მოგვწერეთ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
 

პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.

აგენტის გამოძახება
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
შეუკვეთეთ ონლაინ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
ვიდეო
ჯანმრთელობა

სიახლეები

შეუკვეთე პოლისი

ონ-ლაინ დახმარება

 
01/18/2012

”ვენის სადაზღვევო ჯგუფი” თქვენს IPad-ში

”ვენის სადაზღვევო ჯგუფის ” შესახებ ინფორმაცია ახლა IPad-შიც იქნება ხელმისაწვდომი. აპლიკაციის ჩამოტვირთვა უკვე შესაძლებელია Apples-ის ინტერნეტ მაღაზიიდან. სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს მობილურ ინტერნეტ მოწყობილობებს ინფორმაციის მოსაძიებლად. საინვესტიციო ბანკ ”მორგან სტენლის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2014 წლისთვის მობილური ინტერნეტ ხელსაწყოების მომხმარებელი გადააჭარბებს ტრადიციული პერსონალური კომპიუტერის მომხარებელთა რიცხვს.

”უახლესი კვლევები მოწმობს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღებს ინფორმაციას მობილური ინტერნეტის საშუალებით. ინვესტორები, ანალიტიკოსები, ჟურნალისტები და მაღალი თანამდებობის პირები ხშირად მოგზაურობენ და შესაბამისად, სულ უფრო მეტად იყენებენ IPad-ს სწორედ ინფორმაციის მოსაძიებლად. კორპორატიული ინფორმაციის ოპერატიულად მიღება კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ ”ვენის სადაზღვევო ჯგუფის” შესახებ მონაცემები ახლა ამ მოწყობილობთაც არის შესაძლებელი ჩვენი ახალი აპლიკაციის საშუალებით” - ამბობს პიტერ ჰაგენი, ”ვენის სადაზღვევო ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, რომელიც IPad-ის აქტიური მომხმარებელია.

IPad-ისთვის უფასო აპლიკაცია საშუალებას მისცემს ინვესტორებს, ჟურნალისტებს, ანალიტიკოსებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მიიღოს სიახლეები ”ვენის სადაზღვევო ჯგუფის შესახებ”, კერძოდ ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს შეიტყოს აქციის ფასი და სხვა ახალი ამბები, ჩამოტვირთოს ანგარიშები, ფინანსური უწყისები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. დოკუმენტები ხელმისაწვდომი იქნება ოფლაინ რეჟიმშიც. ჯგუფის ოფიციალურ საიტთან ერთად (www.VIG.com) მობილური აპლიკაცია ინფორმაციის კიდევ ერთი წყარო იქნება.

როგორ ჩამოვტვირთოთ:
”ვენის სადაზღვევო ჯგუფის” აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ”ეფლის” ინტერნეტ-მაღაზიაში. საძიებო სიტყვა: VIG Iღ ან მიჰყევით ბმულს: VIG itunes

უკან დაბრუნება




გამოიძახეთ აგენტი
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
დაითვალეთ თქვენი პენსია