პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.
შეუკვეთე პოლისი
ონ-ლაინ დახმარება
რა ანაზღაურდება
პოლისი აანაზღაურებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უეცარი ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის გამო გაუარესდება, რის გამო დაზღვეულს სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიღება ესაჭიროება. ასეთ დროს დაზღვეულის მკურნალობის ხარჯებს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი აანაზღაურებს.
პოლისში გათვალისწინებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, ასევე გადაუდებელ სტომატოლოგიას , რაც გულისხმობს კბილის მწვავე ტკივილის გაყუჩებას, კბილის ამოღებას, უბედური შემთხვევით გამოწვეული გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება. სამედიცინო ევაკუაცია - დაზღვეულის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყვანას. დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში პოლისი ითვალისწინებს გარდაცვლილის აეროპორტამდე ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას.
უცხოელი ტურისტებისთვის:
სასწრაფო სამედიცინო დახმარება ულიმიტო
გადაუდებელი ამბულატორია ულიმიტო
გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება 5 000 ლარი
უბედური შემთხვევით გამოწვეული ჰოსპიტალური მომსახურება 5 000 ლარი
სამედიცინო ევაკუაცია 2 000 ლარი
რეპატრიაცია 2 000 ლარი
გადაუდებელი სტომატოლოგია ულიმიტო
საქართველოს მოქალაქეებისთვის
სასწრაფო სამედიცინო დახმარება ულიმიტო
გადაუდებელი ამბულატორია ულიმიტო
გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება 2 000 ლარი
უბედური შემთხვევით გამოწვეული ჰოსპიტალური მომსახურება 3 000 ლარი
სამედიცინო ევაკუაცია 2000 ლარი
რეპატრიაცია –
გადაუდებელი სტომატოლოგია –