სადაზღვევო პაკეტები
ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევა “ჯიპიაი ჰოლდინგისა” და “გრას სავუას” ერთობლივი პროექტია, რომელიც ითვალისწინებს პოლისის საქართველოში შეძენას და მომსახურების მიღებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევის შეძენისას თქვენ იღებთ მომსახურებას პროვაიდერ კლინიკებში მთელი მსოფლიოს სმასშტაბით,არ გიწევთ თანხის ანაზღაურების რთული პროცედურები. პოლისი ფარავს როგორც გადაუდებელი მდგომარეობების, ასევე გეგმიური სამედიცინო მომსახურებების ხარჯებს, როგორც დაზღვეულის მშობლიურ ქვეყანაში, ასევე ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით (მათ შორის საქართველო), ერთი სადაზღვევო პოლისის ფარგლებში.
საერთაშორისო დაზღვევის 4 სახის პოლისი არსებობს: ბაზისური, ვერცხლის, ოქროს და პლატინის პოლისი. ისინი განსხვავდებიან სადაზღვევო დაფარვებით, სადაზღვევო ლიმიტები, თანაგახდის მოცულობით და გეოგრაფიული არეალით სადაც შესაძლებელია მომსახურების მიღება.
ოთხივე სადაზღვევო სქემა ითვალისწინებს:
- 24 საათიანი საერთაშორისო სატელეფონო ასისტანსის მომსახურება- მაღალკვალიფიციური სამედიცინო წარმომადგენლების მიერ საკონსულტაციო მომსახურება - პოლისთან დაკავშირებულ ნებისიერ საკითზე, მათ შორის ქსელში ჩართული სამედიცინოს დაწესებულებების შესახებ; (არ იგულისხმება სატელეფონო საშუალებით დიაგნოზის დასმა ა.შ)
- დაზღვეულის გარდაცვალების შეთხვევაში რეპატრიაციის ხარჯების სრულად ანაზღაურება
- გადაუდებელი და გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში,საწოლ დღის ხარჯების,თანმხლები პირის (მშობელი - თუკ იდაზღვეული არასრულწლოვაბია) ჰოსპიტალში განთავსების,ქირურგიული და თერაპიული მომსახურებების ხარჯების ანაზღაურება (დიაგნოსტიკა,სპეციალისტები,ანესთეზიოლოგის ხარჯების,მედიკამენტები,ქიმიო და სხივური თერაპია და ა.შ)
- დღის სტაციონარში (არაუმეტეს 24 საათზე მეტი დაყოვნების შემთხვევაში) სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება,როგორც გადაუდებელი ასევე გეგმიური პრობლემების დროს (მათ შორის ქიმიოთერაპია,სხივური თერაპია,ფიზიოთერაპია)
- ორგანოთა ტრანსპლანტაციის ხარჯების ანაზღაურება
- სამედიცინო დაწესებულებების თავისუფალი არჩევანი, მშობლიურ ქვეყანაში მკურნალობის შესაძლებლობა და საჰაერო ტრანსპორტირება,ჰოსპიტალურ პროვაიდერებთან თანხის გადახდის გარეშე მომსახურების შესაძლებლობა
- სამედიცინო მომსახურების მუდმივი მონიტორინგი დაზღვეულის მშობლიური ქვეყნის გარეთ მკურნალობის შემთხვევაში და მკურნალობის შემდგომ მშობლიურ ქვეყანაში საჰაერო ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება
- ომით და ტერორიზმით გამოწვეული დაზღვეული ჯანმრთელობის ზიანის ხარჯების ანაზღაურებას,გარდა იმ შემთხვევებისა,როდესაც დაზღვეული უშუალოდ მონაწილეობს საბრძოლო ქმედებებში.