პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.
შეუკვეთე პოლისი
ონ-ლაინ დახმარება
რა ანაზღაურდება
პოლისი სამოგზაურო ანაზღაურებს ჰოსპიტალური მომსახურების ხარჯებს.
თუ დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საზღვარგარეთ მოგზაურობის პერიოდში ისე გაუარესდა, რომ საჭიროებს საავადმყოფოში დაუყოვნებლივ მკურნალობას, ჯიპიაი ჰოლდინგი აანაზღაურების მკურნალობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
პოლისი აანაზღაურებს ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებთან დაკავშირებულ ხარჯებს როგორიცაა:
მოგზაურობის დროს საჭმლით მოიწამვლა, ტრავმა, მოტეხილობა, ალერგია, დამწვრობა, მწერის ან ცხოველის ნაკბენი, ანგინა, ყურის ანთება, ბრმა ნაწლავის ანთება, ნაღვლის ბუშტის ანთება, გასტრიტის გამწვავება და სხვა.
პოლისი ანაზღაურებს გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების ხარჯებს!
სამოგზაურო პოლისში გათვალისწინებულია გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება. პოლისი ანაზღაურებს ისეთ სამედიცინო ხარჯებს როგორიცაა მოგზაურობის დროს მწვავე ტკივილის გაყუჩება, კბილის ამოღება, ლორწოვანი გარსის ანთება და სხვა.