მოგვწერეთ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
 

პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.

აგენტის გამოძახება
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
შეუკვეთეთ ონლაინ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
ვიდეო
ჯანმრთელობა

სიახლეები

შეუკვეთე პოლისი

ონ-ლაინ დახმარება

 
04/25/2012

"ჯიპიაი ჰოლდინგმა“ გურჯაანის მრავალპროფილური ჰოსპიტალი გახსნა

გურჯაანის მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა ჰოსპიტალური განვითარების პროექტის ფარგლებში მოხდა.კახეთის რეგიონში ყველაზე დიდი სამედიცინო ცენტრი 70 საწოლიანია და მასში 160 ადამიანია დასაქმებული. ცენტრი ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი და რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს მოემსახურება, ხოლო სოციალურად დაუცველი ადამიანები პოლისებით მიიღებენ შესაბამის სერვისებს. გურჯაანის საავადმყოფოს მშენებლობას 8 მილიონი ლარი მოხმარდა. საავადმყოფოს მართვას ”ჯეოჰოსპიტალი” ახორციელებს. ჯიპიაი ჰოლდინგმა საერთო ჯამში 30 000 000 ლარის ინვესტიცია ჩადო საავადმყოფოების რეკოსნტრქციის და მშენებლობის პროექტში. გიორგი კვირიკაძე, ”ჯეოჰოსპიტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: ”დღეს ჩვენი ჯგუფის მიერ აშენებულ უკვე მე-10 საავადმყოფოს ვხსნით. ”ჯიპიაი ჰოდლინგისა” და ”ირაოს” მიერ საქართველოს რეგიონებში სულ 16 ჰოსპიტალის რეკონსტრუქციაა/მშენებლობაა დაგეგმილი. რეგიონის მოსახლეობისთვის ახლა უკვე ხელმისაწვდომი იქნება ხარისხიანი მომსახურება კომფორტულ გარემოში - როგორც ტერიტორიული, ისე ფინანსური თვალსაზრისით". ჰოსპიტალების გახსნათან ერთად, ინერგება ექიმთა უწყვეტი განათლების სისტემა, რაც ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების პროცესს. სადაზღვევო კომპანია ”ჯიპიაი ჰოლდინგი” გეგმავს სამედიცინო დაზღვევის არეალის გაფართოებას და ხალხის მოზიდვას სადაზღვევო სქემაში, რათა ახალ საავადმყოფოში მომსახურების მიღება რეგიონის მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. „ვენის სადაზღვევო ჯგუფი” ავსტრიის საფონდო ბირჟაზე უმაღლესი რეიტინგის მქონე კომპანიაა და ერთ-ერთ წამყვან სადაზღვევო ჯგუფს წარმოადგენს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ავსტრიის გარდა ”ვენის სადაზღვევო ჯგუფი” 50 კომპანიას ფლობს და მართავს ევროპის 23 ქვეყანაში - ალბანეთში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ბულგარეთში, გერმნიაში, ესტონეთში, საქართველოში, ხორვატიაში, ლატვიაში, ლიხტენშტეინში, ლიტვაში, მაკედონიაში, მონტენეგროში, პოლონეთში, რუმინეთში, რუსეთში, სერბეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთში, თურქეთში, უნგრეთში, უკრაინასა და ბელორუსში. Standart&poors-ის რეიტინგი - A+. საქართველოში ”ვენის სადაზღვევო ჯგუფში” ორი კომპანია შედის - ”ჯიპიაი ჰოლდინგი” და ”ირაო”. 2011 წელს ”ვენის სადაზღვევო ჯგუფმა” ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი განახორციელა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 11 მილიონი ევრო მოიზიდა ორივე კომპანიისთვის. ”ირაოსა” და ”ჯიპიაი ჰოდლინგის” ადგილობრივ სახსრებთან ერთად, რამაც ჯამში 46 მილიონი ლარი შეადგინა. მოზიდული ინვესტიცია ჰოსპიტალური განვითარების პროექტს მოხმარდა. პროექტი ითვალ;ისწინებს ”ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ საქართველოს 10 რაიონში 10 საავადმყოფოს და „ირაოს“ მიერ 6 საავადმყოფოს აშენებას.


უკან დაბრუნება




გამოიძახეთ აგენტი
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
დაითვალეთ თქვენი პენსია