პრეზენზიის შექმნა

Your message has been sent!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
Thank you
Your message has been sent!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
Help
Call-center
032 2 505 111
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 9:30 - 18:30
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ENG Geo
My Room
Close
Be the first to hear news
Subscribe to our mail list
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
Get offers first
This email address has already subscribed
email subscribed successfully!
please enter a valid email
This email address has already subscribed
Search
Help
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
results not found

რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა ქალაქგარეთ ავტომობილით გასვლისას?

დასვენება “ჯიპიაის” ავტოდაზღვევასთან ერთად

 

ქალაქიდან შორს დასვნეებისთვის მზადება საინტერესო და სახალისო პროცესია. თუმცა, სანამ თავგადასავლებისკენ გაეშურები, აუცილებელია, გადახედო შენი მანქანის დაზღვევის უპირატესობებს. თუ გსურს, იყო უსაფრთხოდ და არ იზარალო, “ჯიპიაის” მანქანის დაზღვევის პოლისი საშუალებას მოგცემს, იყო მშვიდად მთელი დასვენების განმავლობაში

 

რას გთავაზობთჯიპიაისდაზღვევა დასვენების დროს?

 

როგორც უკვე იცი, “ჯიპიაის” ავტოდაზღვევა კომფორტსა და სიმარტივეს გთავაზობს. ამაში რომ უფრო კარგად დარწმუნდე, ეწვიე ჩვენს წინა ბლოგს, რომელიც ავტოდაზღვევის ყოველდღიურ უპირატესობებს განიხილავს.

თუმცა, კომფორტი საჭიროა, არა მხოლოდ ყოველდღიურობაში, არამედ მაშინ, როცა რუტინისგან თავის დაღწევას და დამსახურებულ დასვენებას ირჩევ. “ჯიპიაის” ავტოდაზღვევა ყველგან მოგყვება და მრავალ ბენეფიტს გთავაზობს, საქართველოში და “ჯიპიაის” პარტნიორ ქვეყნებში: თურქეთში,  სომხეთსა და  აზერბაიჯანში.

თუ უკვე იცი, “ჯიპიაის” ავტოდაზღვევის უპირატესობები, დროა, მეტი გაიგო, როგორ ამარტივებს ეს პოლისები არა მხოლოდ ყოველდღიურ პრობლემებს, არამედ აზღვევს შენს დროს, ენერგიას და ხარჯებს, მაშინ, როცა ქალაქიდან შორს ხარ.

 

ფასდაკლება “ვისოლის” და “ავტო ლაიმის” სამრეცხაოებში

 

როგორც “ჯიპიაის” ავტოდაზღვევის მფლობელს, ქალაქიდან გასვლის დროს, მანქანის სისუფთავის შენარჩუნება, დაბალ ფასად, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეგიძლია. ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ შემთქვევაში დაგჭირდება. 

მოგზაურობის დროს, მანქანის სისუფთავეს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. “ჯიპიაის” ავტოდაზღვევასთან ერთად კი, 50% ან 70%-იანი ფასდაკლებით “ვისოლის” და “ავტო ლაიმის” სამრეცხაოების უმაღლესი ხარისხის  სერვისის გამოყენება შეგიძლია.

 

პარკინგის ჯარიმებისგან თავის არიდება

 

 პირველი ,რაც შენი სიმშვიდისთვის აუცილებელია, არის პარკირების წესებში გარკვევა. 

საქართველოში, სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონს, თავისი პარკირების წესები აქვს და ,შესაბამისად, ჯარიმებსაც შეიძლება, თავი ვერ აარიდო. “ჯიპიაი,” როგორც ყოველთვის, ამ დროსაც მარტივ და სწრაფ გამოსავალს გთავაზობს. ონლაინ სერვისით სარგებლობა, “ჯიპიაის” ავტოდაზღვეულებისთვის, ყოველდღიური ფუფუნება გახდა. ონლაინ სერვისი საქართველოს ყველა წერტილში ვრცელდება და სადაც არ უნდა იყო, განცხადების შევსების და ანაზღაურების პროცესი ჯარიმის სტრესს შეგიმსუბუქებს.

“ჯიპიაის” ავტოდაზღვევის აპლიკაციის საშუალებით, პატრულის გამოძახების გარეშე, ზარალი 1000 ლარამდე აგინაზღაურდება. “ჯიპიაისთან” ერთად, დასვენების დროს, გაუთვალისწინებელ ხარჯებს თავს არიდებ  და ზარალს, სულ რაღაც რამდენიმე წუთში, არეგულირებ.

