მოგვწერეთ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
 

პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.

აგენტის გამოძახება
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
შეუკვეთეთ ონლაინ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
ვიდეო
ჯანმრთელობა

სიახლეები

შეუკვეთე პოლისი

ონ-ლაინ დახმარება

 
02/02/2011

2007 – 2010 წ.წ. სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების მიმოხილვა, ფინანსური შედეგების შეჯამება

2 თებერვალი, 2011 წ. საქართველო, თბილისი: დღეს სადაზღვევო კომპანია ”ჯიპიაი ჰოლდინგმა” გამართა ბრიფინგი თემაზე: 2007-2010 წ.წ. სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების მიმოხილვა და ფინანსური შედეგების შეჯამება.

 
2007 2008 2009 2010 სულ 4 წელი
წმინდა გამომუშავებული პრემია საანგარიშო წლის ბოლოსთვის (ფაქტიურდ მიღებული შემოსავალი სოც. პროგრამიდან) 1640263  15328069 29788936 30360387 77117654
 
პერიოდის მთლიანი ზარალები (ბენეფიციარებზე გაცემული სადაზღვევო ანაზღაურება) -2082000 -10571978-19393896 -17773245 -49821118
 
ტექნიკური შედეგი, გამომუშავებული პრემია მინუს ზარალები  -441737  4756091 10395040 12587143 27296536
 
აკვიზიციური ხარჯი (პოლისების დარიგება, პოტენციური ბენეფიციარების ინფორმირება, კარდაკარ კამპანია)  -436000  -727000 -1247055 -2023371 -4433425
 
ადმინისტრაციული და აკვიზიციური ხარჯი (ფილიაების გახნსა, სამედიცინო მომსახურების ინფრასტრუქტურის აწყობა, ა.შ.)  -854395  -4393902 -5787914 -4933282 -15969493
 
მოგება დაბეგვრამდე  -1732132  -364812 3360071 5630490 6893617
 
მოგების გადასახადი  00 -504011 -844573 -1348584
 
მოგება დაბეგვრის შემდეგ  -1732132  -364812 2856060 4785916 5545033
 
საავადმყოფოების მშენებლობის პროექტი (10 საავამყოფოს მშენებობლობის დაფინანსება)  
 
 
 25000000 25000000
 
-1732132-3648122856060-20214084-19454967

პრეზენტაცია

ოთხი წლის განმავლობაში ”ჯიპიაი ჰოლდინგის” მიერ პროგრამიდან მიღებული შემოსავლიდან (77 117 654 ლ) მოგებამ შეადგინა 5 545 033 ლ. , შესაბამისად, მოგების მარჟამ - 7%.

გიორგი კვირიკაძე, ”ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი: ”მიღებული მოგება მთლიანად მოხმარდება 10 საავადმყოფოს მშენებლობის პროექტს, თუმცა ცხადია ეს თახა არ არის საკმარისი და დამატებით უნდა მოვიზიდოთ მინიმუმ 20მლნ ლარი.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2010 წელს სადაზღვევო პრემია, ანუ დაზღვევის საფასური სოციალურ პროგრამაში შემცირდა 27%-ით და შესაბამისად 2011, 2012 წლებში მისაღები შემოსავალიც მნიშვნელვნად მცირდება. ამის მიუხედავად, ჩვენ ავიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობა - ჩავერთეთ ჰოსპიტალური განვითარების პროექტში. მშენებლობა უკვე დაწყებულია - პირველ პაციენტებს საავადმყოფოები 2011 წლის ბოლოს მიიღებენ. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ტენდერის პირობებით პროგრამიდან მიღებული შემოსავალი ითვალისწინებს საავადმყოფოების მშენებლობის პროექტს - ეს ვალდებულება ჩვენ სწორედ ამ პირობების თანახმად ავიღეთ. მიხედავად იმისა, რომ დაზღვევის საფასურის შემცირების ხარჯზე ჩვენს მიერ მისაღები შემოსავალიც მცირდება, ჩვენ დამატებით უნდა მოზიდიოთ 20 მლნ ლარი, რათა ჰოსპიტალური პროექტი დავასრულოთ დათქმულ ვადებში.”

