პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.
შეუკვეთე პოლისი
ონ-ლაინ დახმარება
კითხვები და პასუხები
სადაზღვევო სქემაში ჩასართავად წინასწარი კვლევა არ არის საჭირო,მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის განაცხადის შევსებაა საჭირო
ოთხივე სადაზღვევო პაკეტი ფარავს,როგორც გადაუდებელი, ასევე გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების ხარჯებს.
ყველა პაკეტი თავის მხრივ,გარდა BASIC-ისა ფარავს როგორც გადაუდებელ,ასევე გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას.
ამასთანავე გადაუდებელის გარდა,გეგმიურ სტომატოლოგიურ მომსახურებას ითვალისწინებს PLATINUM პაკეტი,ხოლო SILVER და GOLD ბარათში განსხვავებული პრემიის გადახდის შესაბამისად,შესაძლებელია გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების ჩართვაც (შესაბამისი მოცდის პერიოდისა და თანაგადახდის მოცულობის გათვალისწინებით
გეგმიური სამედიცინო მომსახურების მისაღებად დაზღვეულს შეუძლია წინასწარ შეატყობინოს ჯიპიაი ჰოლდინგს, რომ მიიღოს შესაბამისი სამსახურების თანხმობა მომსახურების მიღებაზე .
სადაზღვევო კოპმანიის (ჯიპიაი ჰოლდინგი) თანხმობის და დანიშნულების გარეშე მიღებული მომსახურებისას თანხა შეიძლება არ აგინაზღაურდეთ ან მხოლოდ ნაწილობრივ აგინაზღაურდეთ - გამომდინარე იქიდან თუ სად ჩაიტარა,რა ჩივილის გამო,იყო რა მომსახურება მიიღო, პროფილაქტიკური იყო თუ არა და და ა.შ. ასე რომ, უმჯობესია შეტყობინება წინაწარ გააგზავნოთ.
ქრონიკული დაავადებად ითვლება ისეთი დაავადება ან ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემა, რომელსაც გააჩნია ქვემოთჩამოთვლილ მახასიათებელთაგან ორი ან მეტი მახასიათებელი:
ქრონიკული დაავადებების მკურნალობა იფარება ყველად სადაზღვევო პაკეტით, გარდა BASIC ბარათისა, 24 თვიანი მოცდის პერიოდის შემდგომ,შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში თითოეულ ქრონიკულ პორობლემატიკაზე.
შენიშვნა*- ჯგუფური დაზღვევის შემთხვევაში (25 და მეტი პიროვნება - არ იგულისხმება ოჯახის წევრები) შესაძლოა კორექტირება შევიდეს პირობებში და ქრონიკული დაავადების მკურნალობა შევიდეს მოცდის პერიოდის გარეშე.
დაზღვევამდე არსებულ დაავადებად განიხილება, ის დაავადება თუ ჯანმრთლობის პრობლემა, რომლის დიაგნოსტიკა ან მკურნალობა მოხდა უკანასკნელი უწყვეტი სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში, ან შესაბამისი სპეციალისტების მიერ განისაზღვრა, როგორც ბოლო 24 თვემდე პერიოდში წარმოქნილი.
დაზღვევამდე არსებულ დაავადებასთან/მდგომარეობასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები, გარდა გადაუდებელი (ურგენტული) სამედიცინო მომსახურებისა არ ექვემდებარება ანაზღაურებას
შენიშვნა*- ჯგუფური დაზღვევის შემთხვევაში (25 და მეტი პიროვნება - არ იგულისხმება ოჯახის წევრები) შესაძლოა კორექტირება შევიდეს პირობებში და დაზღვევამდე არსებული დაავადების მკურნალობა ანაზღაურდეს სპეციალური პირობებით.
ყველა სადაზღვევო პროდუქტით იფარება პირადი ექიმის, კონსულტანტის ან სტომატოლოგის მიერ გამოწერილი მედიკამენტების ხარჯები.
იფარება შესაბამისი სპეციალისტების მიერ დანიშნული და გამოწერილი მედიკამენტები, ერთ ჯერზე არაუმეტეს 90 დღიანი კურსისა .
არ იფარება არარეგისტრირებული მედიკამენტები, კვებისა და წონის კორექციის მედიკამენტები,ბიოლოგიურად აქტიური დანამატები,სამედიცინო ღვინოები და ტონიკები, კოსმეტიკური საშუალებები,ბავშვთა კვება და ა.შ
ორსულობა-მშობიარობასთან დაკავშირებული სამედიცინო ხარჯები იფარება მხოლოდ PLATINUM ბარათით, 10 თვიანი მოცდის პერიოდის შემდგომ, ორსულობა-მშობიარობის გართულებასთან დაკავშირებული გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯები კი ყველა პაკეტით არის გათვალისწინებული
არჩევანის თავისუფლება აქვთ დაზღვეულებს,თუმცა სადაზღვვეო კომპანიის რეკომენდაციაა დაზღვეულმა მომსახურება მიიღოს პროვაიდერ დაწესებულებებში შემდეგი მიზეზების გამო:
· პროვაიდერ დაწესებულებებში სადაზღვევო კომპანია პირდაპირ ახორციელებს ანგარიშსწორებას და დაზღვეულს არ უწევს თანხის გადახდა (გარდა არანაზღაურებადი მინიმუმისა,ასეთის არსებობის შემთხვევაში)
· დაზღვეულს ზარალი შეიძლება სრულად არ აუნაზრაურდეს,თუკი სამედიცინო დაწესებულების ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება პროვაიდერთა ფასებისაგან და ამ შემთხვევაში ასანაზღაურებელი თანხის კორექცია მოხდება პროვაიდერულ ქსელში არსებული საშუალო ღირებულების პროპორციულად შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე
· რიგ ქვეყნებში (აშშ, კანადა) თუკი დაზღვეული მომსახურებას მიიღებს პროვაიდერული ქსელის გარეთ,ამ შემთხვევაში თანაგადახდის მოცულობაც მცირდება და ჯიბიდან თანხის გადახდა უწევს დაზღვეულს