მოგვწერეთ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
 

პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.

აგენტის გამოძახება
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
შეუკვეთეთ ონლაინ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
ვიდეო
ჯანმრთელობა

როგორ ვისარგებლოთ აპლიკაციით

შეუკვეთე პოლისი

ონ-ლაინ დახმარება

 

როგორ ვისარგებლოთ აპლიკაციით

აპლიკაციის გამოსაყენებლად პირველ რიგში საჭიროა App Store-დან GPI Mobile-ის ჩამოტვირთვა და სმარტფონში დაყენება.

აპლიკაციის გამოსაყენებლად აუცილებელია მობილური დაკავშირებული იყოს ინტერნეტთან.

ზარალის გაცხადების სურვილის შემთხვევაში თქვენ უნდა დააჭიროთ ზარალის განაცხადის შევსების ღილაკს და მიჰყვეთ დეტალურ ინსტრუქციას.

11.png

განაცხადის შევსების მესამე ეტაპზე უნდა აირჩიოთ ჩამოთვლილი 8 შესაძლო ვარიანტიდან ერთ-ერთი შემთხვევა.

2.png

  • მინის დაზიანება - ავტომობილის საქარე მინის დაზიანება;
  • ავტოსაგზაო შემთხვევა - ავტომობილის შეჯახება სხვა ავტომობილთან, მესამე პირის ქონებასთან ან ქვეითად მოსიარულესთან:
  • განზრახ დაზიანება - უცხო პირის მიერ ავტომობილის განზრახ დაზიანება;
  • ხანძარი - ავტომობილის და მისი შემადგენელი ნაწილების აალება, ხანძარი;
  • საგნების ვარდნა - ავტომობილის დაზიანება საგნების ვარდნით;
  • სტიქიური მოვლენები - ავტომობილის დაზიანება სეტყვით, მიწისძვრით, წყალდიდობით, დიდთოვლობით, ქარიშხლით, მეწყერით ან ღვარცოფით;
  • მცირე დაზიანება - ავტომობილის პარკირების დროს მცირე დაზიანება ან ავტომობილის აღმოჩენა დაზიანებულ მდგომარეობაში;
  • დეტალების ქურდობა - ავტომობილის და მისი შემადგენელი ნაწილების ქურდობა.

აპლიკაციის შევსების ეტაპების გავლის შემდეგ აუცილებელია დაზიანებული ავტომობილის ფოტოების გადაღება.

სავალდებულოა ავტომობილისთვის ფოტოს გადაღება 5-ვე რაკურსით (როგორც ეს სანიმუშოდ მოცემულ ფოტოებზეა გამოსახული). წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადის ფორმა არ გამოიგზავნება.


33.jpg

ფოტოების გადაღების შემდეგ აპლიკაციაში გამოდის მოკლე ანოტაცია - თქვენ მიერ შევსებული ინფორმაციის შეჯამება, სადაც საშუალება გაქვთ გადახედოთ თქვენ მიერ შევსებულ ველებს. დაკორექტირების სურვილის შემთხვევაში დაბრუნდეთ უკან და მოახდინოთ შესწორებები.


აპლიკაციის სრულად შევსების შემდეგ კი დააჭიროთ გაგზავნის ღილაკს.

ინტერნეტ კავშირის შეწყვეტის შემთხვევაში ზარალის განაცხადის ფორმა ინახება „გასაგზავნი წერილების“ მენიუში.

44.png

ზარალის განაცხადის მიღების შემდეგ, ჩვენი მომსახურების მენეჯერი მომენტალურად გაწვდით პასუხს თქვენი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ და გიგზავნით შეტყობინებას შემდგომი ქმედებების შესახებ.

მომსახურების მენეჯერის მიერ თქვენთვის გამოგზავნილი შეტყობინებების ნახვა შესაძლებელია „ჩემი შეტყობინებების“ ღილაკზე დაჭერით.

55.jpg

ზარალის შეფასების შემდეგ ონლაინ რეჟიმში შეძლებთ თანხის დადასტურებას და ანაზღაურების მიღებას თქვენ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

 

*ინტერნეტ კავშირის შეწყვეტის შემთხვევაში ზარალის განაცხადის ფორმა ინახება „გასაგზავნი წერილების“ მენიუში.


       ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ანდროიდ სმარტფონისთვის   



ad.png   ioas.png

 

დაზღვევა, რომელიც გყავთ! ამჯერად საკუთარ სმარტფონში.

გამოიძახეთ აგენტი
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
დაითვალეთ თქვენი პენსია