პირველი ორი წელი ჩვენმა კომპანიამ უარყოფითი შედეგით დაამთავრა , თუმცა ჩვენ მზად ვიყავით ამგვარი რეზულტატისთვის. ეს პროექტი არ იყო მხოლოდ ბიზნეს პროექტი და ვიცოდით, რომ მოკლევადიან პრესპექტივაში შესაძლოა წაგებაზეც ყოფილიყო საუბარი. მომავალ წლებში (2009 და 2010 წ.წ.) ფინანსური რეზულტატი უფრო მომგებიანი აღმოჩნდა - დაგროვილი გამოცდილება, სტატისტიკის ანალიზმა, უკეთ ადმინისტრირებამ, სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის დალაგების ხარჯზე მოვახერხეთ ხარჯების დაბალანსება და ამან გარკვეული მოგებაც მოიტანა (იხ. ფინანსური შედეგების დანართი).”

ფართომასშტაბიანი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის და საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის საქართველოში 2007 წლიდან მიმდინარეობს. ”ჯიპიაი ჰოლდინგი” აქტიურად მონაწილოებს პროექტში, ”ჯიპიაი”-ს პოლისით უკვე მეხუთე წელია 150,000-მდე მეტი ადამიანი სარგებლობს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სადაზღვევო ტარიფის დაკორექტირება გასული წლის გაწეული საქმიანობისა და შედეგბის მიხედვით ყოველწლიურად ხდებოდა. ბოლოჯერ სადაზღვევო ტარიფის გადახედვა 2010 წელს - 27%-ით დაიწია ტარიფმა და წელიწადში 132 ლარი გახდა. ხოლო პირობებს დაემატა მნიშვნელოვანი პუნქტი, კერძოდ: ამბულატორიული მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ანაზღაურება 50 ლარის ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში ”ჯიპიაი ჰოლდიგმა” 2007-2008 წლებში 10 ფილიალი გახსნა საქართველოს ყველა რეგიონში, ხოლო სამედიცინო წარმომადგენლობები ყველა რაიონულ ცენტრში. სამედიცინო მომსახურების ინფრასტრუქტურის აწყობა მნიშვნელვანი იყო იმ კუთხით, რომ მომსახურების მიღება თითოეული დაზღვეულისთვის ადვილი და მოსახერხებელი ყოფილიყო. 400-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა სრულ განაკვეთზე, ხოლო ეს ციფრი 2,000-ს აღწევდა პოლისების დარიგების პროცესში. ”ჯიპიაი ჰოლდინგის” დაზღვეულებს 950 ექიმი ემსახურებოდა საქართველოს ყველა კუთხეში, რომლებიც სადაზღვევო კომპანიისგან ყოველთვიურ სოლიდურ ანაზღაურებას იღებენ (საუბარია სოფლის და უბნის ექიმებზე).

გიორგი კვირიკაძე, ”ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი: ”ბუნებრივია, პირველადი კაპიტალდაბანდება ამ პროექტის ეფექტურად განხორციელებას დასჭირდა და ცხადია, პროექტის ადმინისტრირირება რეგულარ ხარჯებსაც მოითხოვს. თუმცა ყველა ეს

ღონისძიება ერთადერთ მიზნით განხორციელდა - პოლისით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიღება უფრო მარტივი და კომფორტული ყოფილიყო ჩვენი დაზღვეულებისთვის. ჩვენი მონაცემებით დაზღვევის მოხმარების მაჩვენებელი 15%-ით იზრდებოდა წლიდან წლამდე.”

