე სრული დატვირთვით მიმდინარეობს.


უკან დაბრუნება




გამოიძახეთ აგენტი
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
დაითვალეთ თქვენი პენსია