მოგვწერეთ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
 

პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.

აგენტის გამოძახება
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
შეუკვეთეთ ონლაინ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
ვიდეო
ჯანმრთელობა

სიახლეები

შეუკვეთე პოლისი

ონ-ლაინ დახმარება

 
11/30/2011

ჯიპიაი ჰოლდინგის და გუდვილის საახალწლო აქცია

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგმა საახალწლო აქცია დაიწყო. ყველა ვინც ავტომობილს, სახლს ან აგარაკს ჯიპიაი ჰოლდინგში დააზღვევს, კომპანია მას 200 ლარს გუდვილის ბონუს ბარათზე დაურიცხავს.

ბარათზე დარიცხული 200 ლარით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია გუდვილის ან ჯიმარტის ნებისმიერ სუპერმარკეტში, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და გორში. დარიცხული 200 ლარის გამოყენება მთელი წლის მანძილზე იქნება შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში, თუ ერთი ოჯახიდან ორი მანქანის დაზღვევა მოხდება, ჯიპიაი ჰოლდინგი ავტომობილის მფლობელებს გარდა 200 ლარიანი საჩუქრისა, დამატებით ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას გადასცემს, რომლის ლიმიტი 5 000 ლარია. ხოლო სახლის ან აგარაკის დაზღვევის შემთხვევაში, საჩუქრად მიიღებს პასუხისმგებლობის პოლისს $ 10 000 ლიმიტით.

თინათინ სტამბოლიშვილი, ჯიპიაი ჰოლდინგის მარკეტინგული კომუნიკაციების სამსახურის უფროსი: „წინა წლის მსგავსად, წელსაც გვინდა ჩვენს კლიენტებს საახალწლო საჩუქარი გავუკეთოთ –ყველას, ვინც ავტომობილს, სახლს ან აგარაკს ჯიპიაი ჰოლდინგში დააზღვევს, გადავცეთ 200 ლარი საჩუქრად საახალწლო საყიდლებისთვის. გარდა იმისა, რომ ავტომობილის მფლობელს მთელი წელი ავტომობილი ჩვენს კომპანიაში ექნება დაზღვეული, რაც თავისთავად მათთვის ფინანსური უსაფრთხოების გარანტიაა, მეორეს მხრივ ჩვენ მათ საახალწლო საყიდლებისთვის 200 ლარს ვჩუქნით. ამ თანხის გამოყენება მათ მთელი წლის მანძილზე შეეძლებათ. ვფიქრობ, რომ აქცია შარშანდელის მსგავსად წარმატებული იქნება და ბევრ ავტომფლობელს დააინტერესებს.“

ავტოდაზღვევასთან ერთად, ავტომობილის მფლობელებს მთელი წლის მანძილზე შეეძლებათ უფასო ავტო–ასისტანსის მომსახურებით ისარგებლონ. რაც გულისხმობს გზებზე ტექნიკურ დახმარებას: საბურავის სათადარიგოთი გამოცვლას, ადგილზე ბენზინის მიტანას, მანქანის დაქოქვას და ევაკუატორის დახმარებას.

აქციასთან დაკავშირებული საკითხებზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია როგორც ჯიპიაი ჰოლდინგის ცხელი ხაზის 2 505 111 მეშვეობით, ასევე კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდის www.gpih.ge მეშვეობით, სადაც მომხმარებელს შეუძლია, როგორც ონლაინ შეკვეთის გაკეთება, ასევე ონალაინ კონსულტაციის მიღება აქციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ჯიპიაი ჰოლდინგის ფეისბუქის გვერდის მეშვეობით www.facebook.com/gpih.ge


უკან დაბრუნება




გამოიძახეთ აგენტი
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
დაითვალეთ თქვენი პენსია