ECOin - ეკო მონეტებია, რომელსაც ჯიპიაი ჰოლდინგის ინდივიდუალური დაზღვევის მფლობელები აგროვებენ.
პროგრამის მიხედვით ყოველი თვის ბოლოს დაზღვევაში გადახდილი თანხის 10% გიბრუნდებათ ECOin ანგარიშზე. 100 ECOin = 1 ₾-ს და მონეტების გახარჯვა შეგიძლიათ სადაზღვევო პრუდუქტებში თქვენი სურვილის მიხედვით.
ლოიალობის პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია 2017 წლის 12 ოქტომბრიდან. თუ პოლისის შეძენა ან განახლება მოხდა მითითებული თარიღის შემდეგ, ეკო მონეტების დაგროვებას დაზღვეული იწყებს დაზღვევის შეძენის პირველივე თვიდან და აგრძელებს ჩვენთან ურთიერთობის ბოლომდე.
ეკო მონეტების გახარჯვა შეგიძლიათ დაზღვევის შეძენიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერი ახალი სადაზღვევო პოლისის შესაძენად. ინფორმაცია თქვენ მიერ შეგროვებულ მონეტებზე იხილეთ თქვენს პირად კაბინეტში პორტალზე www.mygpi.ge