 

რა ხდება მაშინ, თუ ზარალი უფრო დიდია?

 

სამწუხაროდ, მცირე ავარიები ყველგან ხდება. თუმცა, ასეთი შემთხვევები შვებულების დროს განსაკუთრებით სტრესულია. არავის უნდა, დასვენების დღეები მანქანის შეკეთებას და განცხადებების წერას დაუთმოს. “ჯიპიაი” არც ამ დროს გტოვებს მარტო ავტომობილის პრობლემებთან გასამკლავებლად.

“ჯიპიაის” ანაზღაურების ასისტენტი დასვენების დროსაც შენთანაა. თუ შენი მანქანა დაზღვეულია და შენი ბრალეულობით დააზიანე სხვა ავტომობილი, “ჯიპიაის” მარტივი, ონლაინ ფორმის შევსებით, შვებულებას გადაარჩენ. სანამ ქალაქგარეთ დღეების გატარებას გეგმის მიხედვით განაგრძობ, “ჯიპიაის” ავტოდაზღვევის ასისტენტი, პატრულთან თუ დაზარალებულ მხარესთან, ურთიერთობას შენს მაგივრად მოაგვარებს.

 

 

უფლებამოსილი მძღოლები

 

ხშირად, განსაკუთრებით მაშინ, როცა განტვირთვის დღეები გაქვს, მრავალი მიზეზის გამო, შეიძლება, საჭესთან დაჯდომა კარგი არჩევანი არ იყოს. ამ დროს, მანქანის გასაღები შეგიძლია, უფლებამოსილ მძღოლს გადასცე. 

“ჯიპაიში” ავტოდაზღვევის პოლისის გაფორმებამდე, უფლებამოსილი მძღოლის არჩევის ორი ვარიანტი გაქვს:

  • ულიმიტო მძღოლები - შენი მანქანის მართვა შეუძლია ყველას, ვინც არის მინიმუმ 21 წლის და აქვს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა
  • წინასწარ ან პოლისის მოქმედების პროცესში დასახელებული მძღოლი - სადაზღვეო მენეჯერს შეგიძლია, მისწერო სასურველი მძღოლის მონაცემები, როგორიცაა, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მართვის გამოცდილება. სადაზღვევო მენეჯერი ინფორმაციას შეაფასებს და არჩეულ პიროვნებას შენი მანქანის მართვის უფლებას მიანიჭებს.

 

კიდევ რას გთავაზობს “ჯიპიაისავტოდაზღვევის პოლისი?

 

დარწმუნდი, რომ სანამ დასასვენებლად წახვალ, მანქანა დაზღვეული გყავს, რადგან “ჯიპიაის” ავტოდაზღვევის პოლისი ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს სწრაფ და ეფექტურ სერვისს გთავაზობს. 

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, “ჯიპიაის” ავტოდაზღვევა დასვენების დროს მოგემსახურება  შემდეგ სიტუაციებში:

  • თუ მანქანის საბურავი გასაბერი ან გამოსაცვლელია;
  • თუ საწვავი ბენზინგასამართი სადგურიდან მოშორებით ამოგეწურა, “ჯიპიაის” ავტოასისტენტი საწვავს ადგილზე მოგიტანს;
  • ევაკუატორი “ჯიპიაიში” დაზღვეულ ავტომობილებს უფასოდ ემსახურება;
  • თუ მანქანას ვერ ქოქავ, “ჯიპიაის” ასისტენტი ამასაც სპეციალური ხელსაწყოებით შეძლებს

“ჯიპიაის” ავტოასისტენტები საქართველოდან და “ჯიპიაის” პარტნიორი ქვეყნებიდან ყოველთვის დადებით შეფასებას იმსახურებენ. ისინი გეხმარებიან, რომ შენი  დასვენების დღეები მშვიდი და ბედნიერი იყოს. 

 

დასასვენებლად წასვლას გეგმავ და მანქანა არ გყავს დაზღვეული?

 

თუ შენი მანქანა “ჯიპიაიში” ჯერ კიდევ არ დაგიზღვევია, მაშინ, ზაფხული - შვებულების სეზონი - ამისთვის იდეალური დროა. წინასწარ გადახედე ინფორმაციას “ჯიპიაის” ავტოდაზღვევის შესახებ და მოირგე ავტოდაზღვევა. ასე, ნებისმიერ სიტუაციაში, თავს დაცულად იგრძნობ და არც გაუთვალისწინებელი შემთხვევების შეგეშინდება.