მოგვწერეთ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
 

პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.

აგენტის გამოძახება
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
შეუკვეთეთ ონლაინ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
ვიდეო

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

შეუკვეთე პოლისი

ონ-ლაინ დახმარება

 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

ბედიანის ბავშვთა ცენტრში 12 ბავშვი ცხოვრობს. გოგონები და ბიჭები აღმზრდელებთან ერთად 2 კოტეჯში არიან გადანაწილებულები. ზოგს მშობლები არ ჰყავს, ზოგს ჰყავს და ხშირადაც ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ სხვადასხვა პრობლემის გამო ერთად ცხოვრებას ვერ ახერხებენ.


ცენტრი საპატრიარქოსგან ფინასდება - ძირითადად საკვებით.  სხვა დანარჩენ საჭიროებებზე დონორების იმედად არიან დარჩენილი. დონორი კი ცოტაა. ამიტომ მუდმივად უწევთ ზრუნვა გათბობაზე, საწვავზე, ტანსაცმელსა თუ არსებობისთვის აუცილებელ საჭიროებებზე.


ბედიანის ბავშვთა ცენტრი სრულიად განსხვავებული კონცეფციის ადგილია, სადაც აღსაზრდელებს სრულწლოვანობის შემდეგაც აქვთ შესაძლებლობა დარჩნენ , შეიქმნან მომავალი - ისწავლონ, იმუშაონ, აითვისონ ახალი პროფესია...


ზვიად ხაფავა და კახა ბახტაძე ცენტრის დამფუძნებლები არიან. ბედიანი ბავშვთა ცენტრის შესახებ ბოლო პერიოდში ბევრი გვსმენია, მაგრამ როდესაც პირადად მათგან ისმენ ბავშვების ცხოვრების, მათი ენთუზიაზმის, გეგმების შესახებ, ხვდები, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ამ ბავშვების ცხოვრებაში, მათ მომავალში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ.


შეუძლებელია, არ აღფრთოვანდე პაპუნას ენთუზიაზმით, რომელმაც მეფუტკრეობა ისწავლა. ახლა ფუტკრის 20-მდე ოჯახს უვლის და იმდენს ახერხებს, რომ ცენტრს თაფლი არ აკლია, რეალიზაციით შემოსული თანხით კი საკუთარი შემოსავალი აქვთ.

პაპუნა.jpg

როგორ შეიძლება არ შეუწყო ხელი მიშოს, რომლიც ცენტრის დახმარებით, მაგისტრატურაზე სწავლობს, დამოუკიდებელია, მაგრამ მაინც არ ტოვებს ბედიანს - ეს ხომ მისი სახლია, ეს ბავშვები მისი ოჯახია.


მიშო (1).jpg

ბედიანის ბავშვთა ცენტრმა, დონორების დახმარებით, უკვე შეიძინა რამდენიმე ჰექტარი მიწა, რომელსაც ცენტრის ხელმღვანელობა ბავშვებთან ერთად ამუშავებს. ცდილობენ, ფინასურად დამოუკიდებლები იყვნენ. მალე სათბურსაც გააშენებენ, რომლის გამართვაშიც უცხოური არასამთავრობო ორგოანიზაციები ეხმარებიან. ტრაქტორიც შეიძინეს გაზაფხულზე მიწის დასამუშავებლად. ახლა მისთვის საჭირო აღჭურვილობა სჭირდებათ.


სწორედ ამ დროს გავიგეთ ბედიანის ბავშვთა ცენტრის შესახებ და მივხდით, რომ ამ ბავშვებისთვის უნდა გაგვეკეთებინა  საქმე,  რომელშიც არა მხოლოდ ჩვენ, ჯიპიაი ჰოლდინგი, ჩვენი პარტნიორებიც იქნებოდნენ ჩართულები. ეს უნდა ყოფილიყო ის, რაც მათ განვითარებას, მომავალს, დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების სახელით ბედიანის ბავშვთა ცენტრისთვის გადაგვეცა თანხა, რომელიც მათ ახალ წამოწყებაში- დიდი მეურნეობის დაწყებაში დაეხმარებოდა და მისცემდა შესაძლებლობას საკუთარი მომავალი თავად დაეგეგმათ. 20 დეკემბერს ჯიპიაი ჰოლდინგმა ბედიანის ბავშვთა ცენტრს 10 000 ლარის გადასცა. 


სიუჟეტი: https://goo.gl/tB3Mj6



გამოიძახეთ აგენტი
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
დაითვალეთ თქვენი პენსია