ოთხი წლის განმავლობაში ”ჯიპიაი ჰოლდინგის” დაზღვევით სულ დაახლოებით 81 698-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, ანაზღაურდა 208 184 შემთხვევა (იხ. გრაფიკი). ანაზღაურებულმა თანხამ - 50 მილიონი ლარი შეადგინა.

პოლისით სარგებლობის და მომსახურების მიღების პირობები სამთავრობო დადგენილებით არის გაწერილი, გეგმიურ ოპერაციებზე 6 თვიანი მოცდის პერიოდის ჩათვლით (საქართველოს მთავრობის 2010 წ. 30მარტის #85 დადგენილება, მუხლი 8, პუნქტი 3 გ) და ვ)). ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შემჭიროვებულ ვადებში დავაფინანსოთ გეგმიური ოპერაციები და გავითვალიწინოთ ჩვენი დაზღვეულის სურვილი და საჭიროება.

გიორგი კვირიკაძე, ”ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი: ”ჩვენ ყოველთვიურად ვაწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამების სააგენტოს თუ ვინ როდის მოგვმართა, როდის გაეწია მომსახურება, რა დაუფინანსდა, რა თანხით და ა.შ. ამასთან, ჯანდაცვის სამინსიტროში არსებული დაზღვევის მედიაციის სამსახურიც იმ მიზნით შეიქმნა, რომ თითოეული დაზღვეულის პრეტენზია შეესწავლა და მოეხდინა რეაგირება. რეგულარულად ტარდებოდა ასევე ბენეფიციართა კმაყოფილების კვლევა და ხდებოდა არსებული პრობლემების იდენთიფიცირება.”

”ველფეარ ფაუნდეიშენის” მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევით დაზღვეულების 73% კმაყოფილია პროგრამით და სადაზღვევო კომპანიების მიერ გაწეული მოსმახურებით. ამავე კვლევს თანამხად, ჩვენი კომპანიის მომსახურებით ბენეფიციართა ზოგადი კმაყოფილება 70%-ია. კვლევაში ირკვევა, რომ დაზღვეულების უმეტეს ნაწილს აქვს ინფორმაცია დაზღვევის შესახებ - გამოკითხულთა 84% ადასტურებს, რომ სადაზღვევო კომპანიებისგან მათ მიიღეს განმარტება დაზღვევის შესახებ. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ჩვენს მიერ პოლისის გამოწერამდე ბენეფიციარებს ჯანდაცვის სამინისტრსგან ურიგდებოდათ სადაზღვევო ვაუჩერი და საინფორმაციო ბუკლეტი, ხოლო ყველა სადაზღვევო კომპანია აწყვდიდა საკუთარი პოლისის უპირატესბის შესახებ ინფორმაციას, რომ ბენეფიციარს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მიეღო გადაწყვეტილება.

გიორგი კვირიკაძე, ”ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი: ”ამ პროექტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში ქვეყნისთვის და რა თქმა უნდ, სადაზღვევო ბაზრისთვისაც. ამასთან, ამ პროექტის თანმდევი შედეგი იყო ზოგადად, დაზღვევის კულუტრის პოპულარიზება საქართველოში. დღეს ჯანრმთელობის დაზღვევის აუცილებლობაზე ყველა საუბრობს - ეჭვგარეშეა, კერძო სადაზღვევო სისტემის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ჯანრმთელობის ხელმისაწვდომობის ზრდასთან საქართველოში.

ცხადია, ჩვენი მიზანი არის საქართველოს თოთოეული მოქალაქეს ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევითა და სხვა დაზღვევით სარგებლობის საშუალება - ეს ძალიან დიდ სოციალურ პრობლემას მოაგვარებდა. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, ნაკლებ ადამიანს დასჭირდეს ექიმთან მისვლა, თუმცა ყველას უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ თუ რამე დასჭირდებათ სადაზღვევო კომპანია მათ დაეხმარება.”


უკან დაბრუნება




გამოიძახეთ აგენტი
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
დაითვალეთ თქვენი პენსია