მოგვწერეთ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
 

პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.

აგენტის გამოძახება
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
შეუკვეთეთ ონლაინ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
ვიდეო
ჯანმრთელობა

სიახლეები

შეუკვეთე პოლისი

ონ-ლაინ დახმარება

 
02/07/2012

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დუშეთის მრავალპროფილური ჰოსპიტალი გახსნა

აღნიშნული საავადმყოფოს სრული რეაბილიტაცია ჰოსპიტალური განვითარების პროექტის ფარგლებში მოხდა. ჰოსპიტალი რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს მოემსახურება, ხოლო სოციალურად დაუცველი ადამიანები პოლისებით მიიღებენ შესაბამის სერვისებს.

დუშეთის საავადმყოფოს რეკონსტრუქცია 1 500 000 ლარი დაჯდა. დღეს ჰოსპიტალში 75 ადამიანია დასაქმებული. საავადმყოფოს მართვას ”ჯეოჰოსპიტალი” ახორციელებს:

გიორგი კვირიკაძე, ”ჯეოჰოსპიტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: ”დღეს ჩვენი ჯგუფის მიერ აშენებულ უკვე მე-8 საავადმყოფოს ვხსნით. ”ჯიპიაი ჰოდლინგისა” და ”ირაოს” მიერ საქართველოს რეგიონებში 16 ჰოსპიტალი  აშენდა. აქედან 14 უკვე სრული დატვირთვით მუშაობს, ხოლო ორი - ბორჯომსა და გურჯაანში - წლის პირველ ნახევარში მიიღებს პირველ პაციენტებს. რეგიონის მოსახლეობისთვის ახლა უკვე ხელმისაწვდომი იქნება ხარისხიანი მომსახურება  კომფორტულ გარემოში - როგორც ტერიტორიული , ისე ფინანსური თვალსაზრისით.”

ინერგება ექიმთა უწყვეტი განათლების სისტემა, რაც ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესების პროცესს.

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგიგეგმავს სამედიცინო დაზღვევის არეალის გაფართოებას და მეტი ხალხის მოზიდვას სადაზღვევო სქემაში, რათა ახალ საავადმყოფოში მომსახურების მიღება რეგიონის მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

სადაზღვევო კომპანიაჯიპიაი ჰოლდინგი” 2006 წლიდან აქტიურად არის ჩაბმული სოციალური დაზღვევის პროექტებში. დღეს კომპანიის ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით 200,000-მდე ადამიანი სარგებლობს. მხოლოდ სოციალური დაზღვევის მიმართულებით ოთხი წლის განმავლობაში 50 მლნ ლარია ანაზღაურებული.

საქართველოს მასშტაბითჯიპიაი ჰოლდინგმა” 10 საავადმყოფოაშენა. საინვესტიციო პაკეტი ამ პროექტისთვის 30 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის ადგილობრვ სახსრებთან ერთად, პროექტისთვის ინვესტიციის მოზიდვა ”ვენის სადაზღვევო ჯგუფმაც” განახორციელა - რამაც ჯამში ჯგუფის ორი კომპანიისთვის (”ირაო” და ”ჯიპიაი ჰოლდინგი” ) 11 მილიონი ევრო შეადგინა.  


უკან დაბრუნება




გამოიძახეთ აგენტი
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
დაითვალეთ თქვენი პენსია