ჯიპიაი ჰოლდინგი „ოქროს ბრენდის“ მფლობელი მეორედ გახდა
ORDER POLICY
ONLINE HELP
04/05/2012
ჯიპიაი ჰოლდინგი „ოქროს ბრენდის“ მფლობელი მეორედ გახდა
კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი 2011 წლის რჩეულ ბრენდად აღიარეს.
2012 წლის 4 აპრილს, რჩეული ბრენდების დაჯილდოვების ყოველწლიური, მეშვიდე ცერემოინია კომპანია Global Idea, გაზეთი The FINANCIAL, თბილისის მერიის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-ში გაიმართა. ბრენდის, სავაჭრო ნიშნის ცნობადობას და მისი პოპულარიზაციისთვის განხორციელებულ პროექტებს 200-მდე ექსპერტი აფასებდა. ოქროს ბრენდი ავლენს და აჯილდოვებს იმ კომპანიებს, რომლებმაც ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.
აღსანიშნავია, რომ ჯიპიაი ჰოლდინგი ოქროს ბრენდის ბიზნეს ნომინაციის მფლობელი მეორედ გახდა.